Southwind
ხზ

    
ჯგუფი: Members
წერილები: 2028
წევრი No.: 124489
რეგისტრ.: 5-December 10
|
#29078832 · 6 Jan 2012, 18:55 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Enter Sandman-ს, ჰეტფილდის თქმით, აქვს ე.წ. „გიტარების კედელი“ — სამი რიტმური გიტარა, რომლებზეც თავად უკრავს ერთსა და იმავე რიფს ხმის კედლის შესაქმნელად.[9] სიმღერა წარმოიშვა გიტარისტ კირკ ჰემეტის დაწერილი რიფიდან.[2] თავდაპირველად იგი იყო ორი პარტიის სიგრძისა, სანამ დრამერმა ლარს ულრიხმა არ შესთავაზა ჯგუფს, პირველი პარტია გაემეორებინათ ოთხჯერ.[2]
ალბომში Metallica შესული გამარტივებული სიმღერები,[2] Enter Sandman-ის ჩათვლით, წარმოადგენს გადახვევას მეტალიკის ძირითადი, უფრო კომპლექსური, მუსიკალური სტილიდან, რომელიც დასტურდება წინა ოთხი ალბომით: Kill 'Em All, Ride the Lightning, Master of Puppets და ...And Justice for All.[10][11] ლარს ულრიხმა სიმღერა Enter Sandman დაახასიათა როგორც ერთ რიფიანი სიმღერა, რომელშიც მისი ყველა სექცია წარმოებულია კირკ ჰემეტის მიერ შექმნილი ძირითადი რიფისგან.[2]
Enter Sandman მიმდინარეობს ტემპით 123 დარტყმა წუთში ხუთი წუთისა და ოცდათორმეტი წამის განმავლობაში, რაც ამ ალბომში შესული სიმღერების საშუალო სიგრძეზე ოდნავ მეტია.[12] იწყება მთავარი რიფის მსგავსი სუფთა შესავლით, რომელსაც გიტარაზე უკრავს ჯგუფი; შემდეგ შემოდის გიტარის აკორდი მი მინორში ვაუ-ვაუ ეფექტის გამოყენებით, რასაც მოსდევს მძიმედ დაკრული შესრულება ტომ-ტომ დოლებზე. ოცდამეოთხე წამზე სუფთა ჟღერადობის გიტარებს ანაცვლებს გიტარები დისტორშენით, რომლებიც ორმოცდამეთექვსმეტე წამიდან იწყებენ მთავარი რიფის შექმნას, რისთვისაც ისინი იყენებენ E/B♭ ტრიტონის ვარიაციებს.[13] პ.ჯ. ჰოუორთმა ვაუ-ვაუ წიგნში მთავარი რიფი დაახასიეთა როგორც „ბოროტი“.[14] შემდეგ სიმღერა ჩვეულებრივი სტრუქტურით ვითარდება: ორი ტაეპი, მისამღერის-წინა ტექსტი და მისამღერი. მისამღერისა და მისამღერის-წინა ტექსტის დროს სიმღერა მთელი ტონით მაღლა იწევს ფა დიეზამდე,[14] ხოლო მეორე მისამღერის შემდეგ ჰემეტი იწყებს სოლოს შესრულებას მთავარი, მისამღერის-წინა და მისამღერის რიფების გამოყენებით. ჰემეტი იყენებს ვაუ-ვაუ ეფექტს და ნოტების ფართო დიაპაზონს, მათ შორის მი მინორი პენტატონური, სი მინორი, ფა დიეზი მინორი, მი მინორი და მი დორიანის რეჟიმში.[14] სოლოს ერთ-ერთი უკანასკნელი ნაწილი შთაგონებულია ჯგუფ Heart-ის სიმღერიდან Magic Man, როგორც გამოყენებულია იგი Ice-T-ის სიმღერაში Personal.