ვეცდები დავწერო.
უზნაძე თვლის, რომ ფროიდმა არაცნობიერის ცნება ვერ ჩამოაყალიბა სრულყოფილად. არ ეთანხმება, რომ ცნობიერი და არაცნობიერი დაპირისპირებული, კონფლიქტში მყოფი მხარეებია.
არაცნობიერის მხოლოდ უარყოფითად განხილვა დაუშვებელია. ფსიქოლანალიზს დადებითი დახასათებისთვის არაფერი აქვსო.
ფროიდის ძირითადი შეცდომა არაცნობიერის ნეგატიურად განხილვაა. არაცნობიერი = ტაბუს შედეგს
აკრძალვის შედეგად ჩამოყალიბებული კომპლექსები არაცნობიერში მიდის
არაცნობიერი მხოლოდ აკრძალვის შედეგად არ იქმნება, ეს პრინციპული შეცდომააო. მხოლოდ განდევნა , დავიწყება არ ქმნის არაცნობიერს, თუმცა ეს ნაწილია არაცნობიერის, უბრალოდ სრულად ვერ ფარავს
შემოიტანა არაცნობიერის ფართე გაგება და დაარქვა განწყობა = გამაშუალებელი ფსიქიკურსა და ფიზიკურს შორის
განწყობა უდევს საფუძვლად სამყაროს აღქმას, უნივერსალური ცვლადია.
თავდაპირველად, უზნაძე არაცნობიერს (ოღონდ თავისი ფართე გაგებით და არა ფროიდისეულად) განიხილავდა ისე, რომ ფსიქიკური ვერაფრით ვერ იქნებოდა არაცნობიერი.
"განაცდა არა მხოლოდ ფაქტია, არამედ ცნობიერების ფაქტია, და უკვე იმით რომ განცდა ცნობილია სუბიექტისთვის, ის ცნობიერია". ამიტომ უნდოდა არაცნობიერის ცნება ჩაენაცვლებინა განწყობით, რომელიც დავიწყებულ ცნობიერსაც მოიცავს და კიდევ უფრო მეტს ის დადებითიც არის.
გარდაცვალებამდე 1 წლით ადრე უზნაძემ თავსი თეორიაში დაუმატა ფსიქიკური არაცნობიერი. ამან ყველაფერი აატრიალა. არის ვარაუდი, რომ უზნაძემ ეს გააკეთა იმიტომ, რომ თეორია გადაერჩინა
არაერთი გაფრთხილება მიიღო, რომ ეჭვი არსებობს განწყობის თეორია იდეალიზმს ქადაგებსო....
ეს რთული საკითხია. სანამ ფსიქიკურ არაცნობიერს ჩაწერდა, იქამდე განწყობა სრულად ფარავდა არაცნობიერს. აქვს კიდეც ერთი აბზაცი უზნაძეს - არაცნობიერის ცნება ზედმეტი ცნებააო.
მაგრამ, თუ ფსიქიკურ არაცნობიერს დავუშვებთ, მაშინ ყველაფერი ირევა
ეს უკვე რთული საკითხია
ისე დღევანდელ მეცნიერებში ირაკლი იმედაძეს აქვს წერილი "არის თუ არა არაცნობიერის ცნება ზედმეტი?" მაცნეში დაიბეჭდა ადრე
ასევე საინტერესოა 1952 წლის დისკუსია, სადაც ქართველი მეცნიერები სკოლას ერთსულოვნად იცავენ
აღსანიშნავია, რომ საყრდენი წერტილი სწორედ ფსიქიკური არაცნობიერია
რომ არა არაცნობიერისთვის ფსიქიკურობის მიწერა, დახვრეტა ალბათ იქნებოდა გარდაუვალი.
გადაჭრით არაფრის თქმა არ შეიძლება. ეს კვლევის საგანია.
ერთი რამ ცხადია - მარქსიზმის ხედვით ფსიქიკა არის მატერიის განვითარების უმაღლესი ფორმა.
თუ ვიტყვით, რომ განწყობა ფსიქიკური ფენომენი არ არის და მესამე უნივერსალური ცვლადია, რომელიც აშუალებს ფსიქიკურსა და ფიზიკურს, მაშინ მტკიცება, რომ უზნაძის თეორია მარქსიზმს არ ეწინააღმდეგება შეუძლებელი ხდება.
უფრო მეტიც, გამოდის, რომ განწყობა სულის უკვდავ ნაწილზე მიანიშნებს.
ცხადია, ნებისმიერი ცვლილება განწყობის თეორიაში იმთავითვე პრობლემებს აჩენს ფილოსოფიაში. არისტოტელე რას გულისხმობს იმ აბზაცში, სადაც სულის უკვდავ ნაწილზე საუბრობს დღემდე მეცნიერების თავის ტკივილია
არსებობს თუ არა ფსიქიკა, როგორც არაცნობიერი? რატომ ჩაამატა უზნაძემ ფსიქიკური არაცნობიერი, რომლმაც თეორია იდეალიზმს დააშორა
მართლა ასე ფიქრობდა თუ თეორიას იცავდა.
აღსანიშნავია, რომ უზნაძე ფილოსოფიიდან მოივდა ფსიქოლოგიაში. მისი ფილოსოფიური ნაშრომები კი იდეალისტურია - ანუ უზნაძე იდეალისტია. ეს კარგად ჩანს მის შრომებში
რა არის განწყობა? არაცნობიერიაო უზნაძემ თქვა. ცნობიერი ვერასოდეს იქნებაო - ამას მთელი სიცოცხლე ამტკიცებდა
თუმცა მისმა მოსწავლემ - შოთა ნადირაშვილმა დაუშვა განწყობის ცნობიერ დონეზე არსებობა. შექმნა განწყობის ანთროპული თეორია
ამით განწყობა ატიტუდთან დააკავშირა. თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს განწყობის შინაარსს პრინციპულად ცვლის. ამასთან სოციალური განწყობის თეორია უმნიშვნელოვანესია
უკიდურესად პრაქტიკული და სიღრმისეულია. უბრალოდ უზნაძე რასაც განწყობას უწოდებს ეს არც ატიტუდია, არც რუსული უსტანოვკა, არც ქართული განწყობილება (ხშირად საზოგადოებას განწყობა გონია - განწყობილება - რა განწყობა მაქვს კარგი/ცუდი. ეს შეცდომაა). უზნაძე თავიდან განწყობას ბიოსფეროს ეძახდა, შემდეგ ქვეფსიქიკურს.
ერთი სიტყვით შორს აღარ წავალ, რომ განვაგრძო. უბრალოდ "ბიოსფერო" "ქვეფსიქიკური" ისეთი ტერმინებია დახვრეტასთან უფრო რომ გაახლოვებს. "განწყობა" უფრო "გიცავს". თან ძირითადი შემოტევა 1952 წლის დისკუსიაში ბისოფეროზე მოდიოდა. მოსწავლეები კიდევ ამტკიცებდნენ ეს "ბიოსფერო" ადამისდროინდელი ნაშრომია და ბოლო შრომაში განწყობა ფსიქიკურ ფენომენად არის ცნობილი. ჩვენც ამას ვიკვლევთო
ეს ძალიან რთული საკითხია. ექსპერიმენტული ნაწიილიც რთულია. ამიტომ უზნაძის ინსტიტუტის დახურვა უპატიებელი დანაშაულია.
)