საქართველოში ასეთი პოლიტიკური კულტურა ჩამოყალიბდა:
წინასაარჩევნოდ აქუთქუთდებიან პარტიები, კოალიციები. მაჟოროტარები... შეხვედრები, დაპირებები, ტელეეთერები, დებატები...
ვისაც ბიუჯეტთან წვდომა აქვთ, იწყებენ სხვადასხვა გასაკეთებელი საქმეების კეთებას თუ დაწყების შესახებ ხმამაღალ განცხადებებს.
ვისაც ეს ფუფუნება არ აქვს, აფრთხილებენ ამომრჩევლებს რომ მათ უნდა მივცეთ ხმა და მოვიყვანოთ უმრავლესობით, რათა გააკეთონ ისა თუ ეს, მოკლედ ააყვავონ ქვეყანა,
ასეთები კი როგორც წესი მრავლად არიან, ზოგო ნაცნობი, ზოგიც კი სრულიად უცნობი პარტიები თუ გაერთიანებები (რომ გადავხედოთ საარჩევნო ბიულეტებში მოხვედრილ პარტიების ჩამონათვალს, ადვილად დავრწმუნდებით)
სინამდვილეში კი რახდება:
რათქმაუნდა ამდენი პარტია ვერ მოვა "საკმარისი" უმრავლესობით. უმეტესობა რის ვაი-ვაგლახით გადალახავს 5%-იან ბარიერს, და როდესაც თავიანთი ხმამაღალი დაპირებები არ შესრულდება, ეს გადმოგვბრალდება ამომრჩეველს და ამით "გაპრავდება", რადგან თურმე ჩვენი ბრალია ეს ყველაფერი. აგვერჩია ყველას- და მაშინ შეასრულებდნენ დაპირებებს (აქვე ბარემ ვიტყვი, უმრავლესობით მოსულებმა რა უქნეს ქვეყანას ბოლო 25 წელს დავინახეთ უკვე, და მცირერიცხოვანნი რისი მაქნისები იქნებიან...)
ამის მიუხედავად, პარლამენტში შემძვრალ საზოგადოებას, თვალწინ და ჯიბეზე გადაეშლებათ: ოფისები, მანქანები, მძღოლები, მდივნები, სასეირნო ხარჯები უცხოეთში, სახვადასხვა ბიზნეს ჯგუფებზე მორგებული კანონების "ერთხმად" დაპულტვის შესაძლებლობა-რათაქმაუნდა არა "ჯიგრულ პონტში", პარლამენტის მოწვევის ვადის დასრულების შემდეგ ჩვეულებრივზე სამჯერ მეტი პენსიის გარანტირებული მიღება, მოკლედ საშვილიშვილო ბაირამობა.
მოკლედ რომ ვთქვა, ყველამ კარგად ვიცით, რომ პარლამენტში მოხვედრა, ძალიან მომგებიანი "ბიზნესია".
შეგიძლია სულ არ იარო სხდომებზე, არ მონაწილეობდე კანონშემოქმედებაში, იხეტიალო პარტიიდან პარტიაში, კოალიციიდან კოალიციაში, გამოხვიდე - შეხვიდე... მოკლედ სულ დაიკიდო ამომრჩეველი, დაპირებები (რაც ამ "ხეტიალის" დროს თავისთავად იქნება) და სამაგიეროდ ყველა ზემოთჩამოთვლილი პრივილეგიებით ისარგებლო.
აგერ 2 მაგალითიც:
1.სექტემბრის თვეში პარლამენტარებმა დაიკიდეს ყველა მათი ვალდებულება, და მთელ დროს წინასაარჩევნო ხეტიალსა და სხვადასხვა დემაგოგიურ ლოზუნგების ბრახაბრუხით არიან დაკავებლნი, ხოლო ხელფასებს თვის ბოლოს, დიდის სიამოვნებით აიღებენ...
