უკვე გაჩუმება შეუძლებელია. დუმილი ამ თემაზე დღეს უკვე შიდა მტერთან თანამზრახველობას ნიშნავს მოაზროვნე ქართველთათვის, ხოლო იდიოტებს კი თავი ქუდში აქვთ, რადგან ნათქვამია : არცოდნა არცოდვააო !
დღეს უკვე ქართველთა ყველა კატეგორიამ, კერძოდ, მოაზროვნეებმაც (მოაზროვნეებშია 2 ქვეჯგუფი : პატრიოტები და მოღალატეები) და იდიოტებმაც უნდა გავიგოთ, თუ რატომ არ (ვერ კი არა, არ !) აბრუნებს ტერიტორიებს სააკაშვილი !
არადა, აფხაზეთის დაბრუნებიოს საკითხი პოლიტიკურია, მას მხოლოდ ერთი უბრალო განცხადების გაკეთება სჭირდება, ყოველ შემთხვევაში, სჭირდებოდა. დღეს კი შეიძლება უკვე გვიანიც იყოს.
თემაში წამოჭრილი საკითხი არის მეტად მნიშვნელოვანი და დღეს მას ცალკედ გამოყოფა ეკუთვნის, ყველა სხვა თემაზე უფრო. ასე რომ, მოდერების და იუზერების წუწუნი არ დავინახო აქ (მიუხედავად იმისა, ზემოთ დასახელებულ ქართველთა თუ რომელ კატეგორიებს ეკუთვნიან ისინი) !
მოგახსენებთ დღეისათვის შექმნილ აბსოლუტურ ჭეშმარიტებას, რომელიც უკვე შეუიარაღებელი თვალითაც კი ჩანს, რომელიც ყრუსაც კი ესმის, რომელსაც ბრმაც კი ხედავს : საქართველოში ამ ეტაპზე შეიქმნა ისეთი სიტუაცია, როცა ხელისუფლება არ და ვერ აბრუნებს და ხელახალი საარჩევნო გამარჯვების შემთხვევაში არ და ვერც დააბრუნებს თავის მიერვე დაკარგულ ტერიტორიებს.
რასაკვირველია, სააკაშვილის კარიერას რომ აწყობდეს აფხაზეთ-სამაჩაბლოს დაბრუნება, ის ისეთ პოლიტიკას წარმართავდა, რომ შეიქმნებოდა მათი დაბრუნების ჯერ წინაპირობა, მერე ფონი დაბოლოს, პოლიტიკური ბერკეტები !
საქმე ისაა, რომ სააკაშვილს და მის კარიერას ეს არ აწყობს, უფრო სწორედ, ზოგიერთი დასავლელი "მეგობრის" წყალობით ისეთ სიტუაციაში ჩაიგდო თავი, რომ უკვე არ აწყობს აფხაზეთ-სამაჩაბლოს დაბრუნება !
მე ვარ სოხუმელი, რეალურად მსურს აფხაზეთ-სამაჩაბლოს დაბრუნება და მშობლიურ ქალაქში, ჩემი კოლხი წინაპრების მიერ აშენებულ ქალაქში დაბრუნება.
მაგრამ, რაც დრო გადის, მით უფრო უკეთ ვხედავ და მთელი შეგნებით ვრწმუნდები, რომ სააკაშვილის ხელისუფლებას არათუ არა აქვს (და არც შეიძლება ჰქონდეს) აფხაზეთ-სამაჩაბლოს დაბრუნების გეგმა, სტრატეგია, პოლიტიკა, არამედ არ აწყობს უკვე ასეთი პერსპექტივა.
რადგან სააკაშვილი თავის დროზე აღსაყდრდა და დღესაც ხელისუფლობს არაქართული ანუ საკუთარი სახელმწიფო ინტერესების მქონე დასავლელი "მეგობრების" პოლიტიკური და ფინანსური დახმარებითა და ხელშეწყობით.
ადრე ვთქვით და აქაც ვიმეორებთ : დასავლეთმა კოსოვოს ცნობით ანუ რუსების ამ პრეცედენტით დასაბაბება-პროვოცირებით ანუ აფხაზეთის საქართველოდან ჩამოჭრით მიიღო ე. წ. "ქართული კარტი-ბერკეტი", რომლითაც ზეწოლას აწარმოებს რუსეთზე გლობალურ საკითხებში (ახლო აღმოსავლური კონფლიქტი, ირანი, ავღანეთი, სირია, ნავთობი, სხვ.).
