როგორ ავიღოთ მართვის მოწმობა!!!
ალბათ ბევრი თქვენთაგანის ოცნებაა გქონდეთ მართვის მოწმობა, ზოგისთვის ეს აუცილებლობას არ წარმოადგენს, ზოგისთვის კი ისე სასწრაფო ხდება, რომ რეალობაში მყოფი ნებისმიერი პირდაპირ ფულს გადაიხდიდა და ისე აიღებდა როგორც უწინ იყო, მაგრამ ბოდიში. რამდენიმე რამე საჭიროა დავიმახსოვროთ: გამოცდაზე ჩაჭრის შიში, დაძაბულობა არაფერს გვარგებს, ვერც ფული ჩააბარებს ჩვენს მაგივრად. უბრალოდ საჭიროა ღრმად ჩავისუნთქოთ და შევუდგეთ მომზადებას.

პირველ რიგში ესტუმრეთ მომსახურების სააგენტოს ვებ გვერდს და გაარკვიეთ რა დაგჭირდებათ. შეგიძლიათ აიღოთ მარტო პირადობის მოწმობა, ჩაჯდეთ რუსთავის “მარშუტკაში”, რომელიც საიდან აღარ გადიან უკვე და რუსთავში შესვლისთანავე, პირველ გაჩერებაზე ჩამოხვიდეთ. გაიხედავთ მარჯვენა მხარეს, ზემოთ, მთისკენ და შენობაზე მოფრიალე დროშისაკენ აიღებთ გეზს ფეხით, ტაქსით ან რითაც მოახერხებთ. შეხვალთ შენობაში და ლიბერთი ბანკის ნებისმიერ სალაროსთან გადაიხდით 57(გამოცდის+მართვის მოწმობის დამზადების) ლარს თუ პირდაპირ გადიხართ ან 41 ლარს – თუ მეორედ გადიხართ თეორიულ გამოცდაზე. შესასვლელთან, მარცხნივ სხედან ოპერატორი გოგოები და მათ დაუტოვებთ პირადობას და ქვითარს, სადაც გადაგიღებენ სურათს, ხელს მოაწერთ და დაელოდებით საგამოცდო ოთახთან თქვენ გვარის ამოძახებას. თეორიული გამოცდის ოთახში ოპერატორი მამაკაცი აგიკრიფავთ პირად ნომერს სენსორულ ეკრანზე და გამოჩნდება თქვენი სურათი და დაიწყება დალტონიზმის ტესტი(ანუ უფასო “ფსიხო”). არის 3 შეკითხვა(10 წუთში უნდა გასცე პასუხი), სხვადასხვა ფერის რიცხვებია ერთმანეთზე გადადებული და უნდა გაარჩიო რომელი რიცხვი წერია(მე ეს შემხვდა), ანუ რომელი ფერი შემოხაზავს სრულად ჩამოთვლილ სავარაუდო პასუხს. მე ეს ტესტი ვერ ჩავაბარე და ბევრმა, მაგრამ არაა პრობლემა. გამოხვალთ გარეთ, მიხვალთ ტაქსთან და იქავე, რუსთავში აიღებთ ამ ცნობას. მე ტაქსმა მიმიყვანა, დამელოდა და წამომიყვანა(ტაქსი 10 ლარი, ცნობა 20 ლარი). ამოხვალთ ისევ გამოცდაზე და უკვე საჭირო აღარ გექნებათ ეს ტესტი გაიაროთ. დაიწყება პირდაპირ თეორიული გამოცდა, რომელიც იცით როგორ და რანაირად უნდა ჩააბაროთ. კლავიატურა და მაუსი არ მოთხოვოთ არავის ))), სენსორული ეკრანებია და პირდაპირ დააჭერთ თითს სავარაუდო პასუხებზე. პირველად მე ვიჩქარე და ვერ ჩავაბარე თეორიული გამოცდა(ამიტომ ზუსტად ერთ კვირაში კიდევ მივედი და 41 ლარი გადავიხადე). ჯობია რაშიც არ ხართ დარწმუნებული გამოტოვოთ და ბოლოს გასცეთ პასუხი, ნუ იჩქარებთ, ნახევარი საათი საკმაო დრო გაქვთ. როგორც კი გამოცდას ჩააბარებთ, მოგცემენ თქვენს პირადობას და გადახვალთ გარე პრაქტიკული გამოცდის მოედანზე. გადახურულში, კიბის ზემოთ დგანან ვინც გამოცდა უნდა ჩააბაროს, ხოლო კიბის ქვემოთ “ბალეშიკები”. ახვალთ კიბეზე, თანამშრომელს მისცემთ თქვენ პირადობას და დაელოდებით თქვენ რიგს. იმ დღის რიცხვიდან მეორე თვის იმავე რიცხვამდე გაქვთ 5 უფასო გასვლის უფლება პრაქტიკულ გამოცდაზე. ამავე დროულად შეგიძლიათ ყოველდღე, დღეში ერთხელ გახვიდეთ მთელი თვის განმავლობაში, თუ 30 ლარს ოფიციალურად გადაიხდით. შეამჩნევთ, რომ ძირითადად სულ ქვითრიანი ხალხი დგას

