24 ოქტმობერი - 21 ნოემბერი
ზოდიაქოს 8 ნიშანი
წყლის 2 ნიშანი
3 მუდმივი ნიშანი.
მმართველი პლანეტები – მარსი და პლუტონი.
ბედნიერი რიცხვი: 9 და ყველა, რაც ცხრაზე იყოფა.
ასტროლოგიური სიმბოლოები: მორიელი და არწივი.
ასტროლოგიური ფერები: წითელი, ალისფერი, ჟოლოსფერი და ყველა ცეცხლოვანი ფერი.
ასტროლოგიური თვლები: ტოპაზი და მთვარის ბროლი.
ღრიანკალი განაგებს ჰოროსკოპის მე-8 სახლს.
დადებითი: მიზანსწრაფული, შემტევი, სტაბილური, ტემპერამენტიანი, თავშეკავებული, დამოუკიდებელი, გამჭრიახი, განვითარებული ინტუიციით, შეუძლია გაერკვეს ყოველგვარი მოვლენის არსში, მტკიცე, მომთმენი, გაბედული, მიდრეკილი მისტიკისაკენ, პასუხისმგებლობით დაჯილდოვებული, ლოიალური
უარყოფითი: ჯიუტი პირადი მიზნის მიღწევისას, ძალაუფლების მოყვარე, მესაკუთრე, ეჭვიანი, თავნება, უწყალო, შურისმაძიებელი, გულჩათხრობილი
ღრიანკლის (მორიელის) პიროვნება – ანტაგონისტურ ძალთა ცვალებადი შეთავსებაა. სული და ხორცი გამუდმებით ებრძვიან ერთმანეთს და ამიტომ ღრიანკალი ზოგჯერ ნამდვილ ავსულად გვეჩვენება, ზოგჯერ კი, მოულოდნელად, წმინდანად, დიახ ღვთაებადაც კი! ეს იმიტომ, რომ ღრიანკალი უხვად არის დაჯილდოებული ზეციურ მფარველთაგან. ეს ხალხი მძლავრი ნებისყოფითაა აღჭურვილი, იმდენად ძლიერით, რომ მათი აგრესიულობა ბევრ მტერს უჩენს წარმატებისაკენ მიმავალ გზას. ღრიანკალი კი წარმატებისათვის უფრო მეტი ენერგიით იბრძვის, ვიდრე დანარჩენი ნიშნები ერთად აღებული. თუმცა ყველა ღრიანკალი წარმატებისაკენ მიისწრაფვის, მაგრამ მხოლოდ ზოგიერთი ახერხებს ამას. ამიტონ რომ, სანამ გამარჯვების დაფნას დაიდგამდეს, სანამ სულიერ სიმშვიდეს, ჰარმონიას, მატერიალურ კეთილდღეობას მიაღწევდეს, ღრიანკალმა საკუთარ თავთან ბრძოლაში უნდა გაიმარჯვოს.
ღრიანკალი ძალიან ემოციურია. მას ესაჭიროება სიყვარული, მას სწყურია იგი, იბძვის მისთვის, მოითხოვს მას. ერთი სიტყვით, სიყვარული მისი სასიცოცხლო საწვავია. ასტროლოგები ერთსულოვნად მიიჩნევენ, რომ ღრიანკალი ყველაზე სექსუალურია ზოდიაქოს ნიშნებს შორის. ამით აიხსნება, ასე თავგანწირვით რატომ ეძებენ ისნი სიყვარულს, რათა თავიანთ ვნებების კონტროლის საშუალებად გამოიყენონ.
ღრიანკალი ყველა სექსუალურ საქმეში მეფეა. იგი იოლად უდგება სექსს და ჩვეულებრივ, ადრეული ასაკიდანვე იწყებს მას. ეს იმიტომ, რომ ღრიანკალი სექსულურად მიმზიდველია, თუნდაც ლამაზი არ იყოს. ყველა გრძნობს სწრაფვას მისკენ, ყველას უნდა მას მიეალერსოს, მის სიახლოვეს იყოს, იმიტომ რომ ღრიანკალი თავის ირგვლივ მიმზიდველობის ველს ქმნის, რომელიც მათი ვნებიანი ბუნებიდან ვრცელდება.
