#29039282 · 4 Jan 2012, 01:25 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მართალია ფრიდრის ნიცშეს შესახებ თემა არის ლიტერატურის განყოფილებაში თუმცა ვფიქრობ ამჯერად საინტერესო იქნებოდა მისი ფსიქოლოგიური პორტრეტის განხილვა.
როგორც საზოგადოდ ცნობილია, ნიცშე იყო გერმანელი ფილოსოფოსი, ირაციონალისტი და ვოლუნტარისტი. მისი მოღვაწეობის ყველა ეტაპზე იგრძნობა ,,ძალაუფლების ნების''კონცეფციის განვითარების მიზანი.ნიცშეს ახალი მორალის სუბიექტია ,,ზეადამიანი'', რომელიც თავისუფალია სოციალური იძულებებისგან და მოქმედებს მტაცებელი მხეცის უმწიკვლო სინდისით.,,ზადამიანი ''არის ნახევრად თუ სავსებით ,,ბელადი ''.შემთხვევითი კი ალბათ არც ის არის რომ ნიცშეანელობას დაემყარა ფაშისტური იდეოლოგია.
თუ მის შემოქმედებას გადავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ ძალაუფლების ,,კონცეფცია '' ნიცშემ მოღვაწეობის უკანასკნელ ეტაპზე განავითარა.. ამის დასტურად შეგვიძლია ის ფაქტიც მოვიყვანოთ, რომ მაგალითად თომას მანი მას ახასათებდა როგორ ,, სიყვარულისა და მეგობრობისათვის გაჩენილ ადამიანს'''.ესე იგი, ნოცშეანიზმი როგორც ფენომენი, არსობრივად უპროსპირდება თვით შემქმნელის-ნიცშეს ჭეშმარიტ ნატურას.
აქედან გამომდინარე ვადგენთ რომ იკვეთება,,ორი ნიცშე': 1. როგორიც იყო იგი თავიდან. 2.განდიდების მანიით შეპყრობილი,აგრესიული.როგორ უნდა აიხსნას ადამიანის ასეთი მეტამორფოზა?თუნდაც მეტისმეტად მერყევი ადამიანისა..
საინტერესო იქნებოდა მისთვის სამედიცინო-ფსიქიატრიული დიაგნოზის დასმა, ფსიქოზის გენეზისის გარკვევა და შეძლებისდაგვარად გადმოცემა ყოველივე ამისა.იმის აღნიშვნაც თუ რა გავლენა იქონია მის ფსიქიკაზე ისეთმა ფაქტორებმა როგორიცაა გენეტიკა ან თუნდაც მისმა დაავადებამ-ლუესის ფაქტორმა.
ასევე საინტერესოა რომ ნიცშეს ჰქონდა მკვეთრად გამოხატული დეპერსონალიზაცია,რაც როგორც ცნობილია, შიზოფრენიის ერთ - ერთი დამახასიათებელი სიმპტომიც არის . ასევე მნიშვნელოვანი იმის განხილვაც თუ რატომ ჰქონდა მას ორმაგი ემოციური დამოკდებულება ერთი და იგივე საგნების მიმართ,რაც ასევე შიზოფრენიული პათოლოგიაა,კერძოდ ემოციური აშლის სიმპტომი.ხომ არ შეიძლება მისი სიმპტომების საფუძველზე დავასკვნათ რომ მას ბირთვული შიზოფრენია ,ან რაც ნაკლებ სავარაუდოა,შიზოაფექტური ფსიქოზი? საინტერესო იქნებოდა ამ ყველაფერთან დაკავშირებით ფსიქოლოგთა აზრის მოსმენა.
პ.ს. თუ დასახურია თემა, დახურეთ .
This post has been edited by my_sweet_november on 4 Jan 2012, 01:30
--------------------
m
|