[15] სოლოს დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე იწყება შესვენება, რომელიც წარმოდგენილია დასარტყმელი საკრავების სუფთა შესავლით, რასაც მოსდევს გიტარის ასევე სუფთა შესავალი, რომელსაც კირკის სოლოს უკანასკნელი ნოტის ექო ადევს ფონად. ამ ფონზე ისმის, როგორ ასწავლის ჯეიმზი ბავშვს ძილისწინა ლოცვას Now I Lay Me Down to Sleep. ამას მოსდევს იავნანის ერთ-ერთი ვერსია და მისამღერი.[16] მისამღერის შემდეგ ხმის სიმაღლე თანდათან იკლებს. ამ დროს ჯგუფი უკრავს იმავე რიფებს, რაც გამოყენებულია შესავალში, მხოლოდ შებრუნებული თანმიმდევრობით.[12] ტექსტი [რედაქტირება]
მუსიკის შექმნის პროცესი მალე დამთავრდა,[9] მაგრამ ვოკალისტ ჯეიმზ ჰეტფილდს პრობლემები ჰქონდა ვოკალთან და ტექსტთან დაკავშირებით. ფაქტობრივად, ეს სიმღერა იყო ბოლო ალბომში, რომელზეც ტექსტი შეიქმნა,[2] ხოლო ამჟამინდელი ტექსტი პირვანდელი სახით არ არის; ჰეტფილდს სჯეროდა, რომ სიმღერას ჰქონდა თვალშისაცემი და კომერციული სახის ჟღერადობა და, კონტრასტულობისთვის, მან დაწერა ტექსტი, რომელიც ეხებოდა სრულყოფილი ოჯახის ნგრევას, დიდსა და საშინელ საიდუმლოს ოჯახში, შეიცავდა მინიშნებებს უცაბედი სიკიდილის სინდრომზე ინფარქტით.[17][18] პირველად მეტალიკის ისტორიაში ულრიხმა და პროდიუსერმა ბობ როკმა უთხრეს ჯეიმზს, რომ მისგან უკეთეს ტექსტს ელოდნენ.[17] ბობმა ჯეიმზს განუცხადა, რომ ტექსტი დიდებული იყო, მაგრამ უკეთესიც შეიძლებოდა. არ იყო საჭირო, პროცესების ასე სიტყვა-სიტყვით აღწერა, რომ მას შეეძლო ეს ყველაფერი უფრო პოეტურად ეთქვა.[7] ბობს ეჯერა, რომ „სიკვდილი არ გაიყიდებოდა“.[18] შესაბამისად, ეს პუნქტი ჯეიმზმა ხელახლა დაწერა და მივიღეთ ის ტექსტი, რომელიც ახლა აქვს სიმღერას.[7] ახლანდელი ტექსტი კი ეთმობა კოშმარებს,[19][20] მათ ბუნებას და ბავშვის სიზმრების სამყაროში გადასვლის შიშს, სადაც მას მუდმივად უთვალთვალებს მოხუცი კაცი, „ქვიშის კაცი“.[18][21]
ჟურნალ როლინგ სტოუნის ჟურნალისტ რობერტ პალმერის შეფასებით,[22] Enter Sandman, შესაძლოა, პირველი იავნანა იყოს მეტალის ჟღერადობით, რომელიც ჯეიმზის ხმით ურჩევს ბავშვს: ვიკიციტატები (ინგლისური) „Hush little baby don't say a word, and never mind that noise you heard. It's just the beasts under your bed, in your closet, in your head.“ ვიკიციტატა (ქართული) „მშვიდად, პატარავ, არ თქვა სიტყვა და ყურადღებას ნუ მიაქცევ ხმაურს, რომელიც გესმის. ეს უბრალოდ მხეცები არიან შენს საწოლქვეშ, შენს კარადაში, შენს თავში.“ (სიმღერის ტექსტი ოფიციალური საიტიდან)
