აბა ამას შეხედეთ... აქ კი არიან მიყუჩებული მიშისტი ექსპერტები და სოსო ცინცაძე უკვე როგორ აპრავებს ნახეთ

კაგებეს გენერალი თუ არ არის რუსეთის აგენტი და მას შეუძლია ეს კაგებეს აგენტობა დაეხმაროს ქვეყნის სასარგებლოდ მოქმედებაში "თავისი კავშირებით", მაშინ ივანიშვილი რომელიც კაგებეს არც გენერალია და არც არაფერი რატომ არის პირდაპირ კრემლის აგენტი??????
########თ ორმაგი სტანდარტები!!!
აგერ არის ინტერვიუს ნაწილი... მტLიანად წასაკითხად ლინკზე გადადით:
http://geo.interpressnews.ge/ge/eqskluzivi...moakhdinos.htmlგასული წლის ბოლოს, დიდი ხმაური არ მოჰყოლია, მაგრამ შეუმჩნეველი არ დარჩენილა საგარეო საქმეთა სამინისტროში პრეზიდენტის ბიძის, თემურ ალასანიას დანიშვნა, რომელიც მანამდე გაერო-ში მუშაობდა. თქვენი აზრით, რამდენად შეიძლება, რომ ქვეყნის წინაშე არსებული საგარეო გამოწვევები თემურ ალასანიას თბილისში დაბრუნებას უკავშირდებოდეს?
- ჩემი აზრით, პირდაპირ კავშირშია.
როგორც ჩანს, დადგა დრო, რომ თემურ ალასანიამ რუსულ წრეებთან ძველი კავშირების ქვეყნისთვის სასარგებლოდ მატერიალიზაცია მოახდინოს. ის, რომ თემურ ალასანია ვაშაძის რიგითი მრჩეველი იქნება, ამას დამლაგებელიც არ დაიჯერებს. - რას შეიძლება ნიშნავდეს თავად თემურ ალასანიას განმარტება, რომ მას სამინისტროში "სხვა საკითხებიც" დაევალება?
- ამ ფრაზაში მთავარი აზრია ნათქვამი. ჩემი აზრით,
თემურ ალასანია რუსეთთან ურთიერთოებების მიმართულების ხელმძღვანელობას ითავებს. პირდაპირ უნდა ითქვას, რომ რუსულ მიმართულებაში მე ნოვაციას ვერ ვხედავ. სააკაშვილის მხრიდან თემურ ალასანიას თბილისში ჩამოყვანა
გროსმეისტერული (

) სვლა იყო. სანამ რუსეთს ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიების 20%, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას გამოვრიცხავ, მაგრამ კონტაქტების აღდგენასა და დიალოგის დაწყებას ვვარაუდობ. ობამა-კლინტონიდან დაწყებული და მერკელ-სარკოზით დამთავრებული, ყველა რუსეთთან დიალოგს გვირჩევს. დიალოგი სულაც არ ნიშნავს რუსეთის პოლიტიკის აყოლას.
ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ შევეგუებით აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაკარგვას. ეს გამორიცხულია, მაგრამ ჩვენ რუსეთთან გარკვეული მოდუს-ვივენდი უნდა დავადგინოთ. ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტრო ხშირად აცხადებდა, რომ რუსეთთან ახლა საომარ მოქმედებაში ვიმყოფებით. ეს ისედაც ფაქტია, მაგრამ ასეთ განცხადებებს დასავლეთი შეშფოთებით უყურებს. ჩვენ თუ ვატარებთ პოლიტიკას, რომელიც ეფუძნება დასავლეთის ჩართვას და დახმარებას, უფრო მეტი ნოვაციებია საჭირო. მე ამ მიმართულებით ნოვაციებს თემურ ალასანიას საქართველოში ჩამოსვლას დავუკავშირებდი.[CODE]
This post has been edited by MacBook on 3 Jan 2012, 17:04