ბარემ THE GAZETTE-ც გავაძროთ

The Gazette (იაპ. ガゼット გაზეტტე) — იაპონური visual kei როკ - ჯგუფი. ჯგუფი შეიქმნა 2002 წელს და ამჟამად მუშაობს ცნობილ PS Company, რომელიც მუშაობდა ისეთ ცნობილ მუსიკალურ კოლლექტივებთან ერთად როგორებიც, არიან Miyavi, alice nine., Kra и Kagrra. FOOL’s MATE ჟურნალის ინტერვიუში მათ Luna Sea და X Japan თავის ყველაზე საყვარელ კოლლექტივებად აღიარეს. ჯგუფი განთქმულია მუდმივი ექსპერიმენტებით მუსიკალურ მიმართულებებში. ამჟამად the Gazette-ს შემოქმედებაში გამოიყენება მეტალის, ფანკისა და პოპულარული იაპონური მუსიკის შერევა.
ბიოგრაფია [რედაქტირება]
2002 წლის 10 მარტს როდესაც, ურუხა, რეიტა (ორივე ჯგუფიდან Karasu, Ma’die Kussë, L’ie:Chris და Kar+te=zyAnose) რუკი (Mikoto, Ma’die Kussë, L’ie:Chris, и Kar+te=zyAnose-დან) აოი (Mervilles და Artia-ს ყოფილი გატარისტი) და იუნე ყოფილი დრამელი(La’DeathtopiA, Mervilles, Artia, Vall’na racill-დან) შექმნეს ჯგუფი Gazette.
2002 წლის აპრილში მათ გამოუშვეს მათი პირველი სინგლი — «Wakaremichi» და აგრეთვე ორი ვიდეო, რომელიც გამოვიდა ორი თვის შემდეგ. აგვისტოსა და სექტემბერში მათ კიდევ ორი სინგლი და VHS გამოუშვეს. მაგ დროს მათი ლეიბოლი იყო კომპანია Matina. მათ პირველი დისკი 2002 წლის ოქტომბერში გამოუშვეს. 2003 წლის დასაწყილში იუნემ ჯგუფიდან წასვლა გადაწყვიტა. მის ადგილზე კაი მოვიდა (Mareydi†Creia-ის) დრამელი მოვიდა. 2003 წლის მარტში ჯგუფმა მუშაობა PS Company -ის ლეიბლტან დაიწყო.
მაისში მატ პირველი მინი ალბომი გამოუშვეს. Cockayne Soup და გაემგზავრეს თავის პირველ ტურნეში ჯგუფ Hanamuke -სთან ერთად. ტურნესგან თავისუფალ დროს მათ ორი სიმღერა დაწერეს ერთად. მატი შემდეგი ტური იყო ჯგუფ Vidoll -თან ერთად. მუსიკალურმა ჟურნალმა Cure გამოუშვა ნომერი ამ ორი ჯგუფიტ მატ ყდაზე.
28 დეკემბერს GazettE-მ კონცერტი Beauti-fool’s Fest '03-ზე ჩაატარა. კონცერტი იყო ორგანიზებული მუსიკალური ჟურნალის Fool’s Mate -ის მიერ. მატ გარდა ამ კონცერტზე აგრეტვე გამოვიდნენ Kra, lab., Gullet, Pink Halleluja, deadman, Miyavi, D'espairsRay, Daigo Stardust, Merry, და MUCC -ი. 2004 წლის 16 იანვარს Gazette -მ ჩაატარა თავისი პირველი სოლო კონცერტი. რომელიც შემდეგში იყო გამოსული DVD Tokyo saihan ~JUDGMENT DAY~ 2004.1.16 SHIBUYA-AX LIVE -ზე. 2004 წლის 30 მარტს ჯგუფმა გამოუშვა მინი ალბომი MADARA, რომელმაც Oricon -ის ცხრილში მეორე ადგილი მოიპოვა. 25 აგვისტოს Heisei Banka -ს კონცერტი გამოვიდა DVD -ზე, რომელიც 23 აპრილს ჩაიწერა.
