#29005281 · 31 Dec 2011, 23:14 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოგესალმებით, ძვირფასო მომხმარებლებო, გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს. იმედი გვაქვს, რომ ახალი 2012 წელი ყოველი ჩვენთაგანისთვის მიზნების მიღწევის, ოცნების ასრულების და ყოველდღიური წარმატების წელი იქნება.
გისურვებთ ღვთის წყალობას, ჯანმრთელობას, ბედნიერებას და წინ სვლას ცხოვრებაში.
იმედი გვაქვს, რომ 2012 წელს შევძლებთ უფრო მეტი პროდუქტის გაქართულებას, უფრო მეტი რესურსების მოძიებას საყვარელი საქმის შესასრულებლად და უფრო მეტი პასუხისმგებლობით მუშაობას, ვიდრე ეს 2011 წელში შევძელით.
გმადლობთ, ყველას ვინც 2011 წლის განმავლობაში მხარში გვედექით, გვჯერა, რომ ნაწილობრივ გავამართლეთ თქვენი იმედი და გპირდებით, რომ 2012 წელს უფრო დიდ ძალისხმევას ჩავდებთ თქვენი იმედის გასამტკიცებლად! კეთილი სურვილებით, “იუ-ჯი-ელ-თი”
This post has been edited by UGLT on 31 Dec 2011, 23:16
--------------------
UGLT - ვაქართულებთ მსოფლიოს!
|