"ეკონომისტმა" დემოკრატიის ინდექსის ახალი, 2011 წლის რეიტინგი დადო:
http://en.wikipedia.org/wiki/Democracy_indexამ რეიტინგში ყველაზე საინტერესო ის არის, რომ საქართველოს რეიტინგმა ოდნავ (ორი ადგილით) ზემოთ აიწია - თუ არ ვცდები, შარშან მას 104-ე ადგილი ეკავა, წელს კი 102-ზეა. საქართველო კვლავაც ჰიბრიდული რეჟიმის ქვეყნად რჩება.
ამავე დროს, რუსეთის ფედერაციამ მკვეთრად დაბლა დაიწია და ავტორიტარული ქვეყნების რიცხვს შეუერთდა - შარშანდელ ინდექსში რუსეთიც ჰიბრიდული რეჟიმის ქვეყანა იყო და საქართველოს მეზობლად იმყოფებოდა.
ახლა უკვე დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ საქართველო რუსეთზე უფრო მეტად დემოკრატიული ქვეყანაა.
გილოცავთ!

P.S. ხო, აი, ნორვეგია კი ყველაზე დემოკრატიული ქვეყანაა მსოფლიოში - ასე რომ, ნორვეგიელებსაც ვულოცავ.

P.P.S. სამაგიეროდ, არ ვულოცავ უკრაინელებს - უკრაინა ნაკლიანი დემოკრატიის ქვეყნებიდან ჰიბრიდული რეჟიმის ქვეყნებში გადაიყვანეს.
This post has been edited by Guardian on 30 Dec 2011, 21:15