)))))). ანუ როგორ ძლიერდება და ყვავის ჩვენი სახელმწიფოს ბიუჯეტი იქავე ნახავთ . მე პირადად ფასიანზე არ გავსულვარ, არ მეჩქარებოდა პრავის აღება. ანუ გავედი 4 ჯერ(ყოველ 7 დღეში და მე - 4 დ უკვე ჩავაბარეე).
პრაქტიკულ გამოცდაზე უკვე გეწყებათ პანიკა როცა ამდენ წარუმატებელ და ჩაჭრილ ხალხს ხედავთ(დაწყნარდით, 90% პირველ გასვლაზე ვერ აბარებს), მაგრამ ეგ მე უფრო მამხნევებდა და დაძაბულობას მიხსნიდა.
ესაა ჩემი პრაქტიკული რჩევები:
• თუ მანქანის აზრზე არ ხართ, არ გივლიათ ჯობია გაიზეპიროთ ტარება, პირდაპირ შკოდა ფაბია არჩიეთ(ამით ბარდება გამოცდა). საათი 25 ლარი Gღირს (რუსთავში 30 ლარი). მე ტექნიკური განათლების გახლავართ, ამიტომ სულ 2 მისვლაზე ყველა პრაქტიკული საკითხი ვიცოდი. ანუ საჭე კარგად დავამუღამე.
• გამოცდაზე აღმართზე ასვლისას უწყვეტი ღერძულა ხაზი არ გადაკვეთოთ გზაზე. აღმართი საკმაოდ დახრილია და კონუსი კარგად აუშვით, კარგად დაძაბეთ მანქანა ნუ გაუფრთხილდებით, თორემ მე დამიგორდა. “რუჩნიკი” კი ბოლომდე ამოწიეთ, თორემ როგორც კი ტორმუზს აუშვებთ ფეხს დაგორდება. დანარჩენს ინსტრუქტორი გასწავლით როგორ მოიქცეთ სწავლებისას.
• ამოიგდეთ თავიდან აზრი, რომ ეს გამომცდელი კარგია ან ისაა ცუდი, რა მაგათი ბრალია, თუ შენ მანქანა ჩაგიქვრა(პირველად ეს დამემართა დაძვრისას), ან შემთხვევით პირველის მაგივრად მესამეში ჩააგდეთ (მეორედ ეს დამემართა) ან აღმართზე დაგიგორდათ(მესამედ ეს). გამომცდელები ცდილობენ კიდეც გვერდზე გაიხედონ და კონტაქტში არ შემოვიდნენ რომ არ დაიბნეთ. უნდა ჩათვალოთ, რომ მარტო ზიხართ.
• რაც შეეხება “გაზს”, სწავლებაზე ზოგი ასწავლის რომ “გაზი” მარტო აღმართში გამოიყენოთ(ეს ალბათ რომ ბენზინი ბევრი არ დაუწვათ), მაგრამ მე შენიშვნა მივიღე გამომცდელისაგან, რომ მანქანას სამი პედალი იმიტომ აქვს, რომ ყველა გამოიყენო, თან მარტო კონუსით შეიძლება პატარა წინააღმდეგობაზე ჩაგიქვრეთ. მიეცი გაზი, შენი რა მიდის

• მანქანაში ჩაჯდომისას: გადაიჭირეთ ღვედი, მოირგეთ სკამი(კონუსზე ფეხს რომ მიაჭერთ, ფეხი ბოლომდე გაშლილი არ უნდა იყოს), გაისწორეთ სარკეები, შემდეგ ამოაგდეთ სიჩქარიდან(ძირითადად პირველშია) და დაქოქეთ. კონუსზე ფეხი ბოლომდე და პირველ სიჩქარეში ჩააგდეთ, ამის მერე დაუშვით “რუჩნიკი” და დაიძარით.
• გამოცდის დასრულებისას გააჩერებთ თუ არა, ამოწიეთ “რუჩნიკი” და გამორთეთ მანქანა. მე პირველში დავტოვე პირდაპირ. მგონი სხვანაირად უნდა, მაგრამ მაგაზე შენიშვნა არ მიმიღია.
საერთო ჯამში გამოცდა არაა რთული, რომ დააკვირდეთ ძალიან ელემენტარული საკითხებია. წარმოიდგინეთ ამით იღებთ მართვის მოწმობას და არ იცით ქალაქში სიარული. სხვა ქვეყნებში მგონი პირდაპირ ქალაქში აბარებენ გამოცდას. ასე რომ ნერვიულობა არ შეიძლება. თუ რამე კითხვები გაგიჩნდებათ, ჩემი გამოცდილებიდან შეძლებისდაგვარად გაგცემთ პასუხს. ჩემთვის მართვის მოწმობა საახალწლო საჩუქარი იყო, წარმატებებს გისურვებთ!!!!!!
* * *
http://saagento.security.gov.ge/index.php?...id=27&Itemid=42 ესაა მომსახურების ააგენტოს ვებ გვერდი
This post has been edited by valeri80 on 24 Dec 2011, 14:45