რუსმა ხელისუფლებმა და სამხედროებმა მიიღეს ტორტის თავიანთი კუთვნილი ორი ნაჭერი (აფხაზეთ-სამაჩაბლო, როგორც სადაჩო და სამხედრო-საბაზო ნაკვეთები და ჩრდილოკავკასიელთა და რუს შოვინისტთა წინასაარჩევნო მადლიერება იმპერიის აღდგენის საშურ საქმეში).
სეპარატისტების "გამარჯვებები" ("დამოუკიდებლობა" ანუ ქართული მიწების ქართველთა გაგდების და გენოციდის წყალობით მიტაცება) ასევე ჩაისვა დასავლურ-რუსული "ჰუმანური" გარიგების ჩარჩოში.
მაშასადამე, საქართველოს ნგრევაში ტორტის ნაჭრები საქართველოს და მისი პატრიოტი მოსახლეობის გამოკლებით მიიღო ყველა დანარჩენმა მხარემ : დასავლეთმა, რუსებმა, სეპარატისტებმა და სააკაშვილის ხელისუფლებამ.
ვიმეორებ ჩემს ლოზუნგს : სააკაშვილი რომ არ არსებულიყო, მას შექმნიდნენ დასავლეთი და რუსეთი !
რუსულ-ქართული დაპირისპირებით ისარგებლეს ვეშაპებმაც (დასავლეთი და რუსეთი), ზვიგენმაც (სააკაშვილი) და პირანებმაც (აფსუა და ოსი სეპარატისტები).
დევნილებმა კი იწვნიეს გენოციდი და მათხოვრობა-მომთაბარეობა, თავად საქართველომ - მორიგი ნგრევა, რაც დღეს, საერთაშორისო კანონებით შედარებით მოწესრიგებულ XXI საუკუნეში, არ უნდა დაეშვათ თავმოყვარე, პატრიოტ და განათლებულ ქართველ პოლიტიკოსებს !
მაგრამ აღმოჩნდა, რომ ქართულ პოლიტიკაში ეროვნული სტრატეგიის გარდა არსებულა ძაღლის ორი თავი : 1. კარიერისტების მოღალატური პოლიტიკა; 2. რეგვენთა უმოქმედობა და მტრის მიერ მათი მანიპულირება, რაც კიდევ ერთხელ მასშტაბურად გამოვლინდა აგვისტოს ომში.
ყველაზე უფრო დასანანი ისაა, რომ ჩვენ დღეს სააკაშვილის ხელში მძევლები ვართ და პოლიტიკაზე გავლენას ვერ ვახდენთ.
არადა ცხადზე ცხადია : რადგან სააკაშვილმა იცის, რომ არ უწერია აფხაზეთის დაბრუნება, ყველაფერს აკეთებს, რათა არც შემდგომმა ხელიფლებამ დააბრუნოს ის !
სწორედ ამიტომ გაიხადა თანამონაწილედ ქართველები აგვისტოს ომში ! ჩვენ უნდა გადაგვაბრალოს, ჩვენს ქართულ წარმოშობას, რის გამოც დაუწყიათ, თურმე, რუსებს ომი !
და არა თავად სააკაშვილის გამო !
ჩვენს, ჩვენი ქართველობის გამოო !
მაგრამ 1801-1993//2008 წლებში ქართველობა, ასეა თუ ისე, რომ ცხოვრობდა აფხაზეთ-სამაჩაბლოში, აი, ამაზე არაფერს ამბობს.
თუ რუსებს ვძულდით ქართველობა, მთელი 2 საუკუნე რატომ არ გაგვაგდო ჩვენ აფხაზეთ-სამაჩაბლოდან ?
იმიტომ, რომ არ ვიქაჩებოდით !
გავიქაჩეთ და დაგვსვეს კუნძზე.
რაა ამაში გაუგებარი ?
ელემენტარულია.
ჩვენ სხვა თემებში უკვე ერთხელ და სამუდამოდ დავამტკიცეთ, და აქაც თეზისების სახით გავიმეორებთ, რომ საქართველოს აქვს მხოლოდ ასეთი ალტერნატივა :
ან აფხაზეთ-სამაჩაბლოიანი საქართველო რუსებთან ურთიერთკომპრომისული გარიგების შედეგად
ან უაფხაზეთო და უსამაჩაბლოო საქართველო (ფსევდოდამოუკიდებელი ნასაქართველარი), როგორც მუდმივად ნატოში შემსვლელი კანდიდატი თბილისთან დაბანაკებული და საქართველოზე ბირთვულიარაღმიშვერილი რუსული ჯარებით !