მაისში მატ გამოუშვეს DVD MADARA, რომელშიც 6 ვიდეო და მინი ალბომი MADARA -ს შექმნა იყო ჩაწერილი. სექტემბერსა და ოქტომბერში Gazette, PS Company ლეიბლის სხვა წარომომადგენლებთან ერთად Kra და bis გამოემგზავრეს ტურში. (bis შემდგომში წავიდა PS Company და Free-Will შეუერთდა.)
2004 წლის 13 ოქტომბერს ჯგუფმა Disorder -ი, თავისი პირველი სრულყოპილი ალბომი, რომელიც Oricon-ის ცხრილში 5 ადგილზე იყო.
2005 წლის აგვისტოში ჯგუფმა გამოუშვა მინი ალბომი Gama. მაკსი სინგლი «Cassis» გამოშვებული იყო მოგვიანებით ამავე წელს, რომელაც მოჰყვებოდა ჯგუფის დასახელების შეცვლა Gazette -დან the GazettE -ზე. მათი მეორე სრულყოფილი ალბომი NIL -ი გამოვიდა 2006 წლის 8 თებერვალს. ორად «პირველი გამოშვება» და «ჩვეულებრივი გამოშვება». კომპოზიცია Taion -ი მიძღვნილია ძიუნკო ფუტურის ხსოვნას, სასტიკად მოკლულ იაპონელ გოგონას 1989 წლის იანვარში. 2006 წლის ტებერვალში The Gazette დაიწყო ტური Nameless Liberty Six Guns Tour.
ოქტომბერსა და ნოემბერში გამოვიდა ორი სინგლი «REGRET» და «Filth in the Beauty»
Decomposition Beauty Tour გრძელდებოდა 2006 წლის 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრის ჩათვლით, ის დაიწყო საპპაროში და ოსაკაში დამთავრდა. ახალი სინგლი «HYENA» გამოვიდა იმავე წლის 7 თებერვალს.
The GazettE -მ გამოუშვა ახალი ალბომი STACKED RUBBISH 2007 წლის 4 ივლისს ორ ვერსიად. გამოშვება DVD -დან და ჩვეულებრივი გამოშვება. CD -ის გამოშვებასთან ერთად დაეწყოთ ტური STACKED RUBBISH] Pulse Wriggling to Black რომელის გაგრძელდა 15 ივლისიდან 9 სექტემბრამდე. სიმღერა Chizuru მატი მომავალი ალბომიდან STACKED RUBBISH გამოიყენეს როგორც, საუნდტრეკი კორეულ ფილმთან APT(ჟანრი საშინელება)
2007 წლის დასასრულში გამოვიდა ჯგუფის საკუტარი იუვერული სამკაულების კოლექცია GemCerey კომპანიასტან ერთად. 2008 წლის დალაწყისში ამ კოლექციის რეკლამა აჩვენეს ტელევიზიაში. რეკლამისთვის იყო გამოYენებული სიმღერა «Guren». თვით სინგლი კი 2008 წლის 13 თებერვალს გამოვიდა.
2008 წლის აგვისტოში the GazettE -მ ჩაატარა კონცერტი «GAZEROCK FESTIVAL IN SUMMER 08 BURST INTO A BLAZE» თავისი ოფიციალური ფან-კლუბითვის, სადაც შეიკრიბა 15 000 გასართობ პარკში ფიდზიკიუ.
ორი თვის შემდეგ the GazettE -მ ჩაატარა ეკსკლუზიური კონცერტი მხოლოდ მათი ფან-კლუბის მონაწილეებილთვის Shibuya AX, ‘HERESY PRESENTS STANDING LIVE TOUR 08 FROM THE DISTORTED CITY'ტურის დროს. ერთდროულად მიდიოდა მომზადება LEECH სინგლის გამოშვებაზე.
This post has been edited by Mr.Drummer on 10 Dec 2011, 14:17
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)