39 წლის მოჰამედ ელ–აინიმ, 35 წლის მეუღლე, რაშიდ რიდა ჩაქუჩით მოკლა.
მკვლელობა გასულ კვირას მოხდა. ექსპერტიზამ აჩვენა, რომ მამაკაცმა მეუღლეს თავში ჩაქუჩი სულ მცირე ათჯერ ჩაარტყა. მანამდე, სამართალდამცავებს ელ–აინიმ განუცხადა, რომ ქალს ორჯერ ჩაარტყა. თავის ქმედებას მოჰამედი იმით ხსნის, რომ აფექტის მდგომარეობაში იმყოფებოდა, წერს Gazzetta di Reggio.
გამოძიების თანახმად, მამაკაცმა მეუღლე 4 წლის ქალიშვილის თანდასწრებით, სასტიკი წამებით მოკლა. უფროსი ქალიშვილი, რომელიც 11 წლისაა, ამ დროს სკოლაში იმყოფებოდა.
მოჰამედმა მკვლელობა მანზონის ქუჩაზე მდებარე საკუთარ სახლში ჩაიდინა. ჩხუბის შემდეგ, მამაკაცი მეუღლეს ჩაქუჩით გაუსწორდა მაშინ, როდესაც მათი მცირეწლოვანი გოგონა იქვე ოთახში მულტფილმს უყურებდა.
მეზობლები, სორბოლო–ლევანტეს მცხოვრებლები აცხადებენ, რომ წყვილს შორის უთანხმოება ადრეც იყო. ხშირად ჩხუბობდნენ, რამდენიმეჯერ ქალმა მეზობლები საშველადაც მოიხმო. რაშიდი ამბობდა, რომ მას მეუღლე აუპატიურებდა.
ცოტა ხნის წინ, რაშიდ რიდმა განაცხადა, რომ ქრისტიანობის მიღებას აპირებდა და ქალიშვილების მონათლვაც სურდა. სწორედ ამ ინფორმაციამ გამოიწვია მეუღლის გაბრაზება. ამ ვერსიას ადასტურებს ასევე ის ფაქტი, რომ მკვლელობის შემდეგ, ერთ–ერთი პირველი ვინც დანაშაულის ადგილზე მივიდა, კათოლიკე მღვდელი იყო. გარდაცვლილ მუსულმან ქალს მასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა და ხშირად ესაუბრებოდა ხოლმე.
ევროპული პრესა წერს, რომ აგრესიულმა ისლამმა, რომლის მიმდევრებიც ხოცავენ ყველას, ვინც რჯულის შეცვლას გადაწყვეტს, პარმამდეც მიაღწია.
„ადრე მსგავსი მკვლელობები ხდებოდა ირანში და პაკისტანში, ქვეყნებში, სადაც ისლამი სახელმწიფო რელიგიადაა გამოცხადებული“ – ნათქვამია გამოცემა Gazzetta di Reggio–ს სტატიაში.
http://presa.ge/new/?m=society&AID=11235რელიგიას მის დღემში კარგი არაფერი მოუტანია კაცობრიობისთვის, ომები, ერთმანეთის ხოცვა ჯლეტა და კიდევ ათასი უბედურება, იმის გამო , რომ ადამიანები ერთმანეთს უმტკიცებენ ჩემი ღმერთი ჯობია შენს ღმერთსო! როდემდე უნდა გაგრძელდეს კიდევ ასეთი უმზგავსობა?სანამ ადამიანთა მოდგმა იარსებებს?
''whoever saves one life, saves the world entire''.