#29183304 · 13 Jan 2012, 15:33 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
....დაივიწყე შენი მდიდარი თაყვანისმცემლები, მაგრამ არ დაგავიწყდეს ტაქსის მძღოლს ცოლის ამბები გამოჰკითხო, შეიძლება ცოლი ფეხმძიმედ ჰყავს, მაგრამ იმის ფულიც არ აქვთ თავიანთი პირმშოსთვის სახვევები შეიძინონ. თუ ასეა, ადექი და ჩაუდე ფული ჯიბეში! .....დროდადრო მეტროში ჩადი, ქალაქი დაათვალიერე, იარე ფეხით ან ავტობუსით. ხალხს დააკვირდი, ქვრივ ობლებს შეხედე და დღეში ერთხელ მაინც უთხარი შენს თავს: მე ერთ ერთი მაგთანი ვარ! დიახ, შენ ერთ ერთი მათგანი ხარ. ....ხელოვნება, სანამ ცაში ასაფრენ ფრთებს უბოძებდეს ადამიანს, ჯერ ფეხებში ურტყამს. როცა დადგება წამი და იგრძნობ, როგორ მაღლდები მაყურებელზე, მაშინვე გადი სცენიდან, პირველივე ტაქსი დაიჭირე და პარიზის უბნებს მიაშურე. მე კარგად ვიცნობ ამ უბნებს. იქ იხილავ მოცეკვავე ქალიშვილებს - შენს მსგავსთ, შენზე უფრო გრაციოზულებს, შენზე ამაყებს. შენი თეატრის პროჟექტორების თვალისმომჭრელ ელვარებას იქ ვერსად ნახავ..... დააკვირდი, კარგად დააკვირდი: შენზე უკეთ ხომ არ ცეკვავენ?, გამოტყდი ჩემო გოგონა. ცოტას როდი შეხვდები ისეთს, ვინც შენზე უკეთ ცეკვავს, შენზე უკეთ თამაშობს და გახსოვდეს: ჩარლის ოჯახში არასოდეს ყოფილა ვინე ისეთი ხეპრე, რომ მეეტლისთვის უკმეხი სიტყვა ეთქვას ან სენის სანაპიროზე მჯდარი მათხოვრისთვის დაეცინოს. .... ოღონდ გახსოვდეს, ორ ფრანკს რომ დახარჯავ შენს თავს უთხარი, მესამე მონეტა ჩემი არ არის-თქო. ის ეკუთვნის ვიღაც სხვას, უცნობს, ვისაც ის ერთი ფრანკიც სანატრელი აქვს. მისი პოვნა არ გაგიჭირდება. საკმარისია მოინდომო და ამ უცნობ ღატაკებს ყოველ ფეხის ნაბიჯზე ნახავ. ფულზე იმიტომ გელაპარაკები რომ კარგად ვიცი ამ დემონის მაცდური ძალა...
... მე ანგელოზი არ ვყოფილვარ, მაგრამ მუდამ ვცდილობდი ადამიანი ვყოფილიყავი. ეცადე შენც. გკოცნი ჯერალდინა, შენი ჩარლი 1965 წლის დეკემბერი
|