2.დაიშალა ოცნებაც, ნაცმოც. ახლა უპირისპირდებიან ერთმანეთს. მანამდეც რაღაც ჯგუფები გამოეყვნენ რაღაც ბლოკებად შეიკვრნენ... მოკლედ მიდის დიდი ჟივილ-ხივილი და ვიღას ახსოვს ხმა ამა თუ იმ პერსონაჟს, კონკრეტული პარტიის დაპირებების მიმართებაში მისცა ამომრჩეველმა ხმა და შეაძვრინა პარლამენტში თუ არა..?
ეხლა კი მთავარი აზრი, რაც მინდოდა მეთქვა:
მე არც პოლიტიკოსობის ან ექსპერტობის რაიმე პრეტენზია მაქვს,
არც რომელიმე პარტიის წევრი ვყოფილვარ არასდროს და არც არასდროს ვიქნები.
ვფიქრობ, რომ ამ ქვეყანაში უნდა დამთავრდეს ასეთი ფორმის "მრავალპარტიული" არჩევნები - რომლებმაც ამდენი წლის განმავლობაში ვერ მოიტანა ის შედეგი, რასაც სულ რაღაც 3.5 მილიონი ადამიანის ნ ო რ მ ა ლ უ რ ქვეყანაში ცხოვრება ქვია.
ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც პოლიტიკის "კეთება" სარფიანი ბიზნესადაა ქცეული.
ამიტომ ვფიქრობ რომ უნდა განხორციელდეს შემდეგი 2 ცვლილება:
1. გაიზარდოს მინიმალური "გადამსვლელი" 5%-იანი ბარიერი 10, ანდა უკეთესია 20%-ად.
ამით კეთილს ინებებენ და დაიწყებენ პოლიტიკურ საქმიანობას, გაერთიანებას, და ის ნაყარ-ნუყარი პარტიებიც მიხვდებიან თავიანთ უადგილობას პოლიტიკაში და დაიშლებიან.
2. პარლამენტში მოხვედრის შემდეგ, პარტიების თუ კოალიციების წევრებს აეკრძალოთ გამოსვლა-გადასვლები ერთი ჯგუფიდან მეორეში თუ მესამეში, რადგან ესა თუ ის პერსონაჟი ვალდებულია გაიზიაროს დანაპირების შესრულების პასუხისმგებლობ იმ პარტიაში თუ კოალიციაში ყოფნით, რომლითაც შეძვრა პარლამენტში.
"მოგზაურობის" დაწყების შემთხვევაში, პერსონაჟი ავტომატურად უნდა გაირიცხოს პარლამენტიდან, ჩამოერთვას ყველა პრივილეგია, და საერთოდ აეკრძალოს პოლიტიკური საქმიანობა მინიმუმ რამოდენიმე წლით....
შედეგი მოვა სწრაფად:
მამონტებივით გადაშენდებიან არაერთი "პოლიტიკოსები" პარლამენტიდან თუ ტელეეთერებიდან და დაუბრუნდებიან ბიზნესს, მწერლობას, მსახიობობას, ფეხბურთს, ძიუდოს, საკუთარ ქალაქს, სოფელს, ოჯახს, შვილებს თუ შვილიშვილებს. რითაც თვითონაც დაისვენებენ და ჩვენც დაგვასვენებენ
და მოვა ახალი თაობა და ისეთი დრო, რომ რეალურად, ამომრჩეველს გასაკეთებელი ექნება 2 პარტიას შორის (ამის სურვილი მაქვს), არჩევანი, რომლებსაც ექნებათ მკვეთრად ჩამოყალიბებული საშინაო-საგარეო-ეკონომიკური პოლიტიკა და გათავისებული ექნებათ, რომ პოლიტიკა არაა ყველას საქმე, რომ არაა ბიზნესი და მხოლოდ წინასაარჩევნო დემაგოგია...
პ.ს.:
ამხელა პოსტი არასოდეს დამიწერია ფორუმზე.
საინტერესოა თქვენი მოსაზრება ამ საკითხთან მიმართებაში.
მადლობა
This post has been edited by HiStorian on 8 Sep 2016, 16:20