VILLAეჰჰ, ნეტა მე ვიყო 19 წლის და ეხლა რა ჭკუაზეც ვარ იმ ჭკუაზე

ტურნიკი ნახე სადმე ახლომახლო და იმაზე ივარჯიშე, დღეგამოშვებით. ოღონდ ეცადე არ ჩააგდო და სისტემატიურად ივარჯიშო. აზიდვები გააკეთე ნელა, შენთვის საუკეთესო იქნება პირამიდის გაკეთება - ჯერ 1ხელ იწევი, მერე 2ჯერ, მერე 3ჯერ და ა.შ. მერე უკან მოუყვები 3-2-1. რაც მთავარია თავიდან ეგრევე რემბოობას ნუ მოინდომებ, შთააგონე შენს თავს, რომ მინიმუმ 3 თვე უნდა ივარჯიშო, და ამ 3 თვის ბოლოს თუ ახვალ 5-მდე (ანუ 1-2-3-4-5-4-3-2-1) ე.ი. სწორ გზას ადგეხარ!

წარმატებას გისურვებ და ერთრამესაც დავამატებ - შენ თუ არ მოინდომე, ვერცერთი ექიმი ვერ მოგარჩენს

არ არსებობს "ხერხემლის წამალი" რომ დალიო ან გაიკეთო და მორჩა. ნებისმიერი ექიმი გეტყვის, რომ მაგის ერთადერთი წამალი არის სისტემატიური ვარჯიში.
ტიპებმა ქვეყნის მომავალი ლომბარდში ჩადეს ფული მოტეხეს და ვალდებულებებს ჩვენ გვიტოვებენ