მე ასეთ გამოსავალს ვხედავ:
1. ქართული ანბანიდან უნდა ამოვიღოთ ასოები "ბ" და "ძ". ვინც ამ ასოებს გამოიყენებს, დაჯარიმდეს 10.000 ლარით!
ახსნა: ქართველები ოდითგანვე ებრძოდნენ ასოებს - "ძ"-ს და "ბ"-ს. გაიხსენეთ სახელი შაჰ-აბასი, რომელშიც არის ასო "ბ". რამდენი ქართველი შეეწირა მასთან ბრძოლას! ან "ძ", რომელიც სიტყვა "ძალადობის" პირველი ასოა. როგორ შეიძლება ანბანში მისი დატოვება! ხალხისთვის უკეთესია, ეს მავნე ასოები დავივიწყოთ და დღეიდან პრეზიდენტის სრული სახელი იყოს - მიხეილ ნიკოლოზის ძე სააკაშვილი!
2. დაბალი ტანის მამაკაცებს, რომელთა სიმაღლე 175 სმ-ზე მეტი არ არის, ეკრძალებათ არჩევნებში მონაწილეობის მიღება.
ახსნა: დაბალი იყო აღა-მაჰმად-ხანი - საქართველოს წურბელა! ან კიდევ, პუტინი და მედვედევი გავიხსენოთ - ორივე დაბალი და შესაბამისად, სისხლისმსმელები! ნუთუ ეს არ არის საკმარისი, დავიჯეროთ, რომ დაბალი ადამიანების პოლიტიკაში მოსვლა ჩვენი მტრის წისქვილზე ასხამს წყალს?!
3. დაპატიმრებული იქნეს ყველა ის ადამიანი, რომლის დაბადების ადგილის აღმნიშვნელ სიტყვაში არის "ჭორ" ან "ვილა"!
ახსნა: "ჭორზე", იმედია, არ შემეკამათებით - ჭორებმა დაღუპა კაცობრიობა! რაც შეეხება "ვილას", ეს არის კორუფციით გამდიდრებული ადამიანის სახლი და ასეთსიტყვებიანი სოფლებიდან თუ ქალაქებიდან წამოსული ადამიანების ადგილი ციხეშია!
4. ხელისუფლებაში მოსვლა ეკრძალება ადამიანს, თუ მისი მეუღლე ქართველია.
ახსნა: პოლიტიკოსს არ შეიძლება ჰყავდეს ქართველი ცოლი, რადგან ის გაუთავებლად წუწუნებს: "სად იყავი?" "კიდევ გათხლეშილი მოხვედი?" "უსაქმურო, ქალებში ეგდე, ხომ?"
ასეთ ცოლს ხშირად დასახმარებლად მოჰყავს დედა, ამიტომ ასეთცოლიანი ადამიანების ადგილი პოლიტიკაში არ არის!
5. ფულის დახარჯვა საარჩევნოდ შეუძლიათ მხოლოდ "ნაციონალებს".
ახსნა: ფულის ფლანგვა არის ცოდვა, ამიტომ ხალხს თუ სხვა პარტიის წარმომადგენლებს ცოდვაში ფეხს ვერ ჩავადგმევინებთ და ამას ჩვენს თავზე ვიღებთ.
6. ყველა ადამიანი, განურჩევლად რასისა, სქესისა და მრწამსისა, ვალდებულია, ხმა მისცეს "ნაციონალებს".
ახსნა: ამას ჩვენ ვერ ვხსნით, ამიტომ ვანო აგიხსნით, მერაბიშვილი.
7. მოკლე კანონი, რომელიც ყველა კანონს ერთად მოიცავს:
ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ვერ მოვა!!!
ახსნა: ამას არ ავხსნით, რამე პრეტენზია გაქვთ?!
როდესაც ინტერნეტი გამეთიშა, სახლში აღმოვაჩინე ცოლი, ტელევიზორი და კიდევ ბევრი უცნაური ნივთი ! @ david_888
უმადური ერი, პუტინის მონებოოოოო @ miriani111
ძლიერი ნაცების დაჩოქება კი არაა ვაჟკაცობა არამედ, სუსტი ხალხის წამოყენება, ბატონო ბიბი. @ Kakha55555