#29056391 · 5 Jan 2012, 09:58 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ხო ეგ სიახლეა ნამდვილად. თუმცა სიტყვა განრიდება საერთოდ არ ასახავს მაგ მუხლის შინაარს
განრიდების მუხლში მოცემულ დანაშაულებრივ ქმედება ეძახიან თეთრ საყელოიან დანაშაულებს
მუხლი 1681. განრიდება
1. პროკურორს შეუძლია არ დაიწყოს ან შეწყვიტოს სისხლისსამართლებრივი დევნა პირის (განრიდების სუბიექტის) მიმართ ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტზე, თუ პირი (განრიდების სუბიექტი) შეასრულებს ქვემოთ ჩამოთვლილი პირობებიდან ერთს ან რამდენიმეს:
ა) უკანონოდ მოპოვებული ქონების სახელმწიფოსთვის გადაცემა ან ამ ქონების ღირებულების ანაზღაურება;
ბ) დანაშაულის იარაღის ან/და სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული ობიექტის სახელმწიფოსთვის გადაცემა;
გ) მისი ქმედების შედეგად მიყენებული ზიანის სრული ან ნაწილობრივი ანაზღაურება;
დ) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ფულადი თანხის გადახდა, რომლის მინიმალური ოდენობაა 500 ლარი;
ე) საზოგადოებისათვის სასარგებლო უსასყიდლო სამუშაოს შესრულება 40 საათიდან 400 საათამდე.
2. განრიდება არ გამოიყენება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1431, 1432, 1433, 144-ე, 1441, 1442 და 1443 მუხლებით, აგრეთვე სისხლის სამართლის პოლიტიკის სახელმძღვანელო პრინციპებით განსაზღვრულ დანაშაულთა საქმეებზე.
3. თუ პირი (განრიდების სუბიექტი) არ შეასრულებს განრიდების პირობებს, პროკურორს უფლება აქვს, დაიწყოს ან განაახლოს სისხლისსამართლებრივი დევნა.
საქართველოს 2011 წლის 21 ივნისის კანონი №4868 - ვებგვერდი, 06.07.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 25 ნოემბრის კანონი №5352 - ვებგვერდი, 05.12.2011წ.
მუხლი 1682. განრიდების გამოყენების წესი
1. პირისათვის (განრიდების სუბიექტისათვის) განრიდების შეთავაზება ხორციელდება წერილობითი ფორმით. მასში მოცემულია განრიდების პირობები, მათი შესრულების დრო, ადგილი და საშუალება.
2. პირს (განრიდების სუბიექტს) წერილობით განემარტება, რომ განრიდების პირობების შესრულება ნებაყოფლობითია და ის სარგებლობს ბრალდებულის ყველა უფლებით.
3. განრიდების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე პროკურორი კონსულტაციას გადის დაზარალებულთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
4. განრიდება, როგორც წესი, გამოიყენება წინასასამართლო სხდომის გამართვამდე. განრიდება შეიძლება აგრეთვე გამოყენებულ იქნეს წინასასამართლო სხდომის შემდეგ, თუ მხარეები განრიდების გამოყენების მიზნით სასამართლოს მიმართავენ შუამდგომლობით საქმის პროკურორისათვის დაბრუნების თაობაზე. ამ შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილია საქმე დაუბრუნოს პროკურორს, რომელიც ბრალდებულს შესთავაზებს განრიდებას.
5. განრიდება არ გამოიყენება იმ ბრალდებულის მიმართ, რომელსაც აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს პატიმრობა.
6. განრიდების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას პროკურორი ხელმძღვანელობს ამ კოდექსითა და სისხლის სამართლის პოლიტიკის სახელმძღვანელო პრინციპებით.
აი წაიკითხე ესაა
--------------------
ეს სოფელი, ბავშვის ნიფხავს გავს ვეჟო, მასსავით დასვრილია და მოკლე @კ.გ.
|