ღრიანკალის ორი ტიპი არსებობს: ერთი დაბალი, განუვითარებელი ტიპი, მისი სიმბოლო მორიელია; და განვითარებული, დასრულებული, სულიერი ტიპი, რომლის სიმბოლო ფრთაგაშლილი არწივია. ძნელად იპოვით საშუალოს ამ ორი უკიდურესობას შორის. ისინი ამ ქვეყნად თითქმის ყველაფრის ანალიზისა და ყოველი საქმის არსის წვდომის ზებუნებრივი ნიჭით არიან დაჯილდოებულნი.
რადგანაც ღრიანკალი პირველია ოთხ მუდმივ ნიშანთაგან, იგი ყოველ საქმეში ჯიუტად ცდილობს მის საბოლოოდ გაგებას და შეთვისებას. სინამდვილეში ესაა ღრიანკალის ხასიათის ერთ–ერთი თვისება – ბრძოლა ბოლომდე, შედეგების მიუხედავად. იგი შემდეგომშიც ბოლომდე უნდა გაჰყვეს ამ გზას – ყველა დაწყებული საქმე დაამთავროს.
მარსით მართული სხვა ნიშნისაგან – ვერძსაგან – განსხვავებით, რომლის სიმბოლური გამომხატველი ახალგაზრდა, გამოუცდელი ჯარისკაცია, ღრიანკალის მარსი ხანშიშესული, ბრძენი გენერალია, რომელიც ბრძოლაშ თავისი სურვეილით კი არ ერთვება, არამედ მოვალოების გამო. და რა თქმა უნდა ღიანკალი თავის ცხოვრებას შინაგან „მესთან და გარე სამყაროსთან ბრძოლაში მიიჩნევს, რადგანაც ძალიან ხშირად მას ვერვაინ უგებს. ეს შემთხვევითი არ არის, რადგანაც ღრიანკალს არ ეხერხება თავის გამოხატვა. იგი სიყვაძვირია, თავნება, გარდა ამისა, ყველაფრის საიდუმლოდ შენახვა უყვარს. მას თავის მიზნების მიღწევა უნდა ისე, რომ სხვას არაფერი გაანდოს, რადგანაც არავინ იცის ვინ როგორ გაიგებს მის განზრახვას.
ახალგაზრდა ღრიანკალი ბევრ შდცომას უშვებს, რადგანაც აგრესულიობა საშუალებას არ აძლევს დაფიქრედე და გულის სიღრმეში ჩაიხედოს. საერთო წესად იქცა ის, რომ ღრიანკალი იშვიათად აღწევს თავის პირველ დიდ წარმატებას ცხოვრებაში ( მატერიალურს ან სულიერს) 29,5 წლამდე, რაც სატურნის პირველ ციკლს ემთხვევა. ამის შემდეგ ცხოვრება ხელგაშლილია ღრიანკალის მიმართ და ყველა სიკეთეს ანიჭებს, რასაც ახალგაზდობაში ვერ ეღირსა.
სამ ძირითადი ფსიქო-ტიპი» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
პირველი ტიპის ღრიანკალი, არათუ სხვებისთვის არამედ საკუთარი თავისთვისაც კი დიდი საშიშროებას წარმოადგენს. რადგან რაიმეზე განაწყენებულს, გარშემო თუ დასაგესლი ობიექტი არ ჰყავს, შეუძლია მომაკვდინებელი ნესტარი საკუთარ თავზე სცადოს. ამ ულმობელ და გულღვარძლაინ ქმნილებას, თავისი სიძულვილით გარშემო ნგრევისა და განადგურების გამოწვევაც კი შეუძლია.
მეორე ტიპის ღრიანკალი ძლიერი, დამოუკიდებელი, სამართლიანი და ბრძენი ადამიანია. ამგვარ ტიპს ასტროლოგები სხვაგვარად ” არწივსაც” უწოდებენ. ეს არის მეცნიერის, სწავლულის, პოლიტიკოსის ტიპი, რომელიც დიდი ინტელექტით გამოირჩევა.
