
დაახლოებით წლინახევრის წინ Mercedes-Benz-მა პეკინის ავტო შოუზე წარადგინა კონცეპტუალური ავტომობილი Shooting Break, თავიდანვე ცნობილი გახდა რომ ამ ავტომობილის დიზაინი ექნებოდა მეორე თაობის CLS Class-ს (C218) დამართლაც როდესაც 2010 წლის პარიზის ავტო შოუზე ვიხილეთ ახალი თაობის CLS Class ავტომობილს ბევრი რამ ქონდა აღებული ზემოთ ხსენებული კონცეპტისგან.

მაშინ ძალიან ცოტა ფიქრობდა იმას რომ Mercedes-Benz Shooting Break-ის ანალოგიურ ავტომობილს შექმნიდა, მაგრამ თქვენ კიდევ ერთხელ ფოტოებზე ხედავთ Shooting Break-ის ანალგოგიურ ავტომობილს და შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ რომ ეს არის Mercedes-Benz CLS Class Shooting Break ანუ CLS Class-ის უნივერსალი ვერსია,

ავტომობილის ოფიციალური პრეზენტაცია შესაძლოა გაიმართოს 2012 წლის მარტში ჟენევის ავტო შოუზე, ან ცოტა მოგვიანებით სექტემბერში პარიზის ავტო შოუზე ძრავების მხრივ რათქმა უნდა რომ ახალს არაფერს არ უნდა ველოდოთ იგივე რაც ახალ Mercedes-Benz CLS Class-ში: CLS 250 CDI BlueEfficiency, CLS 350 CDI BlueEfficiency, CLS 350 BlueEfficiency, CLS 500 BlueEfficiency იარსებებს AMG ვარიანტებიც: CLS 63 AMG და CLS 63 AMG Performance Package. ფაქტიურად ეს არის ახალი კლასის ავტომობილი 4 კარიანი კუპეს უნივერსალი Mercedes-Benz როგორც ყოველთვის ამ შემთხვევაშიც ინოვატორია, საქმე იმაშია გაამართლებს თუ არა. ავტომობილი გაყიდვაში წლის ბოლოს ან 2013 წლის პირველივე თვეებში გამოვა.

საკმაოდ მნიშვნელოვამ პროექტებს ანხორციელებს Merceders-ი.
წყარო : news.drive.ge