სიმღერის სათაურში მოხსენიებული „ქვიშის კაცი“ (Sandman) პერსონაჟია დასავლეთის ფოლკლორიდან, რომელიც ღამით ბავშვებთან მოდის და მაგიურ ქვიშას აბნევს მათ თვალებზე, რათა კარგი სიზმრები ნახონ.[23][24][25] გამოშვება და შეფასება [რედაქტირება]
თავდაპირველად სიმღერას Holier Than Thou უნდა გაეხსნა ალბომი Metallica და პირველი სინგლიც სწორედ ის უნდა ყოფილიყო;[2] დოკუმენტური ფილმის A Year and a Half in the Life of Metallica მიხედვით, პროდიუსერმა ბობ როკმა უთხრა ლარს ულრიხსა და ჯეიმზ ჰეტფილდს, რომ ალბომი შეიცავდა ხუთ ან ექვს სიმღერას, რომლებიც კლასიკად უნდა ქცეულიყვნენ არა მარტო ფანებს შორის, არამედ რადიოშიც, და რომ პირველი სიმღერა, რომელიც უნდა გამოსულიყო, იყო Holier Than Thou.[26] ბობ როკის მიხედვით, ულრიხი იყო ერთადერთი წევრი რომელიც ჯერ კიდევ ჩაწერამდე მიხვდა, რომ Enter Sandman იყო იდეალური სიმღერა პირველი სინგლისთვის.[8] ულრიხმა თქვა, რომ მას ჰქონდა დიდი არგუმენტი და მას შემდეგ, რაც გაუზიარა თავისი შეხედულებები და მოსაზრებები ჯგუფის დანარჩენ წევრებს,[2] Enter Sandman გახდა პირველი ტრეკი და პირველი სინგლი ალბომიდან.[27][28]
სინგლი გამოვიდა 1991 წლის 29 ივლისს, ორი კვირით ადრე „შავი ალბომის“ გამოსვლამდე.[27] ალბომმა პირველი ადგილი დაიკავა ბილბორდ 200-ში და გაიყიდა 22 მილიონზე მეტი ეგზემპლიარი მსოფლიოს მასშტაბით,[27][29] რამაც Enter Sandman-ს საშუალება მისცა, გამხდარიყო „ცნობილი აუდიო კერპი პოპ-კულტურის მრავალ კუთხეში“.[19] 1991 წლის 30 სექტემბერს იგი იქცა მეტალიკის მეორე სინგლად, რომელმაც ოქროს სტატუსი მიიღო აშშ-ში, გაიყიდა რა 500 000-ზე მეტი ეგზემპლიარი.[3] 1992 წელს სიმღერა ნომინირებული იყო გრემის დაჯილდოებაზე კატეგორიაში საუკეთესო როკ სიმღერა, თუმცა, საბოლოოდ, დათმო ეს ჯილდო სტინგის სიმღერასთან The Soul Cages.[30][31] მიღებული აქვს ნომინაციები ჯუნოს დაჯილდოებაზე კატეგორიებში უცხოელი შემსრულებლის საუკეთესოდ გაყიდვადი სინგლი და წლის პროდიუსერი.[32][33]
სიმღერა კარგად იქნა მიღებული კრიტიკოსების მიერ. სტივ ჰიუიმ Allmusic-იდან „შავი ალბომის“ მიმოხილვაში Enter Sandman დაახასიათა როგორც ერთ-ერთი საუკეთესო სიმღერა ალბომიდან, „დამანგრეველი, შიშველი ღარების მჭრელი“.[11] რობერტ პალმერმა როლინგ სტოუნიდან აღნიშნა, რომ სიმღერა „ზღაპარს მოგვითხრობს (...) დეტალურად და დინამიურად“ და მისი გავლენა იგრძნობა ალბომის სტრუქტურასა და ინდივიდუალურ სიმღერებზე.[22] სიდ სმითმა BBC-დან სიმღერას „ფსიქო-დრამატული“ უწოდა და დაამატა, რომ „მოკლე მოტივები იმას აღნიშნავს, რომ რაღაცები იცვლება“ მეტალიკის ახალი ალბომით.[34] სიმღერა მიჩნეულია მეტალიკის სახელწერო სიმღერად.
