„ქარები და წ###ბი“ ანუ ფენ შუი ძველი ჩინური მოძღვრებაა, რომელიც ადამიანს ასწავლის, როგორ მოაწყოს სახლი, რომ თავი ჰარმონიულად და კომფორტულად იგრძნოს. ფენ-შუი ფილოსოფიას, მეცნიერებას, მისტიკასა და მედიცინას აერთიანებს თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ის დამოუკიდებელი მეცნიერებაცაა.ფენ შუის მიხედვით მოწყობილ სახლში ადამიანი უარყოფითი ენერგიისგან თავისუფლდება.
ფენ-შუის მიხედვით, ყველაზე დიდ მნიშვნელობა ოთახებში შემავალი კარისა და ფანჯრების განლაგებას ენიჭება, ანუ ფსიქოლოგიური და ბიოლოგიური მონაცემების მიხედვით, კარი და ფანჯრები ჰორიზონტის სხვადასხვა მხარეს უნდა იყოს გაჭრილი.ავეჯის განლაგებისას ინტერიერის სივრცეში ჰორიზონტალური და ვერტიკალური ბალანსის დაცვაა აუცილებელი. ოთახის ცენტრალური ნაწილი თავისუფალი უნდა იყოს. ამიტომ უმჯობესია, ავეჯი მთლიანად კედელთან განალაგოთ. ფენ-შუი უარყოფს მასიური, კუთხოვანი დაბოლოების და, ასევე, ანტიკვარულ ავეჯს. საერთოდ, ითვლება, რომ ენერგია, რომელიც ანტიკვარული ნივთების პირველ მფლობელებს ჰქონდათ, ახალ მფლობელზე უარყოფით ზეგავლენას ახდენს.
ფენ-შუის მოძღვრების მიხედვით, სახლის მთავარ შესასვლელში დეკორატიული სამკაული, ანუ „ქარის სიმღერა“ უნდა დაკიდოს. „ქარის სიმღერა“ ბედნიერებას, ჯამრთელობას, სიყვარულსა და ფულს მოგიტანთ.
This post has been edited by I-O-A-N-E on 11 Jan 2010, 01:15
მიმაგრებული სურათი