VoK25 კვადრატული
1)11-ფლა გიფსო კარდონი (2,50-სმ)
2)20,ცალი CD-პროფილი (რომლითაც შექმნი მთლიან კონსტრუქციას) (3,00-სმ)
3)7-ცალი CD პროფილი, რომელსაც Π-ს გამოსახულება აქვს და ყენდება კედელზე გარშემო, და მასში ჯდება ე.წ. CD-პროფილი
4)1-ყუთი ჯვარედინი გადასაბმელი რომელიც ორ პროფილს ამაგრებს ერთმანეთზე დადებით ჯვარედინად (52-ცალი გჭირდება მაგრამ არ მგონია ცალობით მოგცენ, ყუთში 100,ც)
5)5-ან 6-ცალი პროფილის გადასაბმელი M. (საჭიროების შემთხვევაში აგრძელებ პროფილს)
6)1-ყუთი შურუფი 1000ც (0,025-სმ)
7)1-ყუთი პლასტმასის დუბელი ( ამ დუბელით ამაგრებ Π-პროფილს გარშემო კედლებზე 0,50-სმ დაშორებით, თუ კედლის საფარი მყარია. სასურველია გუბელის სიგრძე იყოს 0,06-სმ რადიუსი 0,006-სმ.
8)150-მეტრიანი არმირების ლენტი. 0,05-სიგანე
9)1-ტომარა ფითხი (ანუ შპაკლი 25,კგ) Knauf-
Fugenfüller
გჭირდება ზუსტად 10-ფილა გიფსო კარდონი (სიგრძით 2,50-სმ. არსებობს 3,00 )
იმ შემთხვევაში თუ სველ წერტილებში გინდა ჭერის გაკეთება რა თქმაუნდა აირჩევ (ანტი გრი) მწვანე ფერის გიფსოკარდონს რომელიც სინესტის ამტანიანობით გამოირჩევა, და თუ ეკონომუირად არ იზღუდები, შეგიძლია ნებისმიერ ადგილას იხმარო ამ სახეობის გიფსო კარდონი.
არმირების ლენტი გამოიყენე ყველგან სადაც იარსებებს გადაბმა. ასევე გარშემო, კედელს და გიფსო კარდონს შორის!.
ყველა გადაბმაში უნდა იყოს გამოყენებული CD-პროფილი, რა სახის გადაბმაც არ უნდა იყოს !
მხოლოდ გადაბმის ადგილები, დაშპაკლე 2-ხელი. 1-ელი ხელის შემდეგ სასურველია დააცადო 5-6-სთ და შემდეგ დაშპაკლო მეორე ხელი, იგივე სახის შპაკლით! ამის შემდეგ დაშკურკოს 'მალიარმა' და წესის და რიგის მიხედვით შეასრულოს დარჩენილი საქმე.
ჭერის კონსრტუქცია ააწყე 0,60სმ დაშორებით და მასზე ზემოდან ჯვარედინად დაამაგრე იგივე სახის პროფილი 1,00სმ დაშორებით. (იხ. ნომ:4) მთლიანი კონსტრუქცია დაკიდე პროფილის დეტალებზე, ზემოთ ჭერზე მიამაგრე პლასტმასის დუბელით 2-ც! თვითონ კონსტრუქციაზე მისამაგრებლად გამოიყენე შურუპი (0,025სმ) ან უკეთეს შემთხვევაში არსებობს შურუპი 0,01სმ.
საკიდები (პროფილის დეტალები რომლითაც დაამაგრებ ჭერს) განალაგე "შახმატური" წყობით, 0,80-სმ დაშორებით!
გიფსო კარდონის კუთხეებში ნუ დაუჭერ შურუპებს . კუთხიდან 0,10-სმ დააშორე, და შემდეგ გამოიყენე არა უმეტეს 0,30-სმ დაშორებები.
ყველა მასალა უმჯობესია იყოს Knauf-ის, სხვა თუ არაფერი ფითხი მაინც უნდა იყოს!
მგონი მორჩა!
შევეცადე ყველა დეტალი ამეღწერა, თუმცა შეუძლებელია!
პასუხი ცოტა დამიგვიანდა.
* * *
და კიდევ, თვითონ გიფსო კარდონის გადაბმებს ნუ დაამთხვევ ერთიდაიგივე ადგილას. შეეცადე დააშორო ერთი მწკივი, მეორეს სულ მცირე 0,30-სმ