ბრიტანულმა Bleacherreport-მა ის ფეხბურთელები დაასახელა, რომლებიც ყველაზე კარგად ასრულებდნენ (და ასრულებენ) საჯარიმო დარტყმებს. ეს სია სტატისტიკიდან გამომდინარეა – პროცენტული მაჩვენებლებით. საუკეთესო? ბრაზილიელი ჟუნინიო პერნამბუკანო შეუდარებელია, ამჟამად "ვასკო და გამაში" მოთამაშე 36 წლის ბრაზილიელს რობინ ჰუდივით მიზანი აქვს და დიდწილად მისი გოლების წყალობით იყო ფრანგული "ლიონი" 8 წლის განმავლობაში ქვეყნის საკლუბო ფლაგმანი.
ჟუნინიოს შემდეგ მოდიან ინგლისელი დევიდ ბექემი და კარიერადასრულებული სერბი სინიშა მიხაილოვიჩი.
ახლა კი სრული სია:
1. ჟუნინიო (ბრაზილია);
2. დევიდ ბექემი (ინგლისი);
3. სინიშა მიხაილოვიჩი (სერბეთი);
4. ზიკო (ბრაზილია);
5. ალესანდრო დელ პიერო (იტალია);
6. რობერტო კარლოსი (ბრაზილია);
7. მიშელ პლატინი (საფრანგეთი);
8. რონალდინიო (ბრაზილია);
9. დიეგო მარადონა (არგენტინა);
10. კრიშტიანუ რონალდუ (პორტუგალია);
11. რონალდ კუმანი (ჰოლანდია);
12. რივალდო (ბრაზილია);
13. ალვარო რეკობა (ურუგვაი);
14. ზინედინ ზიდანი (საფრანგეთი);
15. როჟერიო სენი (ბრაზილია);
16. ანდრეა პირლო (იტალია);
17. ტიერი ანრი (საფრანგეთი);
18. შუნსუკე ნაკამურა (იაპონია);
19. კეისუკე ჰონდა (იაპონია);
20. სტივენ ჯერარდი (ინგლისი);
ოცეულში ყველაზე ბევრნი ბრაზილიელები არიან – 6 ფეხბურთელი. მათ შორისაა ერთი მეკარეც: როჟერიო სენი, რომელსაც კარიერაში იმდენი გოლი აქვს გატანილი, ზოგ ფორვარდს შეშურდება.
http://worldsport.ge/Read.aspx?news=29329&lang=1მე ლიჩნა ვეთანხმები კდიევაც ამ ცხრილს