კურსის აღწერა
საფრანგეთის მხარე, ქართველ პარტნიორებთან ერთად, აცხადებს მიღებას დოკუმენტური ფილმების გადაღების სამთვიან პრაქტიკულ სასწავლო კურსზე, რომელიც გაიმართება თბილისში 2006 წლის 24 ივლისიდან 15 ოქტომბრამდე.
კურსს წარუძღვებიან ვარანის სახელოსნოს (Aტელიერ Vარან) ფრანგი დოკუმენტალისტები.
პრაქტიკული სასწავლო კურსი ჩატარდება თბილისში, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტეს ჯურნალისტიკის კავკასიური სკოლის ბაზაზე, ყოველდღე სამი თვის განმავლობაში.
სწავლება და თბილისში სასწავლო კურსის განმავლობაში ცხოვრება უფასოა.
კურსი წარიმართება რუსულ ენაზე.
სასწავლო კურსის პროგრამა:
სასწავლო კურსი გაიმართება 3 ეტაპად:
I ეტაპი: ტექნიკური საშუალებების გაცნობა, პრაქტიკული სავარჟიშოები, ფილმების ანალიზი (პირველი ოთხი კვირა)
ამ პერიოდის განმავლობაში ყოველი მონაწილე ირჩევს ფილმის საგანს და აკეთებს ფილმის ზოგად მონახაზს.
II ეტაპი: გადაღება (მეხუთედან მერვე კვირის ჩათვლით)
სასწავლო კურსის მეორე ეტაპზე ყოველი მონაწილე იღებს 15-20 წუთიან ფილმს. თითოეული მონაწილე საკუთარი ფილმის რეჯისორ-ოპერატორია და ერთ-ერთი მისი კოლეგის ხმის რეჯისორი.
III ეტაპი: მონტაჯი (მეცხრედან მეთორმეტე კვირის ჩათვლით)
მონაწილეები პროფესიონალ მემონტაჯესთან ერთად სწავლობენ ფილმის სტრუქტურის აწყობას.
ფილმების საჟარო ჩვენება
ფილმები წარდგენილი და სავარაუდოდ ნაჩვენები იქნება საერთაშორისო ფესტივალებსა თუ სხვადასხვა ადგილობრივი ტელევიზიების მიერ.
მიღება
დოკუმენტური ფილმების გადაღების სამთვიან კურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ დოკუმენტური ფილმების როგორც დამწყებ, ასევე უკვე ცნობილ რეჯისორებს, ასევე არაპროფესიონალებს, საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჟანიდან და თურქეთიდან.
კონკურსში მონაწილეობისათვის საჭიროა ფრანგულ ენაზე დაწერილი:
• ავტობიოგრაფია (არა ცურრიცულუმ ვიტაე, არამედ თხრობითი ფორმით დაწერილი ავტობიოგრაფია); ერთი გვერდი
• ამბავი რომელიც აღწერს რაიმე ადგილს, ადამიანს/ადამიანებს, მოვლენას ან რომელიმე განცდილ ემოციას; ერთი გვერდი
განაცხადები მიიღება საფრანგეთის საელჩოებში 2006 წლის 30 აპრილამდე. კონვერტზე აღნიშნეთ: Fორმატიონ ჩინემა
პროექტის ინიციატორები და ორგანიზატორები
საფრანგეთის საელჩოები საქართველოში, აზერბაიჟანში, სომხეთში, თურქეთში
საფრანგეთის ტელევიზია AღთE
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ჯურნალისტიკისა და მედია მენეჟმენტის კავკასიური სკოლა, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი,
სომხეთის საზოგადოებრივი ტელევიზია.
რა არის ვარანის სახელოსნო?
ვარანის სახელოსნო არ წარმოადგენს სასწავლებელს ამ სიტყვის კლასიკური და აკადემიური გაგებით. მისი მუშაობის მეთოდი მაქსიმალურად უკავშირდება პრაქტიკულ სწავლებას და ეყრდნობა ფილმის “რეალურ განზომილებაში” წარმოების მოდელს.
ვარანის სახელოსნოების ასოციაცია კინოსა და ტელევიზიის სასწავლებლების კავშირის საერთაშორისო ცენტრის, არასამთავრობო ორგანიზაცია ჩILEჩთ-ის წევრია და იგივე სტატუსი აქვს, როგორც ფემის (ლა Fემის) და ლუმიერის (ლ’ეცოლე Lოუის Lუმიერე) ცნობილ სკოლებს. ვარანი სარგებლობს საკონსულტაციო სტატუსით UNEშჩO-ში.
ასე ჯობია თორე დაიტანჯებიან ამის კIთხვით
Truth is, everybody is going to hurt you; you just gotta find the ones worth suffering for." -Bob Marley