Enter Sandman შესულია რადიოსადგურ Triple J-ის 2009 წელს შედგენილ სიაში ყველა დროის 100 საუკეთესო სიმღერა 31-ე პოზიციაზე, ჯიმი ჰენდრიქსის All Along the Watchtower-სა (30-ე) და New Order-ის Blue Monday-ის (32-ე) შორის.[35] ჟურნალმა როლინგ სტოუნმა მოათავსა იგი 399-ე ადგილზე სიაში ყველა დროის 500 საუკეთესო სიმღერა,[36] ხოლო VH1-მა — 22-ე ადგილზე სიაში ყველა დროის 40 უდიდესი სიმღერა, მე-18 ადგილზე 90-იანების ას საუკეთესო სიმღერას შორის და 88-ეზე მათი 2003 წლის სიაში 100 საუკეთესო სიმღერა უკანასკნელი 25 წლიდან.[37][38][39][40] ჟურნალმა Q მიანიჭა სიმღერას 81-ე ადგილი სიაში 100 სიმღერა, რომლებმაც მსოფლიო შეცვალეს და 55-ე სიაში ყველა დროის 1001 საუკეთესო სიმღერა.[40][41][42] Total Guitar ჟურნალის მკითხველებმა სიმღერის რიფი შეარჩიეს ყველა დროის მეხუთე საუკეთესო რიფად,[43] ხოლო ჟურნალმა Kerrang! მოათავსა იგი მეოთხე ადგილზე სიაში ყველა დროის ასი საუკეთესო სინგლი.[40] როკ-ენ-როლის დიდების დარბაზმა კი შეიტანა იგი სიაში 500 სიმღერა, რომლებმაც როკი გაამდიდრეს.[40] 2009 წელს სიმღერა დასახელდა ყველა დროის მე-5 საუკეთესო მძიმე როკ სიმღერად VH1-ის მიერ.[44]
სინგლის გამოსვლის შემდეგ სხვადასხვა წყაროებში გაჩნდა მოსაზრებები, რომ მეტალიკამ მთავარი რიფი მოპარა ლოს-ანჯელესურ კროსოვერ თრეშ მეტალ-ჯგუფს Excel, კერძოდ კი სიმღერიდან Tapping Into The Emotional Void, რომელიც შესულია Excel-ის 1989 წლის ალბომში The Joke's On You. 2003 წელს გავრცელდა ხმები, რომ Excel-ის წევრები განიხილავენ სარჩელის შეტანის პირობებს მეტალიკის წინააღმდეგ მათი სიმღერების მსგავსების გამო.[45] მუსიკალური ვიდეო [რედაქტირება] კადრი მუსიკალური ვიდეოდან, რომელზედაც ჩანს ბავშვი, რომელიც ლოცულობს და მას მოხუცი (ქვიშის) კაცი უთვალთვალებს.
Enter Sandman იყო პირველი მუსიკალური ვიდეო „შავი ალბომიდან“, ხოლო მეტალიკისთვის — მეორე (პირველი იყო One). პირველი იყო ასევე მეტალიკის იმ ექვსი მუსიკალური ვიდეოდან, რომელთა რეჟისორიც უეინ იშემია.[46] ჩაიწერა 1991 წლის 3 ივლისს ლოს ანჯელესში, მისი პრემიერა შედგა ამავე წლის 30 ივლისს, ორი კვირით ადრე ალბომის გამოსვლიდან.[27][47] მუსიკალური ვიდეოს სიუჟეტი პირდაპირაა დაკავშირებული მუსიკის თემასთან, რომელიც მოიცავს კადრებს ბავშვის კოშმარებიდან და ქვიშის (მოხუცი) კაცის ფრაგმენტებს ჯგუფის მიერ სიმღერის შესრულების კადრების ფონზე.