მესამე ტიპის ღრიანკალები ე.წ ”ნაცრისფერ ხვლიკთა” კატეგორიას განეკუთვნებიან. ისინი მორიელებს შორის ყველაზე სუსტები არიან. თუ პირველი ტიპის ღრიანკალთა ენერგია ნგრევაზეა მიმართული, ხოლო ”არწივებისა” - შემოქმედებით განვითარებაზე, ”ნაცრისფერი ხვლიკები” ამ ენერგიას საკუთარ თავში იხშობენ. ისინი მუდმივად უკმაყოფილონი არიან, როგორც საკუთარი თავით, ისე სხვებით. ზოგჯერ უბრალოდ ვერავის და ვერაფერს იტანენ და ყველას ბოროტებას უსურვებენ.
თითქმის ყველა ღრიანკალის დამახასიათებელი თვისებაა, უმაგალითო სიმამაცე და თვით სიკვდილისადმი, ერთგვარი ზიზღიც კი. მორიელს შეუძლია ვაჟკაცურად გაუძლოს ნებისმიერ განსაცდელს, იქნება ეს ფიზიკური ტკივილი, სიღარიბე, მტრების დაცინვა თუ უეჭველი სიკვდილის საფრთხე. ბედისწერის ყოველ დარტყმას იგი, ამაყი მძულვარებით ხვდება და ღრმადაა დარწმუნებული იმაში, რომ საბოლოო ჯამში, ნებისმიერი ბრძოლიდან შესძლებს გამარჯვებული გამოვიდეს.
მორიელის ნიშნით დაბადებულ ადამიანებს, არასოდეს ავიწყდებათ მათთვის გაწეული სიკეთე ან თანადგომა და ყოველთვის ცდილობენ, ადექვატური საქციელით უპასუხონ კეთილისმყოფელს. შესაბამისად, ღრიანკლები არც წყენს ივიწყებენ. თუმცა სხვადასხვა ტიპის მორიელს, ანგარიშსწორების განსხვავებული ტაქტიკა გააჩნია.
მაგალითად: ”არწივი”, მოწინააღმდეგეს ღიად გამოიწვევს ორთაბრძოლაში და მანამ არ მოისვენებს, სანამ მტერს საბოლოოდ არ გაანადგურებს. ”ნაცრისფერი ხვლიკი” ბოღმას გულში ჩაიხვევს და შურისძიებას განგებას მიანდობს. შემდეგ კი წლების მანძილზე დაელოდება სასურველ მომენტს, სანამ ძველი წყენის გამო შეურაცმხოფელს ჯეროვან პასუხს მოსთხოვს.
მესამე ტიპის მორიელი, ხანგრძლივად და გულმოდგინედ გეგმავს მტერზე რევანშის აღებას. საბოლოოდ კი მეტოქეს, მოულოდნელად ისეთ გამანადგურებელ დარტყმას მიაყენებს, რომ ეს უკანასკნელი კარგა ხანს ვერ მოახერხებს გონზე მოსვლას.
ნებისმიერი ღრიანკალის ჯანმრთელობა, მთლიანად მისსავე ხელთაა. ბოროტი ფიქრებისა და ბოღმის გულით ტარების ჩვეულების გამო, მას უმნიშვნელო დაავადებაც კი, შეიძლება ქრონიკულ სტადიამდე გაურთულდეს. მაგრამ თუკი მორიელმა ნებისყოფის დაძაბვა და სულიერი ძალების კონცენტრირება შესძლო, წამლისა და ექიმის გარეშეც, სასწაულებრივად მოახერხებს თავის განკურნებას.
მორიელებს დაბადებიდან თან დაჰყვათ უზარმაზარი სასიცოცხლო ენერგია, რის ხარჯზეც იშვიათად ავადმყოფობენ. მაგრამ თუ ერთხელ დარიათ სენმა ხელი, გამოჯანმრთელება ძალიან უჭირთ. გარდა ამისა, მათ ცხოვრებაში უბედური შემთხვევებისა და ავარიების ალბათობაც ძალზე დიდია.
