ვეძებე, მაგრამ ვერ ვიპოვე ასეთი თემა და ვხსნი. მაპატიეთ თუ შემეშალა

პირველ რიგში, მაინტერესებს ინფორმაცია წინადაცვეთაზე ზრდასრულებში, მათგან, ვისაც ეს პროცედურა აქვს ჩატარებული. როგორ მიმდინარეობს თავად ოპერაცია? რამდენ ხნიანია? მტკივნეულია? მხოლოდ ადგილობრივი ანესთეზიით კეთდება?
გამოჯანმრთელების პროცესი რამდენ ხნიანია? რაში ხარ შეზღუდული? რა დისკომფორტებია? რა ცვლილებებს მოითხოვს ეს პერიოდი ცხოვრების წესში?
და ასევე, ვის მირჩევდით ჩვენი უროლოგებიდან, ყველაზე პროფესიონალურად რომ მოეპყროს ჩემ ყველაზე მნიშვნელოვან ორგანოს?