[48] ბავშვს ესიზმრება, რომ ის იხრჩობა, ეცემა შენობის სახურავიდან, გველების გარემოცვაშია, სატვირთო მისდევს და საბოლოოდ ამ გაქცევაში მთის მწვერვალიდან ვარდება. სიმღერის გარკვეულ ნაწილში ჩანს ბავშვი, რომელიც ლოცულობს და მას მოხუცი (ქვიშის) კაცი უთვალთვალებს. მთელი ვიდეოს განმავლობაში კადრები განუწყვეტლივ ციმციმით ენაცვლებიან ერთმანეთს. Enter Sandman-მა გაიმარჯვა MTV-ის მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოებაზე კატეგორიაში საუკეთესო მეტალ ვიდეო; მიღებული აქვს ნომინაციები ამავე დაჯილდოებაზე კატეგორიებში ვიდეოს საუკეთესო რეჟისურა და საუკეთესო კინემატოგრაფია.[30] ენდრიუ ბლეიკიმ PopMatters-იდან განაცხადა ვიდეოს შესახებ, რომ „სიუჟეტი იდეალურად ერგება სქელ რიფებსა და ჯეიმზის ჩახლართულ იავნანისებურ ლირიკას“.[48] ცოცხალი შესრულება [რედაქტირება]
გამოსვლის შემდეგ Enter Sandman შედის მეტალიკის თითქმის ყველა ცოცხალ ალბომსა თუ DVD-ში და სრულდებოდა დაჯილდოების ცერემონიებსა თუ საქველმოქმედო კონცერტებზე, 1991 წლის MTV-ის მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოებაზე,[49] 1992 წლის გრემის დაჯილდოებაზე,[30] ფრედი მერკურისადმი მიძღვნილ კონცერტზე,[50] და Live Earth-ზე.[51] ამ უკანასკნელის გაერთიანებულ სამეფოში ტრანსლაციის შემდეგ BBC-მ მიიღო 413 საჩივარი და ბოდიში მოუხადა მეტალიკის ფანებს მეტალიკის სიმღერების ამოჭრის გამო Enter Sandman-მდე.[52][53]
1997 წელს ფორტ-უერთში ჩატარებულ დახურულ შოუზე მეტალიკამ სიმღერის დასასრულისკენ მოაწყო „უბედური შემთხვევა“ სცენაზე. განათების კოშკურაზე შეიქმნა პრობლემები, როცა მასზე დაკიდულმა კაცმა დაიწყო აქეთ-იქით ქანაობა, რასაც საბოლოოდ კოშკურის ჩამოვარდნა მოჰყვა. გამტარებმა, რომლებზეც ეს კაცი ეკიდა, ნაპერწკლების ყრა დაიწყეს, ხოლო სცენაზე, პიროტექნიკის ეფექტების გამოყენებით, მოხდა აფეთქებები, რის შედეგადაც ერთ-ერთ ტექნიკოსს „ცეცხლი წაეკიდა“ და სცენაზე სირბილი დაიწყო.[54][55] ასეთი სცენების ხილვა შესაძლებელია ვიდეო ალბომში Cunning Stunts,[56] რაც ქართულად ნიშნავს „ეშმაკურ ხრიკებს“. სწორედ ასეთი ხრიკი იყო Enter Sandman-ის შესრულებისას მოწყობილი „უბედური შემთხვევა“, რომელიც იმდენად რეალურად ჩანდა, რომ მაყურებელი საგონებელში ჩააგდო, ეს ყველაფერი ნამდვილად მოხდა თუ შოუს ნაწილი იყო.[57][58]
