stinkyრომელ ფილმს, ღმერთი რო ბრიუსლში ეძრობა?

კი, მარა ამ საკითხზე გაცილებით ადრე დავიწყე ფიქრი, სანამ მაგ ფილმს ვნახავდი ;დ
* * *
gauchoხო იუმორის ფენომენი ძალიან საინტერესოა. საგანი მმქონდა უნიში "დოკუმენტური ფილმის სცენარი" და მე დავწერე "იუმორის ევოლუცია". რაღაცები როგორც შევძელი მოვიძიე, იქნებ რამემ დაგაინტერესოს შენც.
იუმორი არის ინტელექტუალური შესაძლებლობა შეამჩნიო სხვადასხვა მოვლენებში კომიკური, სასაცილო მხარე. იუმორის გრძნობა უკავშირდება სუბიექტის უნარს-აღმოაჩინოს წინააღმდეგობები გარემომცველ სამყაროში. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, იუმორი არის ყველაფერი, რამაც შეიძლება სიცილი ან ღიმილი გამოიწვიოს.
დიდი ფილოსოფოსებიდან პირველი პლატონი იყო, რომელმაც ყურადღება დაუთმო იუმორის შესწავლას. პლატონმა ვერ იპოვა იუმორში ვერაფერი კარგი. პლატონისთვის იუმორი იყო უაღრესად ნეგატიური მოვლენა, რომელიც ეფუძნება ღვარძლს და შურს. განსაკუთრებით სიცილი, რომელიც პლატონის აზრით გამოწვეულია სხვის უბედურებით, სხვის წარუმატებლობით და უფრო დაბალი ფენის ადამიანზე დაცინვით. პლატონს არ უცდია, აეხსნა იუმორის ბუნება, მაგრამ მივიდა დასკვნამდე, რომ სიცილს შეიძლება სერიოზული შედეგები მოჰყვეს, მათ შორის შეიძლება სახელმწიფოს არსებობასაც დაემუქროს საფრთხე.
პლატონისაგან განსხვავებით არისტოტელე უშვებდა, რომ ზომიერი რაოდენობით იუმორი შეიძლება სასარგებლოც ყოფილიყო. მაგრამ არისტოტელეც თვლიდა, რომ იუმორი ამპარტავნობის გამოვლინება იყო.
ტომას ჰობსმა განავითარა პლატონისა და არისტოტელეს აზრები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სიცილი პირდაპირაა დაკავშირებული სხვებზე, გარემომცველ სამყაროზე უპირატესობის გრძნობით. ჰობსის აზრით, სიცილი წარმოადგენს უეცარი ტრიუმფის გამოხატულებას, რომელიც გამოწვეულია სხვებზე ან საკუთარ წარსულზე უპირატესობის გრძნობით.
ჰობსის შემდეგაც არაერთი დიდი მეცნიერი დაინტერესდა იუმორის თემით, მაგალითად : კანტი, ფროიდი,ლოკი... მაგრამ უნდა ითქვას, რომ ამ დრომდე არ არის იუმორის გააზრების უნივერსალური თეორია შემუშავებული. თეორია რომელიც სრულად, ლოგკურად და დამაჯერებლად აღწერს მის ბუნებას.
ამერიკელი მეცნიერების აზრით, იუმორი არის სამყაროში საგანთა წესრიგის დარღვევა.
კომიკოსები, მსახიობები, ფსიქოლოგები დიდი ხანია იმტვრევენ თავს რა არის იუმორი, რატომ ვიცინით რაღაცებზე?
ზიგმუნ ფროიდს სჯეროდა, რომ იუმორის ფესვები სხვაზე უპირატესობის გრძნობაში და შეუთავსებლობაშია.
მარკ ტვენი კი ვარაუდობდა რომ იუმორის ჭეშმარიტი წყარო მხიარულება კი არა, მწუხარება და სევდაა.
კოლორადოს უნივერსიტეტის ფსიქოანალიტიკოსების კვლევის თანახმად, ადამიანებისთვის სასაცილოა ის მოვლენები, რომლებიც დადგენილ მორალურ წესებს უგულვებელყოფს, მაგრამ ამასთან ერთად ეს უნდა იყოს უსაფრთხო, არ უდნა მოუტანოს არავის ზიანი. ზიანის დონე სხვადასხვა ადამიანისთვის განსხვავებულია. საკუთარი კვლევის დასამტკიცებლად ფსიქოანალიტიკოსებმა მოხალისეებს სთოხევს მიეღოთ მონაწილეობა რამდენიმე თეატრალურ დადგმაში.
ერთ-ერთი ასეთი დადგმის სცენარის მიხედვით სოსისების საწარმოს დირექტორმა დაიქირავა ებრაელი რაბინი, რათა ხელი შეეწყობოდა ღორის ხორცის პროდუქციის გაყიდვას. მეორე მხრივ დირექტორმა ასევე დაიქირავა ფერმერი იგივე მიზნით.
აღმოჩნდა, რომ რაბინი, რომელიც ღორის ხორცის პროპაგანდას ეწევა უფრო სასაცილოა ადამიანებისთვის, ვიდრე ფერმერი, რომელიც იგივეს აკეთებს. ეს იმიტომ, რომ პირველ შემთხვევაში აშკარად ვხედავთ მორალური წესების დარღვევას, შეცდომას, რადგან იუდაიზმი ხომ კატეგორიულად კრძალავს ღორის ხორცის გამოყენებას.
