მოდერატორთან შეთანხმებით, ვხსნი ამ თემის რიგგარეშე ნაწილს, რადგან მნიშვნელოვანი მოვლენები ვითარდება.
წინა თემების ლინკები:
პირველი თემამეორე თემამესამე თემამეოთხე თემამეხუთე თემამეექვსე თემამეშვიდე თემამერვე თემამეცხრე თემა2011 წლის მარტში ქ. თბილისის მერიამ გამოაცხადა ტენდერი
https://tenders.procurement.gov.ge/public/l...code=1300743172ქ. თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირიდან ნინო რამიშვილის ქუჩამდე და ვერეს ხევის ახალი ავტომაგისტრალიდან თამარაშვილის ქუჩამდე დამაკავშირებელი სატრანსპორტო გზის და გვირაბის (იყალთოს მთის გავლით) მოწყობის სამუშაოების (მრავალწლიანი) შესყიდვა, ანუ შენდება მთელი საგზაო სისტემა რომელიც ერთმანეთთან დააკავშირებს ჭავჭავაძეს,ვერეს ხეობას,ფანასკერტელს,სულაკაურს,ცინცაძეს,კარტოზიას და თამარაშვილს.
პროექტი:


ანუ:
- ვერეს ხეობიდან იპოდრომისკენ აშენდება გვირაბები;
- გვირაბებთან კეთდება ესტაკადა ვერეს ხეობისკენ მომავლებისთვის;
- საბურთალოს ქუჩის ვიწრო მონაკვეთი, ეკლესიიდან ასათაიანის ქუჩამდე ცალმხრივდება, მისი პარალელური გზა შენდება გვერდით;
- საბურთალოს ქუჩა გრძელდება თამარაშვილის ქუჩამდე (იპოდრომის ცენტრალურ შესასვლელამდე);
- ჭავჭავაძიდან (მე-9 საავადმყოფოდან) კეთდება გზა, რომელიც შეუერთდება ნინო რამიშვილის ქუჩას პოლიციის განყოფილებასთან.
სამუშაოებს აწარმოებს შპს "კავკასუს როად პროჯექტი"
სამუშაოები დაიწყო:




რაც შეეხება ვერეს ხეობის გზას, შეგახსენებთ, რომ:
ვერეს ხეობაში გამავალი გზა იწყება გმირთა მოედანზე და მთავრდება თამარაშვილის ქუჩაზე.მისი სიგრძეა 3 კილომეტრი.გზას აქვს ორდონიანი კვეთა რამიშვილის და ჩიქოვანის ქუჩებთან რომელიც ცნობილია ფორუმზე როგორც "რთულის ხიდი".
გმირთა მოედნის სარეკონსტრუქციო სამუშაოების ერთ-ერთი ნაწილი არის გმირთა მონუმენტი რომელიც 26.05.10 გაიხსნა.
საავტომობილო მოძრაობა გზაზე გაიხსნა 25.05.10 მაგრამ მალევე დაიკეტა მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით(იყალთოს კლდიდან ქვები ცვიოდა).საავტომობილო მოძრაობა ხელახლა გაიხსნა 06.09.10
იყალთოს კლდე და მის ეროზირებული ქანები ბადეებით დაამაგრეს.
გმირთა მოედანზე აშენდა ესტაკადების კომპლექსი.

This post has been edited by Fabian on 16 Dec 2011, 16:01