1999 წლის 21 და 22 აპრილს ბერკელის საზოგადოებრივ თეატრში მეტალიკამ დაუკრა სან-ფრანცისკოს სომფონიურ ორკესტრთან ერთად დირიჟორ მაიკლ კემენის ხელმძღვანელობით. პირველად ისტორიაში, მეტალიკას არ სურდა ამ სიმღერის შეტანა ცოცხალ შოუში, რადგან ფიქრობდნენ, რომ ორკესტრი მას არ მოუხდებოდა. თუმცა, საბოლოოდ, მაინც შეიტანეს მისი პოპულარულობის გამო.[18] შედეგად მივიღეთ ალბომი S&M, CD და DVD ვერსია. აღსანიშნავია, რომ ამ ალბომში შესული ვერსია ხანგრძლივია ორიგინალზე და შეადგენს 7:39 წუთს.[59] ეს ხანგრძლივობა მიღწეულია, ძირითადად, მეოთხე წუთის შემდეგ ჩამატებული თითქმის ერთწუთიანი შესვენებისა და ბოლოში ჩამატებული მისამღერის ხარჯზე, რასაც მოსდევს დრამისა და გიტარის სოლო. რეალურად, სიმღერა მთავრდება 6:52 წუთზე (იწყება 00:05 წუთზე), ხოლო შემდგომ ჯეიმზის მიმართვაა აუდიტორიისადმი, რომელიც ასევე ამ სიმღერაშია შეტანილი. ეს მიმართვა არ გრძელდება 7 წამზე მეტ ხანს, შემდეგი 40 წამი აუდიტორიის ოვაციები ისმის. რაც შეეხება შეფასებებს, არაერთგვაროვანი იყო: ორკესტრი ამ სიმღერას თავის სიმძიმეს ართმევს, რითაც ორიგინალია ძლიერი, თუმცა საერთო თვალთახედვით, ცუდი არ არის; სიმღერის ეს ვერსია ახალ სიმაღლეზე ადის; ორკესტრმა საცოდავი გახადა ამ სიმღერის ჟღერადობა;[60] ეს სიმღერა ფანტასტიურად ერგება ორკესტრს და ოსტატობის შედევრია;[59] უკეთესიც შეიძლებოდა ყოფილიყო.[61] ამგვარი იყო მთლიანად ალბომის შეფასებაც, თუმცა, მიუხედავად ამისა, იგი ჩარტების სათავეებში გამოსვლისთანავე მოექცა.[62]
2004 წლის 6 ივნის მეტალიკამ შეასრულა სიმღერა ინგლისში დრამერ ჯოი ჯორდისონთან ერთად სლიპკნოტიდან, რომელმაც შეცვალა ლარს ულრიხი მისი ავადმყოფობის გამო.[63]
ერთ-ერთი უკანასკნელი ცოცხალი შესრულება შედგა 2011 წლის 14 სექტემბერს ნიუ-იორკის იანკების სტადიონზე, ბრონქსი, ნიუ-იორკი, აშშ,[64] რასაც ჯეიმზმა საგანგებო ვიდეო წაუმძღვარა იანკების საიტზე.[65] ქავერები და მიძღვნები [რედაქტირება]
Enter Sandman-ის ქავერების მრავალრიცხოვან შემსრულებლებს შორის არიან Sum 41, მოუტერჰედი, აპოკალიპტიკა, რიჩარდ ჩიზი, The Mighty Mighty Bosstones, Twink, Dub Spencer & Trance Hill, Reel Big Fish, Tropikal Forever, Die Krupps, Björn Again, Pat Boone და სხვები.[66] მოუტერჰედის ქავერი ნომინირებული იქნა გრემის დაჯილდოებაზე კატეგორიაში საუკეთესო მეტალ შესრულება 2000 წელს, თუმცა დათმო ჯილდო ბლექ საბათის სიმღერასთან Iron Man.[67][68]
სიმღერის ქავერი შესულია ასევე ალბომში Metallic Assault: A Tribute to Metallica, სადაც ბას გიტარაზე უკრავს მეტალიკის ამჟამინდელი ბასისტი რობერტ ტრუჰილო, რამდენიმე წლით ადრე, ვიდრე მეტალიკის წევრი გახდებოდა.
