BMW CLUB GEORGIA>>>>http://bmwclub.ge/
ახალი თემით მინდა შევეხო საკითხს რომელიც ბევრ აქაურს აწუხებს და გულისტკივილით ლაპარაკობენ ხოლმე BCG-ზე ხოდა თუ ყველას ეგრე გინდათ რომ კაი კლუბი იყოს შევიკრიბოთ და ალტას წინ ბოლო სხოდკაზე დადებული პირობები შევახსენოთ ზოგ-ზოგიერთებს თუ საქმის კეთებ ა და ერთად ყოფნა გინდათ თუ არადა მეც დიდად ... მკიდია ამაზე მარტოს ნერვიულობაზე
)BMW–ს ეკო ავტომობილები ფრანქფურტშიBMW-ს ეკო–მეგობრული ავტო ინდუსტრია რეალობას კიდევ უფრო უახლოვდება, მით უმეტეს, რომ კომპანიამ 2 ახალი კონცეფტუალური მოდელი i3 და i8 პუბლიკას ფრანქფურტშიც წარუდგინა. დავიწყოთ 4 ადგილიანი i3–ით, რომელიც მხოლოდ ელექტროობის დახმარებით მოძრაობს. უფრო ზუსტად რომ გითხრათ, ავტომობილის ელ.ძრავი ლითიუმ იონის ბატარეით იკვებება, რაც ავტომობილს 170 ცხენისძალას და 250 ნიუტონმეტრს ანიჭებს. ეს სიმძლავრე 1250 კილოგრამის მასის მქონე ჰეჯბეკს საშუალებას აძლევს 0–100 კმ/სთ–მდე 7,9 წამშ აჩქარდეს და გაავითაროს მაქსიმალური 150 კილომეტრი საათში. საკმაოდ კარგი სპორტული მახასიათებლების და მიუხედავად, მცირე ზომის ელექტრო მობილს ერთი დატენვით 130–დან 160 კილომეტრამდე მანძილის დაფარვა შეუძლია, სრულიად უენერგიო ბატარეის დატენვას კი მაქსიმუმ 6 საათი დასჭირდება.
განსხვავებით თავისი პატარა ძმისა, i8–ზე ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ ის ელექტრო მობილია, რადგან ელექტრო ძრავის გარდა მას აქვს 1,5 ლიტრიანი ტურბოჩარჯირებული ბენზინის ძრავიც. ძრავთა ასეთი დართვა ავტომობილს 353 ცხენისძალას და 550 ნიუტონმეტრს ანიჭებს, რისი დახამრებითაც 1480 კილოგრამიანი ავტომობილი, 0–100კმ/სთ–მდე 4,6 წამში ჩქარდება და ავითარებს ელ.შეზღუდულ 250 კმ/სთ–ს. ასეთი მონაცემებით ბავარიულმა ბრენდმა ნამდვილად უნდა იამაყოს, თუმცა ამ ყველაფრის გარდა მინდა დავამატო ისიც, რომ i8–ს მხოლოდ ელ.ძრავის დახმარებით 35 კილომეტრის გავლა შეუძლია, რის შედეგადაც ავტომობილის საწვავის ხარჯი 100 კილომეტრზე 2,7 ლიტრ ბენზინს შეადგენს, საზიანო აირები კი ასეთი წვის დროს ყოველ კილომეტრზე მხოლოდ 66 გრამს შეადგენს.


წყარო
DRIVE.GE
ესეც ჩემი ცხენები

)))))))))))