იმის გამო, რომ აფხაზეთ-სამაჩაბლოზე დაბრუნების სურვილი, სტრატეგია, გზები და შესაბამისი მექანიზმების ამოქმედება, განსაკუთრებით დღეს, ავტომატურად და საბოლოოდ გამორიცხავს ნატოში შევლის შესაძლებლობას, სააკაშვილმა არჩევანი გააკეთა : ნატოში შესვლის ცდა !
რადგან სააკაშვილის პოლიტიკა და მისი ხელისუფლების სიცოცხლისუნარიანობა აგებულია ნატოში შესვლის ლოზუნგზე !
ნატოში გაწევრიანების უპერსპექტივობასა და კონტრპროდუქტიულობაზე (უკეთეს შემთხვევაში, ენგურსა და ახალგორთან გავა რუსეთის და ნატოს საზღვრები), უკვე დავწერეთ ისე, რომ ჩვენი ცრუოპონენტები თაგვებივით გაიპარნენ და შეძვრნენ სოროებში, საიდანაც კვლავინდებურად გვიბდღვერენ.
სააკაშვილმა ყველაზე უკეთ იცის, რომ საქართველო ვერასდროს შევა ნატოში, მით უფრო, თავისი "არაპროგნოზირებადი" ხელმძღვანელობის დროს, რასაკვირველია, უაფხაზეთოდ და უსამაჩაბლოოდაც კი, რადგან დღეს ამაზე უკვე სერიოზულად იდიოტებიც კი არ დაობენ,
ამიტომ სააკაშვილს დარჩენია, თავისი ბოლო და პერსპექტივაში შესაძლებელი საპრეზიდენტო-საპრემიერო დღეების გარანტირება ააგოს სამ ვექტორზე :
1. გაყიდული მიწების საკომპენსაციოდ დასავლეთის მიერ გაცემული გრანტებისა და გრძელვადიანი სესხების წყალობით წამოწყებული ა ღ მ შ ე ნ ე ბ ლ ო ბ ა და რ ე ფ ო რ მ ე ბ ი და მისი პ რ ო პ ა გ ა ნ დ ა პიროვნების კულტის ფონზე ;
2. ქართველთა ურთიერთდაპირისპირება, ქართველთა
ერთი ნაწილის მოსყიდვა ანუ კარიერისტული და ფინანსური წახალისება უმუშევართა და პენსიონერთა ხარჯზე გაცემული არაპროპორციული ხელფასებით ;
3. საქართველოს ნატოში და ევროპაში შესვლის მარადმწვანე და ბევრ კითხვაზე გაუცემელი (რა ტერიტორიებით შევდივართ ?)ძახილი.
თუკი ნატოს წესდების VI მუხლის თანახმად, მეზობლებთან (თანაც ბირთვულ რუსეთთან) ტერიტორიული პრობლემების მქონე სახელმწიფო ვერ შევა ამ სამხედრო-პოლიტიკურ ბლოკში (რის კონტრარგუმენტად ქართველ პოლიტიკანთა იდიოტი ნაწილის "გერნანული პრეცედენტი" ვერ გამოდგება), ევროგაერთიანებში შევლის პერსპექტივა, ერთის შეხედვით, უფრო რეალური ჩანს ზოგიერთი პოლიტიკოსის ავტოპიარული განცხადებების ფონზე.
მაგალითად, საფრანგეთის მალე ყოფილი პრეზიდენტის სარკოზის (სონდაჟით მას ფრანსუა ჰოლანდი წინ უსწრებს, თანაც, დაუწერელი კანონებით, ამჯერად მემარცხენეთა ხელისუფლობის ჯერია) თბილისური ტყუილები საქართველოს ევროპაში შესვლის პერსპექტივაზე მაშინ, როცა ცნობილია მისი აზრი ევროპის სუსტი ქვეყნების ევროგაერთიანებიდან შესაძლო გაბრძანებაზე; ასევე მრავლისმეტყველია თურქეთის ბოლოდროინდელი გადაწყვეტილება საქართველოსთან (და ვითომ სხვა მეზობლებთანაც) უვიზო სამთვიანი რეჟიმის გაუქმებაზე, რაშიც ქართველ კრიმინალებთან ერთად თავისი წვლილი შეიტანეს თურქების აზრით თურქოფობი სარკოზის განცხადებამ საქართველოს შესვლაზე ევროპაში (თუ ევროგაერთიანებაში - აქაც სიტყვებით თამაში, როგორც ნატოში გაურკვეველი ტერიტორიებით და დაუდგენელ პერიოდში შესვლის საკითხში).
