#62316830 · 16 Oct 2025, 22:51 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (ბასიანი89 @ 16 Oct 2025, 06:57 ) | მნაცაკანა შეიძლება აბაშელი სიმონიას წინაპარიც აბჟუიდნანაა. მეგრელი კია მაგრამ ძველი აფშილია. მით უმეტეს გ1264 შტოა.
რატომ და რანაირად გავრცელდა აფხაზური -ფხე- ყველა ქართველურ ტომში? მგონი ქრთული სიტყვა მხევალიც მაქედან მოდის. |
სიმონიას კლადი ავარული წარმოშობისაა. ყველაზე ახლო შტოები თათრებსა (თათარსტანი) და რუსებში უფიქსირდება 1650 წლის წინანდელი საერთო წინაპრით.
ლიხნელი დაემთხვაო მოგვარე სენაკელ მეგრელს. სიმონია მეგრული ენის წიაღშია შექმნილი. კოდორ-ღალიძგას შუამდებარე კუთხიდანაც რომ იყოს, მაინც მეგრული გამოდის. ეგ მხარე მე-18 ს-ის დასაწყისამდე მეგრული იყო. აფხაზთა გამუდმებული თავდასხმების გამო, აღმოსავლეთით მიგრაციაც დადასტურებული ფაქტია და დასავლეთით ტყვედ წასხმაც...
ისე, იმავე საიტზე უწერიათ, ყველაზე ადრე მოხსენიებული ლიხნელი სიმონია არისო ბეჟან პეტრეს ძე, რომელიც 1824-ში მოუნათლავს ვინმე იოსებ დაუთიას (დავითია, ეგ გვარი ნაჟანეოსა და კვიტოულში დასტურდება მეგრელობისას). ეს ბეჟანი ყოფილა აშინაყმა (შინაყმა). აშინაყმას, რატომღაც, წვრილაზნაურობას მიაწერენ აფხაზი მკვლევრები, თუმცაკი იყო ათავადის (თავადი) კარზე მიკედლებული შინამოსამსახურე.
|