ღრიანკალი თავის საკუთრებას ან იმას, რის დასაკუთრებასაც სამომავლოდ აპირებს, სხვას არასდროს დაუთმობს. გასაოცარი ნებისყოფისა და უსაზღვრო თავდაჯერებულობის წყალობით, ეს ადამიანი ყოველთვის ინარჩუნებს სიმშვიდეს. არც ზედმეტი ნერვიულობა და ფაციფუცია მისი ნატურისთვის დამახასიათებელი თვისება.
ღრიანკალის ნიშნით დაბადებული ადამიანის, ამ ქვეყნად მოვლინებას ან გარდაცვალებას, ხშირად მისტიკური მოვლენები ახლავს თან და ეს უცნაური ფენომენი ზოგადად მორიელების პიროვნებაში არსებული, უდიდესი სასიცოცხლო ენერგიიდან იღებს სათავეს.
მაგალითად მორიელი ბავშვის დაბადებამდე, ერთი წლით ადრე ან ერთი წლით გვიან, სანათესაოში როგორც წესი, რომელიმე ნათესავი იღუპება. ხოლო თავად ღრიანკალის გარდაცვალებას, მის ოჯახში აუცილებლად პატარას დაბადება უნდა მოჰყვეს თან.
მორიელი მამაკაცი» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
თუ მძაფრი ემოციების მოყვარული არ ხართ და ცხოვრების გზაზე მორიელ მამაკაცს გადაეყარეთ, გირჩევთ სანამ გვიან არ არის, თავს გაქცევით უშველოთ. მიუხედავად გარეგნული სიცივისა, ამ ადამიანს შეუძლია გავარვარებული შანთივით დაგწვათ. გამოგიცდიათ ოდესმე ძლიერი დამწვრობა? სწორედ ასეთივე მტკივნეულია ღრიანკალთან უიღბლო შეხება. გონს მოსასვლელად შესაძლოა, რამოდენიმე კვირა და თვეც კი დაგჭირდეთ. თუმცა თუ თავს არანაკლებ ძლიერ პიროვნებად თვლით და რისკისაც არ გეშინიათ, სცადეთ, იქნებ გაგიმართლოთ კიდეც.
მორიელის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული მამაკაცის, ერთი სიტყვით დახასიათება რომ შეიძლებოდეს, ეს სიტყვა ”უძლეველი” იქნებოდა. ამ პიროვნების დათრგუნვა პრაქტიკულად შეუძლებელია. იგი ნებისმიერი, ყველაზე რთული ბრძოლიდანაც კი საბოლოოდ გამარჯვებული გამოდის. ამიტომ მის პროვოცირებას ამაოდ ნუ ეცდებით.
მამაკაც ღრიანკალს გონება და ემოციები ყოველთვის შესანიშნავ ურთიერთჰარმონიაში აქვს. ხოლო თუ იგი, მაღალინტელექტუალური პიროვნებაა, მისი გონება აუცილებლად ცხოვრებისეული არსის ძიებით იქნება დაკავებული.
მორიელი მამაკაცი მგრძნობიარე ნატურაა, უყვარს ფუფუნება და ყველაფერი გადაჭარბებული: ჭამა, სმა, ნარკოტიკები... განსაკუთრებით კი სიყვარული. მორიელი თითქოსდა ამ გრძნობისთვისაა შექმნილი და მთელი თავისი არსებით მიილტვის მისკენ.
სასიყვარულო ბატალიებში, მორიელის დამარცხება შეუძლებელია. ამიტომ თუ იგრძნო, რომ ქალს მზერით ვერ მოაჯადოვებს, შხამს გამოიყენებს და მისი გრძნობების სრულ პარალიზებას მოახდენს. ამასთან, გარეგნულად ვერაფერს შეამჩნევთ, სავსებით მშვიდი გამომეტყველება ექნება. გულგრილობა მისი საყვარელი მანერაა, მანამ სანამ არ იგრძნობს, რომ მსხვერპლი მის განკარგულებაშია და შეუძლია გული საკმარისად მოიჯეროს.
