#29045742 · 4 Jan 2012, 16:17 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გილოცავ!
(მუხრან მაჭავარიანი)
გილოცავ! გილოცავ! ახალ წელს გილოცავ. შენ - ვისაც სამშობლო გიყვარს… გელა ხარ! თინა ხარ! შოთა ხარ! ცირა ხარ! ეს სულერთია - ვინ ხარ.
ახალი წელია… თოვლიც გვესალმება… თოვლიც გვესალმება ციდან… - ცრემლები?! - ცრემლებზე – ბოდიში! - ღიმილი?! - ღიმილი - რამდენიც გინდა…
ბავშვებო! თქვენსავით მეც ვიყავ მოსწავლე… მე დღესაც არ ვსწავლობ განა?! ამიტომ ერთმანეთს, ამიტომ ერთმანეთს ვუსურვოთ ხუთებზე სწავლა…
გვიყვარდეს სამშობლო, სიმართლე გვიყვარდეს, გვიყვარდეს, გვიყვარდეს წიგნი… რაც უნდა ისურვო, რაც უნდა ინატრო, - ესაა ყველაზე დიდი.
გილოცავ! გილოცავ! ახალ წელს გილოცავ. შენ - ვისაც სამშობლო გიყვარს… ზაზა ხარ! ლაშა ხარ! ვაჟა ხარ! ნინო ხარ! ეს სულერთია - ვინ ხარ!
წერილი ლაპლანდიიდან ბებიას (ქეთი კვიტატიანი)
ბებო წერილს გწერ შორიდან, იქ სადაც დიდი თოვლია, აქ არც პალმები შრიალებს და არ დაფრინავს თოლია. თეთრია მთები, გორები, ყველა გუნდაობს, სრიალებს, მე ყინულზეც კი დავდივარ, ზოგჯერ სწრაფადაც ვტრიალებ. აქ სულ ახალი წელია, თოვლის პაპაც კი არ დნება, როცა ინატრებ საჩუქრით, მაშინვე შენთან გაჩნდება. ალბათ მოგინდა აქ ყოფნა, სრიალს გასწავლი ჩამოდი, იცი, დღეს ჩვენი ნაკრები ახალი ნომრით გამოდის. აბა, დროებით, ნახვამდის, კარგად იყავი ბებიკო, წერილი შენთვის დაწერა ჩემი კარნახით დედიკომ. * * * *** (მაყვალა მრევლიშვილი)
თოვლის პაპა მოვიდა, წითელ-ყვითელ ფერებით, ყველა დაასაჩუქრა, გამოტოვა მელია, ასე უთხრა: მელაო, შენთან დიდი ბოდიში, მაშინ დაგასაჩუქრებ, როცა ტყუილს მოიშლი.
*** (ქეთი კვიტატიანი)
*** ფიფქმა ბევრი იარა, ცხრა ცა გამოიარა, მიწასთან რომ მივიდა თეთრად ააბრდღვიალა. თოვლში მურა გავუშვი, არც კი გახარებია უჰ, რამდენი მოსულა, ცუდად გახდა ბებია. მე კი ველოდებოდი როდის ჩამოვიდოდა, დღეს იმხელა გამხდარა სულ აქ იყო ვითომდა. ციგა, თოვლის ბაბუა, გუნდაობა მაგარი, გართობა და თამაში, ყველაფერი აქ არი. ბურანებით სრიალი, ციგის მთამდე მიყვანა... თოვლის ბაბუს ბურთი ვთხოვე თოვლი ჩამომიყვანა.
|