მეორე სცენარის მიხედვით ეკლესია ატარებდა ლატარიას და ათამაშებდა ჯიპს, რათა მრევლი მოეზიდა. პარალელურად მიკროსაფინანსო ორგანიზაციაც ატარებდა ლატარეას და ათამაშებდა იმავე ჯიპს.
ეკლესიის მხრიდან ესეც, რა თქმა უნდა, ამორალური საქციელია. ის ადამიანები, რომლებიც თავს არ თვლიდნენ მოწრმუნეებად სასაცილოდ მიიჩნიეს ეკლესიის მიერ ჯიპის გათამაშება.
ამ კვლევით მტკიცდება, მოვლენები, რომლებიც რაღაც მორალურ ჩარჩოებს მიღმა გადიან უფრო სასაცილოა ადამიანებისთვის.
როგორც ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები ამბობენ, სიცილის ისტორია სათავეს უხსოვარ დროში იღებს. ჯერ კიდევ მაშინ, როცა ადამიანები არ იყვნენ გამოყოფილები მაიმუნებისგან. მეცნიერები ვარაუდობენ რომ პირველად სიცილი დაიწყეს ჩვენმა წინაპრებმა, რომლებიც ორიდან ოთხ მილიონამდე წლის წინ ცხოვრობდნენ. სიცილი მაშინ წარმოადგენდა მკვეთრ, მოკლე ამოსუნთქვების სერიას. „ჰა-ჰა-ჰა“ს წარმოთქმა ჰომინიდებს ჯერ არ შეეძლოთ. ზოგი სპეციალისტი იმასაც მიიჩნევს, რომ სიცილი არის პირველი ჩანასახი ენისა.
რაზე იცინოდნენ ჰომინიდები? მეცნიერების ნაწილი თვლის, რომ ისინი დასცინოდნენ იმ ყველაზე მამაც ჰომინიდებს, რომლებიც ოთხ ფეხზე სიარულის მაგივრად ცდილობდნენ ორ ფეხზე გავლას. ისინი, რა თქმა უნდა, ეცემოდნენ, რაც იწვევდა სიცილს დანარჩენებში. აღსანიშნავია, რომ დაცემა ახლაც იწვევს სიცილს. სწორედ ამიტომ დაცემა დღესაც უცვლელი რეპერტუარია კლუნებისთვის.
მეცნიერების აზრით, სიცილს იწვევს შეცდომა, როცა განზრახვას, მიზანს არ ემთხვევა რეზულტატი. ამიტომაც აქვს ყველა ანეკდოტს მოულოდნელი დასასრული.
გასული საუკუნის 80-იან წლებში ამერიკელმა ფსიქოლოგების ჯგუფმა შეისწავლა ვირთხების თამაში. ახალგაზრდა ვირთხებს უყვართ ასეთი თამაში: ერთი ვირთხა ახტება მეორე ვირთხას ზურგზე და ცდილობს მის ძის დაგდებას, ისე რომ ვირთხას მუცელი ზევით ჰქონდეს, ზურგით კი იატაკზე იწვეს.
მეცნიერები ცდილობდნენ გაეგოთ, რა ხდება მოთამაშე ვირთხების ტვინში. მაგალითად საიდან იცის იმ ვირთხამ, რომელსაც „თავს ესხმიან“, რომ ასეთი თამაში მის სიცოცხლეს საფრთხეს არ უქმნის? როგორ ანსხვავებს ის მეგობარ ვირთხას მტერი ვირთხისგან?
მეცნიერებმა ვირთხებს დაუქვეითეს შეხების გრძნობა, დააბრმავეს დროებით, გაუკეთეს ნემსი, რომელიც მათ აქტიურობას ზღუდავდა. ამ ყველაფრის მიუხედავად კვლავინდებურად თამაშობდნენ ვირთხები. ბოლოს ერთი ვირთხა დროებით დააყრუეს. ეს ვირთხა, რომელსაც არაფერი ესმოდა, უკვე ვერ ანსხვავებდა თამაშს ხიფათისგან. მეცნიერებმდა დაადგინეს, რომ ეს მოთამაშე ვირთხები სპეციალური ხმოვანი სიგნალებით ურთიერთობენ. ეს გიგნალი მათ ატყობინებს მეორე ვირთხის განზრახვას. და შეიძლება ვირთხისთვის სწორედ ეს ბგერებია სიცილი.
თუ სიცილის უნარი აქვთ ადამიანეს და ვირთხებს, ის აუცილებლად იქნება ევოლუციის უძველესი გამოგონება, რომელიც უთუოდ რამდენიმე ათეული მილიონი წლით თარიღდება.
მაგრამ თუ ასეა, მაშინ სიცილს უნდა ჰქონდეს მტკიცე და ზუსტი ევოლუციონური მიზანი. რაში სჭირდება ის ცხოველებს? რაში სჭირდებოდა ის ჩვენს წინაპრებს?
ტრადიციულად ითვლება, რომ სიცილი ეს არის სიგნალი -„ ეს თამაშია“, ის ატარებს თავის თავში ინფორმაციას, რომ არ არსებობს მტრული განზრახვები, გარდა მეგობრულისა. ხელის ჩამორთმევის ტრადიციაც ამ იდეის მატარებელია: ცარიელი ხელები - ესეიგი არ მაქვს იარაღი, არ მაქვს იარაღი - ესეიგი არ ვარ მტერი. სიცილი აუწყებდა გარშემომყოფებს, რომ შენ არ გქონდა მტრული განზრახვები. ყრუ ვირთხებს არ ესმით სიცილი და ამიტომ არ შეუძლიათ გაარჩიონ თამაში თავდასხმისგან.