რეი მაბუსი: "საქართველო, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი უძღვება, სრულად დემოკრატიული ქვეყანაა"
12:10 - 04.02.2012
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამერიკის საზღვაო ძალების აკადემიას სტუმრობდა. პრეზიდენტი პენტაგონიდან ანაპოლიში სპეციალური რეისით უახლესი ტიპის ვერტმფრენით ჩაფრინდა.
მიხეილ სააკაშვილის მიღების საზეიმო ცერემონია საზღვაო ძალების ისტორიული კორპუსის ეზოში გაიმართა, სადაც აკადემიის ორეკსტრმა აშშ-ის და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნები შეასრულა.
პრეზიდენტს ანაპოლიში სამხედრო მფრინავის ქურთუკი აჩუქეს, რომელსაც "მიხეილ სააკაშვილი" აწერია.
შემდეგ კი სააკაშვილმა და ამერიკის საზღვაო ძალების დეპარტამენტის თავმჯდომარემ რეი მაბუსმა საზღვაო აკადემიაში გადაინაცვლეს, სადაც მაბუსმა სააკაშვილი "ყველაზე დემოკრატიული ქვეყნის პრეზიდენტის" სტატუსით წარადგინა.
"ჩვენთვის დიდი პრივილეგიაა, რომ დღეს სტუმრად საქართველოს პრეზიდენტი გვყავს. სააკაშვილს მთელი კვირის განმავლობაში ვაშინგტონში დატვირთული შეხვედრები გვქონდა და ეს იმიტომ, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის მჭიდრო კავშირი არსებობს. ამერიკელი საზღვაო ქვეითები ქართველ ჯარისკაცებთან ერთად იწვრთნებიან და ავღანეთში იბრძვიან. გაითვალისწინეთ, რომ მათ ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით ყველაზე დიდი კონტინგენტი ჰყავთ წარგზავნილი. სამწუხაროდ, არის მსხვერპლიც. ქართულ ბატალიონს მიმდინარე წლის შემოდგომაზე კიდევ ერთი დაემატება. ისინი ჩვენს ჯარისკაცებთან ერთად გვერდიგვერდ იმსახურებენ. და კიდევ ერთი რამ იცოდეთ პრეზიდენტ სააკაშვილსა და საქართველოზე, - ქვეყანაზე, რომელსაც ის უძღვება: ეს სრულად დემოკრატიული ქვეყანაა, ერთ-ერთი ყველაზე ტრანსპარანტული სახელმწიფოა კანონის უზენაესობის ან თუნდაც ბიზნესის კეთების სიმარტივის თვალსაზრისით. ისინი ყველაფერში, რასაც აკეთებენ, წარმატებას აღწევენ", - განაცხადა მაბუსმა.
სტუდენტებს საქართველოს პრეზიდენტმაც მიმართა.
"ამერიკა ჩვენთვის მხოლოდ პარტნიორი სახელმწიფო არ არის, ეს არის ქვეყანა, რომელიც თავისუფლების იდეას განასახიერებს. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ აქ ჩემს ქვეყანას წარმოვაჩენ", - აღნიშნა მიხელ სააკაშვილმა.
http://pirweli.com.ge/index.php?option=com...=87673&Itemid=1-----------------------
მორიგი შოკი ოპოთათვის,მერამდენე ამერიკელი მაღალჩინოსანია,რომელიც იგივე შინაარსის განცხადებას აკეთებს,ობამაზე რომ არაფერი აღარ ვთქვა?
წარმომიდგენია ეხლა ბიძინა რა დღეშია,ტიპმა რაც თქვა ყველაფერი 180 გრადუსით საპირისპირო თქვეს ამერიკის თითქმის ყველა სფეროს ლიდერებმა
ცუდადაა ბიძინას საქმე,ეხლა მაინც ხვდებით ოპოებო თუ რას ნიშნავს "ფორმალური გადაბარება"?
----------------------------------------
და კიდევ ერთი რამ იცოდეთ პრეზიდენტ სააკაშვილსა და საქართველოზე, - ქვეყანაზე, რომელსაც ის უძღვება: ეს სრულად დემოკრატიული ქვეყანაა, ერთ-ერთი ყველაზე ტრანსპარანტული სახელმწიფოა კანონის უზენაესობის ან თუნდაც ბიზნესის კეთების სიმარტივის თვალსაზრისით. ისინი ყველაფერში, რასაც აკეთებენ, წარმატებას აღწევენ", - განაცხადა მაბუსმა.
ოპოებო ძალიან მაინტერესებს თქვენი კომენტარი განსაკუთრებით ამ სიტყვებზე
This post has been edited by DIDGORI-GEO on 5 Feb 2012, 00:47