ჩვეულებისამებრ ღრიანკალი წესებს მანამდე იცავს, სანამ ისინი მის საკუთარ მიზნებს, იდეებსა და ამოცანებს არ ეწინააღმდეგება. მაგრამ საკმარისია, ვინმემ ან რამემ, გეგმის განხორციელებაში ხელი შეუშალოს, ყველაფერს წამში გადაუსვამს ხაზს, თანაც ისე რომ შედეგით არც კი დაინტერესდება.
ნებისმიერ მნიშვნელოვან, ცხოვრებისულ გადაწყვეტილებას მამაკაცი ღრიანკალი, ერთპიროვნულად და დამოუკიდებლად იღებს. მეგობრების, ნათესავების ან სულაც მეუღლის აზრს იგი, არავითარ მნიშვნელობას არ ანიჭებს. მისი ეს თვისება, კარგად თუ დაუფიქრდებით, ძალზე დასაფასებელია. განა ბევრია ქვეყანაზე ისეთი მამაკაცი, ვისაც ურთულესი პრობლემების გადაჭრა დამოუკიდებლად, სხვების დახმარების გარეშე შეუძლია?
მორიელი ერთი ათად შეგიყვარდებათ და პატივს სცემთ, თუ შემთხვევით გასაჭირში ჩავარდნილი ნახეთ. იმ დროს, როცა სხვა მამკაცები პანიკაში ვარდებიან, ბრაზობენ, ბუზღუნებენ ან უბრალოდ იბნევიან, მორიელი ბრძოლაში უშიშრად ებმება. მისი ცხოვრების გზა, ია-ვარდით მოფენილი არასოდეს ყოფილა, ამიტომ უბედურების მოახლოებას მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნად კი არ აღიქვამს, არამედ როგორც მორიგ ცხოვრებისეულ პრობლემას, რომელსაც დაუყოვნებლივ გადაჭრა ესაჭიროება.
მეგობრების და ახლობლების შერჩევას, ღრიანკალი დიდი სიფრთხილითა და ყურადღებით ეკიდება. თავის გარშემო ისეთ ადამიანს არ გააჭაჭანებს, რომელსაც ბოლომდე არ ენდობა.
მორიელ მამაკაცს სახალხოდ, თავისი გრძნობების აფიშირება არ ახასიათებს. ის კი არა ზოგჯერ შესაძლოა უხეში, უყურადღებო და სასტიკიც მოგეჩვენოთ. მაგრამ მოგვიანებით, როცა მარტო დარჩებით, თავის ჭეშმარიტ გრძნობებში აუცილებლად გამოგიტყდებათ.
სხვა მამაკაცებისგან განსხვავებით, რომლებიც გაზეთიდან თვალმოუცილებლად ეუბნებიან თავიანთ მეუღლეებს ყალბ კომპლიმენტებს, მორიელი ქმარი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეგაქებთ, თუ ამას მართლა იმსახურებთ. მაგრამ მისი შექება, სხვების ნათქვამი კომპლიმენტების, მთელ კასკადს უდრის.
მორიელი იშვიათი მკაცრი მამაა. ბავშვებს სიზარმაცისა და ცელქობის საშუალებს არასოდეს მისცემს და პატარაობიდანვე საკუთარი თავის პატივისცემასა და რწმენას ჩაუნერგავს. სანამ წამოიზრდებიან, შვილებს თავგამოდებით დაიცავს. მაგრამ როგორც კი ასაკი მოემატებათ, ბრძოლას ასწავლის. შესაძლოა ხანდახან ბავშვებმა თავიანთი მორიელ-მამა, ზედმეტ სიმკაცრეში დაადანაშაულონ, მაგრამ როცა გაიზრდებიან, მერეღა მიხვდებიან თუ რამდენი უსწავლიათ მისგან და უსაზღვრო მადლიერების გრძნობით განიმსჭვალებიან მშობლის მიმართ.
მორიელი ქალი» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ქალი ღრიანკალის სილამაზე, მკვეთრად გამოხატული მისტიკური ხასიათისაა. იგი მომხიბვლელი და თავდაჯერებული პიროვნებაა, მაგრამ ერთი საიდუმლო სურვილი აქვს: მამაკაცობა უფრო სურს. თუმცა მისი ეს სურვილი, სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ მას სინაზე ან ქალურობა აკლია.
