ქობულეთში პრეზიდენტის მიერ საზეიმოდ გახსნილი სასათბურე მეურნეობა დაინგრა!
ქობულეთში საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ საზეიმოდ გახსნილმა სასათბურე მეურნეობამ ზამთარს ვერ გაუძლო და დაინგრა.
როგორც „ექსპრესნიუსს“ ქობულეთიდან ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთმა წევრმა მირიან ბარაძემ განუცხადა, სათბურში გათბობის მიწოდება ვერ მოხერხდა, კონსტრუქციამ ზამთარს ვერ გაუძლო და ჩაინგრა.
„სასათბურე მეურნეობაში მოსავალი ამ თვეში უნდა მიეღოთ, თუმცა სათბურში გათბობის მიწოდება ვერ მოხერხდა, კონსტრუქციამ ზამთარს ვერ გაუძლო და ჩაინგრა,“- განაცხდა ბერაძემ.
მიხეილ სააკაშვილმა ქობულეთის მახლობლად,გასული წლის 19 დეკემბერს, უკრაინული კერძო ინვესტიციით აშენებული ახალი სასათბურე მეურნეობა მოინახულა.
როგორც პრეზიდენტმა განაცხდა, სათბურის მშენებლობის დაწყება 5 თვის წინათ გადაწყდა და მალევე აშენდა.
„sწრაფი ტემპით საქართველოში ბევრი რამ კეთდება. როდესაც ვამბობთ, რომ ქობულეთში ფასები უნდა შემცირდეს ნიშნავს იმას, რომ მოსახლეობას იაფი პროდუქტი უნდა მივაწოდოთ. ჩვენს ქვეყანაში პროდუქცია, უმეტესწილად, თურქეთიდან შემოდის. ქობულეთში ტურიზმის გარდა, აუცილებელია, ადგილობრივი მოსახლეობა მთელი წლის განმავლობაში იყოს დასაქმებული. ამის საწინდარი კი სწორედ ასეთი საწარმოების შექმნაა – სათბურების, ტექსტილის ფაბრიკების და სხვა“,- განაცხდა პრეზიდენტმა.
როგორც მაშინ პრეზიდენტს განუცხადეს, სათბური დაახლოებით ერთ ჰექტარზე იყო გაშენებული და მაღალტექნოლოგიური ტექნიკის გამოყენებით იმართბოდა. ადგილზე დამონტაჟებული იყო თანამედროვე გათბობის სისტემაც. სათბურში მოყვანილი პროდუქცია კი ადგილობრივ ბაზარზე იყო გათვლილი.
აღსანიშნავია, რომ ბათუმში, ახალ ბულვარში ახლად აშენებული ამფითეატრიც დაშელეს, რადგან ძლიერმა ქარმა დააზიანა. იგი 500-მდე მაყურებელზე იყო გათვლილი.
http://geurasia.org/news/qobulethshi-saaka...rneoba-daingra/