ვერძებო, ეს ჩვენგან, მშვილდოსნებისგან თქვენ

განსაკუთრებით კი ეძღვნებათ ჩვენს ექს-ვირტუალურ სარძლო-რძლებს:
Honey-Mak-სა და
resurgam-ს
წინა თემების სარჩევი:
♈ ვერძი (post #28174536)მოდით, ცოტა სხვა კუთხით წავიყვან თემას და პირველ პოსტს ვერძებისა და მშვილდების ურთი + ერთობაზე დავწერ

მაშ ასე:
ასტროლოგია გოგოებისთვის
ურთიერთობა თქვენ შორის ლაგდება წარმატებულად და თამამად შეიძლება ითქვას _ შესანიშნავად! მშვილდოსანი ეცდება თავისი მოგზაურობების შესახებ მოთხრობით დააინტერესოს ვერძი , ვერძი კი, თავის მხრივ ატყვევებს მშვილდოსანს ვერძისთვის დამახასიათებელი და გამოკვეთილი ბავშვური აღტაცებით.
ორივე თქვენგანი ყოველთვის ოცნებობდით ორი დამოუკიდებელი ადამიანის კავშირზე და, აი, ბოლო-ბოლო იპოვეთ კიდეც ის, ვისაც ასე ძლიერ უყვარს თავისუფლება. ვერძს, ზოგადად უდიდეს ინდივიდუალისტს, შეუძლია გაუგოს და უფრო ლოიალურად მოეკიდოს მშვილდოსნის დამოუკიდებლობას. პრობლემა იმაშია, რომ ორივე თქვენგანი ცდილობთ დაიცვათ დისტანცია, რის შედეგადაც ურთიერთმიზიდულობა ნელ-ნელა გეკარგებათ.
არასაკმარისი, და მათ შორის ზედმეტი, სიახლოვე, ზოგიერთ შემთხვევაში, შეიძლება გახდეს სულიერი კავშირის გაწყვეტის მიზეზიც, რამეთუ მშვილდოსანი მუდმივად მოძრაობაშია, ვერძიც არაა მიჩვეული სახლში გამოკეტვას. ამიტომ თქვენ არაფრად გიღირთ გაივარჯიშოთ, მითუმეტეს, რომ ორივე თქვენგანს გიყვართ მეგობრების მონახულება, ახალი ნაცნობობის გაბმა...ამიტომ, თუ გსურთ უფრო გაამყაროთ ურთიერთობა, ცოტა დააგდეთ ტემპი და დაფიქრდით კიდევ ერთხელ, არის კი ყველაფერი ნორმალურად თქვენს ურთიერთობაში?! შეეცადეთ უფრო ხშირად გაატაროთ დრო ერთად. რჩევა ვერძებისთვის: დაუთმეთ მშვილდოსანს უფრო მეტი დრო და ყურადღება, მიეცით საშუალება გაიგოს, რომ ის მეტს ნიშნავს თქვენს ცხოვრებაში. ერთი სიტყვით, საჭიროა დიდი ძალისხმევა ჩადოთ, რათა გაამყაროთ კავშირი!
კ. მეტილენგრო "ვარსკვლავები და ხასიათი"
ეს იქნება შესანიშნავი პარტნიორობა. ურთიერთობის თვალსაზრისით ვერძი და მშვილდოსანი უბრალოდ შექმნილნი არიან ერთმანეთისთვის, მაგრამ როცა საქმე ეხება ცხოვრების მოსაწყენ პროზას, როგორიცაა ფული ანდა საოჯახო ფართი-ფურთი, მათ არ შეუძლიათ გამონახონ საერთო ენა.
თითოეულმა მათგანმა ზუსტად იცის როგორ უნდა მოიქცეს, და რამდენდაც ორივე ნიშანი ცეცხლოვანია, იმდენად დათმობა - ეს მათ სიამაყეზე უფრო მაღლა დგას. და შედეგადაც ძალიან ბევრ შეცდომას უშვებენ... რაც მათთვის სერიოზული ტკივილის მიზეზიც ხდება. ამ ორს შეუძლია დაუშვას შეცდომები, რომლებიც ძალიან ძვირად უჯდებათ. ამ ორს შეუძლია იარსებოს ერთად, მხოლოდ მაშინ თუ ისინი წავლენ კომპრომისებზე. მაგრამ ნებისმიერი ასტროლოგი იტყვის, რომ ვერძი და მშვილდოსანი - შესანიშნავი თანწყობაა. და არცაა გასაკვირი, რამდენადაც ეს ნიშნები ერთმანეთს ძალიან იზიდავენ. პარტნიორობის გამო ისინი მზად არიან ჩაიდინონ ყველაფერი, რაც კი სხვებს წარმოდუგენლადაც კი მიაჩნიათ. სექსი მათ შორის უბრალოდ ფანტასტიურია, მაგრამ მათ უნდა ისწავლონ ხარისხის დაფასება, და არა რაოდენობა - და მაშინ ისინი ეკონომიას გაუკეთებენ ერთმანეთის ძალებს. ვერძები და მშვილდები ხშირად ურთიერთობენ "ერთი ღამის" პრინციპით თუმცა.. მათი ხანგრძლივი ურთიერთობა თითქოს იშვიატად წარმოიშობა, მაგრამ თუ ეს მოხდება, მაშინ დროთა განმავლობაში ისინი ერთმანეთს ემსგავსებიან.რამდენიმე წლის შემდეგაც ადამაინები ამჩნევენ რომ ეს წყვილი ერთმანეთს გარეგნულადაც კი დაესმგავსა. და როგორ დღესაასწაულებსა და დაბადების დღეებს აწყობს ეს წყვილი!
რჩევა: არ ეცადოთ უღალატოთ ერთმანეთს. მიეცით საშუალება პარტნიორს ჰქონდეს თავისი სუსტი ადგილები, და დაე, ისიც ნუ მიაქცევს თქვენს სისუსტეებს ყურადღებას. მშვილდოსანი ყოველთვის ცდილობს მიუთითებს ვერძს იმ ქმედებებზე, რომელსაც თავად არასდროს ჩაიდენდა. ის, რაც დაიწყო "ერთი ღამის" შეხედრით, ხშირად უტრიალდებათ ოქროს ქორწინებით. თუ მშვილდოსანი ვერძთან საჭირო მომეტში მივა ის მიიღებს ყველაფერს, რასაც ისურვებს _ და უფრო მეტსაც კი.


პ.ს. რუს, თამთ ვერძისა და მსვილდის ის სურათი დადეთ რა? აი, ო.შ.მ-თო და ამბავი
ვერძი მამაკაცი This post has been edited by Papillon on 25 Feb 2012, 15:24