მორიელი ქალი თავისივე სქესის წარმომადგენლებს, რამდენადმე ათვალწუნებით უყურებს. ამ უკანასკნელთა მცდელობაზე, მოხიბლონ შეყვარებულები და შეინარჩუნონ ქმრები, მას მხოლოდ ეცინება. თავად იგი, თავს ამგვარად არასოდეს დაიმცირებს, გამომდინარე იქედან, რომ საკუთარი მომხიბვლელობის ფასი შესანიშნავად უწყის.
მორიელი ქალი სასურველ მამკაცს კისერზე არასოდეს ჩამოეკიდება. იგი დაუფარავი ზიზღით უყურებს მხდალ და სუსტ ადამიანებს და მისი დაინტერესება, მხოლოდ ამაყ, ძლიერ და გონიერ მამაკაცს შეუძლია. ასეთმა ქალმა თუ თქვენ ამოგირჩიათ, ესეიგი ყველა ზემოთ ჩამოთვლილი თვისებებით შემკული ყოფილხართ.
მორიელი უჩვეულოდ ვნებიანია. თუმცა გარეგნულად მარმარილოსავით ცივი ჩანს, შინაგანად ერთიანად თრთის. ამასთან სიტყვა ”ვნებას”, იგი გაცილებით უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებს, ვიდრე სხვები. მსგავს გრძნობას ქალი ღრიანკალი, ყველას მიმართ განიცდის და ან ვნებიანად უყვარს, ან დასანახად ეჯავრება ვინმე.
იგი იმ ადამიანთა კატეგორიას განეკუთვნება, რომელთაც უყვართ როცა საიდუმლოს ანდობენ. გჯეროდეთ, თქვენი ცხოვრების ნებისმიერი, ყველაზე საჩოთირო ისტორიაც რომ გაანდოთ მას, იგი ამ საიდუმლოს გულის ყველაზე ღრმა კუნჭულში შეინახავს და არასოდეს გათქვამს.
ასევე ექცევა იგი თავის საიდუმლოებებსაც. მათ შესახებ მორიელი ქალი, საკუთარ მეუღლესაც კი არასოდეს უყვება. თუ მისი ცხოვრება ისე აეწყო, რომ საყვარელ ადამიანთან ქორწინება შეუძლებელია, თავისი რჩეული კანონიერ მეუღლეზე უფრო მეტად და ნაზად ეყვარება. ამასთან, მისთვის აფსოლუტურად სულერთი იქნება, თუ რას იფიქრებენ ან იტყვიან გარშემომყოფნი.
მიუხედავად ძალზე განვითარებული ინდივიდუალიზმისა, მორიელი-ქალი ოჯახის უფროსობას მთლიანად ქმარს უთმობს. ამასთან ერთად, თავის მხრივ ძალას და ენერგიას არ დაიშურებს, რომ მეუღლეს დასახული მიზნების მიღწევაში დაეხმაროს და როგორი უკმაყოფილოც არ უნდა იყოს საკუთარი მეორე ნახევრით, ამ უკანასკნელს, სხვების თანდასწრებით არასოდეს გალანძღავს. თავის რისხვას უფრო იმ დროისთვის შემოინახავს, სანამ პარტნიორთან პირისპირ, მარტო არ დარჩება. ხალხში კი მას ყოველთვის და ყოველმხრივ დაიცავს.
მორიელი ქალები აღმერთებენ საკუთარ სახლს, რომელიც ყოველთვის სუფთად და მყუდროდ აქვთ მოწყობილი. თუმცა ქალ ღრიანკალს, შეჩვეული გარემოს დათმობაც შეუძლია, თუკი ამით მეუღლეს კარიერულ წინსვლაში დაეხმარება.
საოცარი შორსმჭვრეტელობის წყალობით, ქალი ღრიანკალი ადამიანებს გამჭოლ ხედავს. მისგან რაიმეს დაფარვა შეუძლებელია და ამაოდ ნურც ეცდებით. მან ყოველთვის ზუსტად იცის, ვინ რას წარმოადგენს და ვისგან რა საშიშოებას უნდა ელოდოს.
