http://politico.ge/index.php/news/view/3420ვიდეო აქანეა.
მარგველაშვილის სენსაციური განცხადება: “საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ სამხედრო ძალით რუსეთს წაართვას ტერიტორიები”
მარგველაშვილის სენსაციური განცხადება: “საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ სამხედრო ძალით რუსეთს წაართვას ტერიტორიები”
კატეგორია: კოალიცია "ქართული ოცნება" | თარიღი: 2013-05-12 07:33:30
იმ წუთიდან, როდესაც პრემიერმა ივანიშვილმა საკუთარ საპრეზიდენტო კანდიდატად გიორგი მარგველაშვილი დაასახელა, პოლიტიკაში ახალბედა განათლების მინისტრის მიმართ საზოგადოებრივი ინტერესი გაათასმაგდა.
ვინ არის გიორგი მარგველაშვილი? რა ფასეულობებს წარმოადგენს იგი პოლიტიკაში? როგორია მისი პირად თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში განვლილი გზა? ამ და სხვა კითხებზე პასუხების გაცემას უახლოესი კვირებისა და თვეების განმავლობაში უამრავი ჟურნალისტი და გაცილებით მეტი მოქალაქე შეეცდება.
გამონაკლისი არც პოლიტიკოა. დიდი ალბათობთ საქართველოს მომავალი პრეზიდენტის წარსულისა და პიროვნების, ასევე მისი პოლიტიკური მრწამსის შსახებ ჩვენც უამრავ მასალას შემოგთავაზებთ.
თუმცა ამჯერად ჩვენი ყურადღება მარგველაშვილის რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ 2010 წლის ზაფხულში დაფიქსირებულმა პოზიციამ მიიპყრო. მაშინ, მისი პოზიცია ნაკლებად რელევანტური იყო და განსაკუთრებული საზოგადოებრივი ყურადღება ვერ დაიმსახურა.
დღევანდელი გადმოსახედიდან კი მის მიერ საჯარო განცხადებებში ნათქვამი თითოეული სიტყვა სახელმწიფოებრივ მნიშვნელობას იძენს.
როგორც ირკვევა, გიორგი მარგველაშვილისთვის რუსეთ-საქართველოს ომი შფასება ასეთია: “საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ სამხედრო ძალით რუსეთს წაართვას ტერიტორიები”.
მარგველაშვილი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს “რუსეთის ტერიტორიებად” განიხილავს და ომში დამნაშავედ საქართველოს ხელისუფლებას მიიჩნევს, რომელიც “ძალის გამოყენებით” შეეცადა რუსეთისათვის მიწების “წართმევას”.
მეტიც, საქართველოს მხრიდან ამ “ძალადობას” იგი 1918-19 წლებში გენარალი მაზნიაშვილის მიერ რუსეთიდან აფხაზეთში შემოჭრილი ურდოებისგან დასაცავად წარმოებულ ომს ადარებს, სადაც ქართველმა გენერალმა უკუაგდო მომხდური და გაგრა, სოჭი და ტუაფსე დაიკავა.
მაგრამ ქართველი გენერლის ამ თავგანწირულ გმირობას, შესაძლო მომავალი პრეზიდენტი სულ სხვა ინტერპრეტაციას უკეთებს. მისი განცხადებით, ისევე როგორც 2008 წელს, 1919 წელსაც, “ქართველებმა, რატომღაც გადაწყვიტეს, რომ რუსეთის იმპერიის ტერიტორიები დაეპყროთ” და “რატომღაც” “შეიჭრნენ სოჭში”.
როგორც ჩანს მარგველაშვილს ძალიან აწუხებს ქართველებს მანკიერი ტრადიცია, რომ პერიოდულად, ტერიტორიების “წასართმევად” თავს ვესხმით ხოლმე რუსეთს.
თუმცა პრეზიდენტობის კანდიდატის სენსაციური განცხადებები ამით არ შემოიფარგლება.
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)