აუდი A8 1994-2003
პირველად იქნა ნაჩვენები 1994 წლის თებერვალში-პირველი ლუქს კლასის ავტომობილი რომელიც აღჭურვილი იყო წინა და ასევე quattro სისტემით,რომლის კორპუსი (ძარა) დამზადებულია ალუმინისგან ტექნოლოგიით Audi Space Frame .
სრულამძრავიანი მოდიფიკაცია 2.8 quattro გამოვიდა 1995 წელს,იმავე წლის ივლისში ჩაიდგა ასევე 3,7 V8 230 ცხენის ძალიანი ძრავი .1996 წლის იანვარში დაყენდა ასევე 2,8 V6 30 კლაპნიანი (193 ცხენის ძალით).
1997 წლიდან დაყენდა ასევე დიზელის ძრავი -V6 2.5 TDI -150-ცხენის ძალით,
რომელიც იყო გათვლილი ეკონომიაზე,
3,7 და 4,2 V8 ძრავები 230 და 300 ცხენის ძალით გამოდიოდა როგორც მექანიკური ასევე ავტომატური გადაცემათა კოლოფით რომელიც იყო ცნობილი და ყველაზე წარმატებული ფირმის -ZF.
მოდელი S8 გახლავთ A8-ის სპორტული ვარიანტი,რომელზეც ყენდებოდა 4.2 V8 340 ცხენი ძალით 1998 წლამდე,(98-02)რესტაილინგი-365 ცხენის ძალით,რომელზეც იდგა როგორც ავტომატური ასევე მექანიკური გადაცემათა კოლოფი
ავტომობილის ძარა (კუზაო) დამზადებულია ალუმინის შენადნობისაგან ტექნოლოგიით Audi Space Frame სადაც ძარის ყველა დეტალი დამზადებულია ალუმინის შენადნობისაგან,რომელიც უფრო კარგად შთანთქავს დარტყმას -ქარხნული გარანტია ჟანგზე 25 წელია,აგრეთვე დიდი პლიუსი ამ ძარის არის მისი სიმსუბუქე 4.2 ძრავით აღჭურვილი ავტომობილი მასა შეადგენს 1750 კგ.ს,
ტექნოლოგია Audi Space Frame შემუშავებუია ფერდინანდ პორშეს შვილიშილის ფერდინანდ პიხ-ის მიერ ,რის შედეგადაც ეს ძარა პირველად იყო გამოყენებული ამ კლასის ავტომობილში სერიულად რამაც დიდი წარმატება მოუტანა მას
რესტაილინგი მოდელმა განიცადა 1998-წლის ნოემბერში და გამოდიოდა 2002 წლამდე
რესტაილინგის შემდეგ მოდელს გარეგნულად შეეცვალა ე.წ.აბლიცოვკა,კაპოტი(ოდნავ სხვა ფორმისაა),სახელურები,შიტოკები, ასევე წინა განათება,
8 ცილინდრიანი ძრავებზე დაყენდა ახალი ე.წ. გალოვკა 5კლაპნით ცილინდრზე რის შედეგადაც 3.7 ლიტრიანი ძრავის მოცულობა გაიზარდა 191 კილოვატამდე ,მაბრუნებელი მომენტი 350-ნიუტონ მეტრამდე.260 Hp
ასევე 4.2 ძრავის სიმძლავრე გაიზარდა 228 კილოვატამდე -მაბრუნებელი მომენტი 410 ნიუტონ მეტრამდე(310 Hp)
ასევე მაღალი ტექნიკური მახასიათბლებით გამოირჩევა 2.5 TDI (150 Hp),მისი მაბრუნებელი მომენტი 310 ნიუტონ მეტრია რომელსაც ინარჩუნებს ძალიან დიდ დიაპაზონში .რომელიც 1500 დან 3200 დეა,არის ასევე ძალიან ეკონომიური ვარიანტი.
2000 წელს მოდელს დაემატა ორი ახალი დიზელის ძრავი 2.5 TDI (180 Hp) და 3.3 TDI (224 Hp),
განსაკუთრებით არსანიშნავია იმ დროისთვის პირველი 3.3 V8 TDI (224 Hp) ტიპის დიზელის ძრავი რომელიც А8 3.3TDI -ს ხდის ე.წ. დიზელის ექსპრეს რომელიც იდიალურია სისწრაფით და წვის მიხედვით ავტობანზე გადასაადგილებლად,ამ ძრავით ავტომობილი კომპლექტდება მხოლოდ 5 სიჩქარიანი ავტომატით და მხოლოდ quattro სისტემით,მისი მაქსიმალური სიჩქარეა 242 კმ.სთ ასაჩქარებლად (0-100კმ)-დე ჭირდება მხოლოდ 8.2 წამი,საწვავს ტრასაზე მოიხმარს 7.3 ლიტრს 100კმ.-ზე
უფრო პრესტიჟულია 130 სმ-ით გრძელი ლონგ ვერსია А8L Quattro 4,2ძრავზე 310 ცხენის ძალით,რომელსაც აქვს ექსკლუზიური ინტერიერი და იწყობა ყოველთვის მყიდველის გემოვნების მიხედვით,კომპლექტაცია დაუსრულებელია და დამოკიდებულია მყიდველის ფანტაზიაზე
აღსანიშნავია რომ აუდის ამ კლასში ყავს სპეციალური სპორტ ვერსია S8,რომელიც ტავიდან კომპლექტდებოდა მხოლოდ 6 სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფით ,რომელსაც შემდეგ დაემატა ასევე 5 სიჩქარიანი ავტომატი Tiptronic,კომპლექტაციაში მოყვება 18 დიუმიანი დისკები ასევე სპორტული საკიდი რომელიც 20მმ-ით დაბალია სტანდარტულზე ,იგი განკუთვნილია მდიდარი ადამიანისთვის რომელსაც მანქანის მართვა თავად ურჩვნია,მისი კომფორტი და უსაფრთხოებაც ასევე მაღალ დონეზეა
ყველაზე მძლავრი ვერსიაა Audi A8 W12 რომელიც აღჭურვილია 6.0 ლიტრიანი 12 ცილინდრიანი ძრავით, 420 ცხენის ძალით
2003 წლიდან გამოვიდა audi A8-ის ახალი თაობა audi A8 (D3)

Uploaded with
ImageShack.us 
Uploaded with
ImageShack.us 
Uploaded with
ImageShack.us This post has been edited by gsx on 9 Jan 2012, 17:47