Enter Sandman-ის მრავალრიცხოვანი ქავერებიდან შესაძლოა გამოვარჩიოთ ფინური როკ ჯგუფ აპოკალიპტიკის ქავერი, რომელიც შესულია მათივე სადებიუტო ალბომში Plays Metallica by Four Cellos. შეიცავს მეტალიკის კიდევ შვიდი სიმღერის ინსტუმენტულ ქავერს შესრულებულს ხემიან საკრავებზე.[69]
ქანთრის შემსრულებელი მომღერალი ლუკ ბრაიანი ხშირად ასრულებს Enter Sandman-ის შესავალსა და პირველ მისამღერს მისი სიმღერის All My Friends Say შესრულებამდე.[70][71] საინტერესო ფაქტები [რედაქტირება]
* Enter Sandman პოპულარულია სპორტში და არაერთხელ იქნა გამოყენებული როგორც გამხსნელი მუსიკა. სიმღერას იყენებენ საბეისბოლო კლუბი ნიუ-იორკის იანკები, როცა მათი პიტჩერი მარიანო რივერა გამოდის სტადიონზე,[72] ასევე ბეიზბოლის მთავარ ლიგაში მოთამაშე ბილი ვაგნერი,[73] ლოს-ანჯელესის ანგელოზები ანაჰაიმიდან, სარაგბო კლუბი ბრედფორდის ხარები, საფეხბურთო კლუბი რატგერის ალისფერი რაინდები, აიოვას უნივერსიტეტისა და ვირჯინიის ტექნიკური უნივერსიტეტის საფეხბურთო კლუბები,[74] ვისკონსინ-მედისონის უნივერსიტეტის ყინულის ჰოკეის კაცთა კლუბი. სიმღერა პოპულარულია რესლინგშიც:[75] სიმღერას იყენებენ პროფესიონალი რესლერი The Sandman[18] და ყოფილი რესლერი და ჩემპიონი მძიმე წონით კატეგორიაში ბროკ ლეზნერი.[76][77]
* სიმღერა პოპულარულია გასართობ ინდუსტრიაშიც. ტომ ლეიკისი იყენებს მას საკუთარი შოუს გამხსნელ თემად რადიოში;[77] იგი გამოყენებულია ასევე გამხსნელ სიმღერად დენიელ ვიტნის მიერ, რომელიც უკეთ ცნობილია სასცენო სახელით Larry the Cable Guy, მისი კომედიური ხასიათის შოუსთვის Comedy Central Roast.[77] 2010 წელს სიმღერის პაროდია შეასრულა ჯგუფმა The Fringemunks, რაც გამოყენებული იქნა ტელესერიალ ზღვარის 2.14-ე ეპიზოდის, „ჯეკსონვილის“ რეზიუმესთვის.[78] სიმღერა დაუკრეს ამერიკული გორების X2 პირველი აღმასვლისას ვალენსიაში, კალიფორნია.[79]
* Enter Sandman შესულია ასევე მუსიკალურ ვიდეო თამაშებში Rock Band[80] და Guitar Hero: Metallica.[81]
* სიმღერას იყენებდა ნასაც თავის საფრენ მისიაში, რომლის ხელმძღვანელიც იყო პოლკოვნიკი ელვინ დრიუ. სიმღერა გამოიყენებოდა კოსმოსური შატლის STS-123 ბორტზე მყოფი ასტრონავტების გასაღვიძებლად. სიმღერა შეარჩია მისიის სპეციალისტ რობერტ ბენკენის საცოლემ.[82]
* Enter Sandman მოექცა სტატიების სათაურებში 2003 წლის ერაყის ომის დროს მას შემდეგ, რაც ამერიკელმა მკვლევარებმა დაადგინეს, რომ დაუმორჩილებელი პატიმრები ამ სიმღერის მოსმენისას ძლიერი ზემოქმედების ქვეშ იყვნენ დიდი ხნის მანძილზე. აშშ-ის ფსიქოლოგიური ოპერაციების ინფორმაციით, სიმღერის გამოყენების მიზანი იყო „პატიმრების წინააღმდეგობის გატეხვა [...] იმ მუსიკის მოსმენინებით, რომელიც მათ კულტურულად დაამარცხებდა“.[83]
* სიმღერა განხილულია ვიდეოებში A Year and a Half in the Life of Metallica და Classic Albums: Metallica - Metallica, ხოლო მისი მუსიკალური ვიდეოს ხილვა შესაძლებელია კრებულში The Videos 1989-2004.
პერსონალი +30 ჩარი
--------------------
Self-improvement is masturbation. Now, self-destruction …
|