კვირაში 6 დღე ვმუშაობ გეოდეზიაში. წელიწადში 24 დღე დასვენება ფეხებზე კიდიათ, არ გაქ. მაქსიმუმ წელიწადში 1 კვირა დაითრიო ზაფხულში შვებულება და ისიც იმ პირობით რომ ''ჩაწოლილ'' საქმეს დაბრუნებული აანაზღაურებ 18:00 სთ_ის მერე დარჩენის გზით თუ საჭირო გახდა.
1 წელში გაგვექცა თანამშრომლები ჩემზე პრეტენზიულები იყვნენ, ახლა უკან ვეღარ ბრუნდებიან და ნანობენ, სხვაგან იგივე პოზიციებზე ყოველდღე მუშაობენ ის 1 დღეც არ ისვენებენ. კლავენ ხალხს მუშაობით. მე კიდევ კვირაში 5 დღე მუშაობა მიუღწეველ ოცნებად დამრჩა. განა შეუძლებელია ფირმა ასე ამუშაო, მაგრამ პრობლემა დამსაქმებლებშია, ფეოდალური მენტალიტეტი აქვთ. სახლში გაჩერება ეზარებათ, სამსახურში უფრო კარგად ატარებენ დროს და ურჩევნიათ ასე, ვიდრე ცოლმა უბურღოს ტვინი სახლში, იქეთ ბავშვები. მოკლედ მის თავზე ირგებენ გრაფიკს და შრომითი ნორმები ფეხებზე კიდიათ.
გამოსავალი რასაც მივხვდი არის ოთხი. ფრილანსერი უნდა იყო და შენ თვითონ იყო საკუთარი თავის უფროსი ან დიიდ სერიოზულ კომპანიაში დასაქმდე სადაც პატარა ფირმებთან შედარებით უფრო ექცევა ყურადღება შრომა-დასვენებას, განრიგს, დროის მენეჯმენტს და კადრებს. ან სახელმწიფო სამსახური უნდა იშოვო ნორმალური ანაზღაურებით ან ამ ქვეყნიდან უნდა გაიქცე.

პატარა და საშუალო კერძო ფირმები არის ნამდვილი კიბო. განსაკუთრებით ისეთი სპეციფიური განხრები სადაც სავოკი ხალხია ხელმძღვანელობაში. პროგრესული მიმართულებები მაგალითად როგორიც აიტია შედარებით უკეთესია, უფრო ახალგაზრდებია ხელმძღვანელობაში და ნაკლებად აქვთ მონური დამოკიდებულება, უფრო იციან დასვენების ფასი და სავოკივით ვირულად არ მუშაობენ უფრო ფართოდ უყურებენ შრომას რა არის. იმას ვერ ხვდება დებილი ხელმძღვანელი რომ დასვენებული კადრი მეორე დღეს უფრო ხარისხიანად და უფრო მოკლე დროში გიკეთებს საქმეს ვიდრე გამოფიტული ქრონიკულად ''გადაღლილი'' თანამშრომელი, განძრევა რომ ეზარება უკვე.
ცალკე კოშმარია ტყუილად გაჩერებაზე რომ აქვთ ალერგია. გონია ტყუილად გიხდის ფულს და ჭინთვები ეწყებათ. შენი საქმე გააკეთე მეტი რა უნდა აკეთო? არ არის და ხომ არ დაიმატებ და მოიგონებ რამეს, მაგრამ ვერ იგებენ ამას, ათას სისულელეს მოიგონებენ რომ ''დაგასაქმონ''. მაგალითად მოდი ''წყლით სავსე ვედრო კოვზით დაცალე'', როცა შეგიძლია აიღო და პირდაპირ გადაასხა ვედრო ან საერთოდ არაა საჭიროება ვედრო დაიცალოს, მაგრამ აბა ტყუილად ხომ არ გაჩერდები აბა რაში იხდის ფულს აბა აბა კაცო. აი ასეთი %%^ეეები არიან.

ამის გამო ნელა ვაკეთებ საქმეს, რადგან დამთავრების მერე ტყუილად გაჩერებულზე ტვინი არ მი*&&&*ან და დამატებითი რამე მოგონილი სისულელე არ მაკეთებინონ...
მერე კიდე დაჯდებიან და წუწუნებენ კადრების გადინებაზე და გამუდმებულ თავიდან სწავლებაზე. გამოცდილი კადრის დეფიციტზე. გააქცევ ადამიანს ისე ექცევი და აბა რას ელი? გასაგებია შეიძლება დიდი შემოსავალი არ ქონდეს ფირმას და ვერ უხდიდე ბევრს ადამიანს მაგრამ სამაგიეროდ დღედაღამე მაინც ნუ მოაცდენ სამსახურში ყოფნით და ამოსუნთქვის საშუალება მიეცი. პირადი ცხოვრება, ოჯახი, სახლის საქმეები, პრობლემები ყველას აქვს. მიეცი დრო სხვა რამესაც მიხედოს და ასე უფრო გაჩერდება შენთანაც უღირს უკვე დაბალი ანაზღაურების მიუხედავად გაჩერება.
ცოტას კიდე გავძლებ იქნებ ვნახო უკეთესი ადგილი ან საერთოდ პროფესიას გამოვიცვლი და მეც ავახვევ ამ ფირმიდან.
ის დღე დაიწვა მე რომ უნივერსიტეტში ჩავაბარე საინჟინრო მიმართულებებზე
This post has been edited by Mr Angry on 30 Oct 2023, 19:57