მართალია ბუნებით ეჭვიანია, მაგრამ საკუთარ თავზე ვერავითარ შეზღუდვებს ვერ აიტანს. ამასთან, თუ პარტნიორი ღალატზე დაიჭირა, მის მრისხანებას მხოლოდ ატომური ბომბის აფეთქება შეედრება და საეჭვოა ვინმე ჭკუათმყოფელს, ამის საკუთარ თავზე გამოცდის სურვილი გაუჩნდეს.
ოჯახურ ბიუჯეტთან დაკავშირებით, მორიელი არაერთგვაროვანია. ფულს ხან უსაშველოდ ფლანგავს, ხანაც ძუნწობს.
როგორც დედა, იგი გარეგნულად თავშეკავებული მშობელია. მაგრამ პატარები გრძნობენ რომ საიმედო ხელში არიან. მორიელი-დედა შვილებს სიძნელეების გადალახვას და საკუთარი მიზნების მისაღწევად ბრძოლას ასწვალის. ბავშვების ნიჭი, ქალ ღიანკალს არავითარ შემთხვევაში არ გამოეპარება და მათ შესაბამის განვითარებაშიც, ყოველმხრივ შეუწყობს ხელს პატარებს.
ცნობილი მორიელები» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ქართველები:
ირაკლი ჩარკვიანი - 19 ნოემბერი
ილია ჭავჭავაძე - 8 ნოემბერი
მიხეილ ჯავახიშვილი - 8 ნოემბერი
გრიგოლ რობაქიძე - 28 ოქტომბერი
სულხან საბა ორბელიანი - 4 ნოემბერი
გალაკტიონ ტაბიძე - 17 ნოემბერი
უცხოელები:
დოსტოევსკი - 11 ნოემბერი
ინდირა განდი - 19 ნოემბერი
მარტინ ლუთერ კინგი - 19 ნოემბერი
თეოდერ რუზველტი - 27 ოქტომბერი
პაბლო პიკასო - 25 ოქტომბერი
2012 წელი მორიელებისთვის
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
2012 წელი მორიელის ნიშნით დაბადებულთათვის ურთიერთობების მოგვარების პერიოდი იქნება. იანვარში მოერიდეთ რადიკალურ ცვლილებებს. თებერვალში შესაძლოა განაახლოთ ძველი პროექტები. მარტის პირველი და მეორე დეკადა სასიკეთოა ხელშეკრულებებისა და საბუთების გაფორმებისთვის, იურისპრუდენციული საკითხების მოგვარებისთვის. აპრილში მოერიდეთ ოჯახის წევრებთან და პარტნიორებთან დაპირისპირებას, მაისში კი _ ფიზიკურ გადაღლას. ივნისში საშუალება მოგეცემათ, ხელახლა მიუბრუნდეთ ადრე დაწყებულ პროექტებს, აღადგინოთ გაწყვეტილი ურთიერთობები და გამოასწოროთ დაშვებული შეცდომები. შედარებით სასიკეთო პერიოდი დაიწყება ივნისის ბოლოდან და ივლისშიც გაგრძელდება: მოიმატებს ქორწინების ალბათობა. აგვისტო კარგი პერიოდია დასვენებისთვის, თუმცა ეს არასასურველია უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვისა და სასიყვარულო ურთიერთობების გარკვევისთვის. ამ პერიოდში გაიზრდება ტრავმების ალბათობა, ამიტომ სიფრთხილე გამოიჩინეთ. ოქტომბერში გააქტიურდით და შეეცადეთ, მნიშვნელოვანი საკითხები გადაწყვიტოთ. ეს სასიკეთო ტენდენციები ნოემბერშიც გაგრძელდება და შეძლებთ ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას. დეკემბერი შედარებით მშვიდი, თუმცა სიახლეებით დატვირთული თვე იქნება.
წინა თემის ლინკები
♏ მორიელიმორიელი
მიმაგრებული სურათი