სააკაშვილმა ქართველი კანონიერი ქურდების საკითხი ისე გადაწყვიტა, რომ ამან ეროვნული თვალსაზრისით კიდევ უფრო მავნე კონტრპროდუქტიული შედეგი მიიღო : საზოგადოების ეს ფენა კი გაიკრიფა საქართველოდან, მაგრამ სადაც გადასახლდნენ მანდ ჩაატარეს ისეთი კრიმინალური აქტები, რომ საქართველოს ევროპაში ინტეგრაციაზე ფიქრიც კი ზღაპარია.
დაბოლოს ის საკითხი, რომელაც ბოლო წვეთის ეფექტით ჩემი მოთმინების ვაზა გაავსო და ხელში კალამი ამაღებინა .
სააკაშვილი და მისი გუნდი დღეს აფხაზეთ-სამაჩაბლოს დაბრუნების პოტენციურად ხელშემწყობ აქტებს და განცხადებებს ამჯობინებენ აფხაზეთ-სამაჩაბლოს საქართველოდან კიდევ უფრო ჩამოშორების ხელშემწყობი აქტები (რუსული პოლიტიკურ-სამხედრო რეპლიკების თვალსაზრისით კონტრპროდუქტიული და არაპერსპექტიული ძახილები ნატოში შესვლაზე) და რიტორიკა, როგორც, მაგალითად, შემდეგი ტიპის განცხადებები :
- რაც უფრო მეტი ვანაუტები ცნობენ აფხაზეთს, მით უფრო მეტად დაბრუნდება აფხაზეთ-სამაჩაბლო !
- რუსეთის მხარის მიერ აფხაზეთ-სამაჩაბლოს საცნობად აფრიკის განუვითარებელ სახელმწიფოებში ჩატარებული მოქრთამვის მცდელობებს ქართული მხარე ალაგმავს !
- რუსეთი დაიშლება და სხვა ვანაუტების მოძებვნას ვერ მოასწრებს !
- ქართულმა დიპლომატიამ მორიგ წარმატებას მიაღწია (მსო-ს და სხვა საკითხებში) !
- აშ შტატები არ დაუშვებენ საქართველოს დაშლას !
- შეადარეთ ბათუმს სოხუმი და ცხინვალი, ეგრე ხვდებათ სეპარატისტებს, ძუნწ და თავმოუბმელ რუსებს კი სოჭიც ვერ აუშენებიათ, სოხუმი და ცხინვალი კი არა. კიდევ მეტი, ჩვენ რამდენიმე წელში ნახევარმილიონიან ცათამბჯენ ლაზიკას ავაშენებთ ანაკლიაში და რუსებმა და აფხაზებმა აფხაზეთის გამოქვაბულებიდან გვიყურონ !
და მისთ.
ასეთი და სხვა მსგავსი კონტრპროდუქტიული პიარ-განცხადებები ემსახურება ერთი ადამიანის (მიხეილ სააკაშვილის) პიროვნების კულტის ჩამოყალიბებასა და რუსეთის პროვოცირებას მართლა დააბანდოს სოხუმსა და ცხინვალში. და ეს მათ შეუძლიათ, მხოლოდ ამისთვის რაიმე პროვოცირება და გამოწვევა სჭირდებათ და აქ მათ დაეხმარებათ ქართველი ვაიპოლიტიკოსების რევანშისტულ-მითომანური განცხადებები.
არადა ასე უნდა ვილაპარაკოთ :
რუსეთს შეუძლია ახალი ვანაუტების და ვენესუელების მოძებვნა, მაგრამ ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ რუსულმა და ქართულმა მხარეებმა უნდა შეამცირონ იმ პრობლემების დახვავება, რომელიც დღეს თუ ხვალ მრგვალ მაგიდასთან გადასაწყვეტი და დასარეგულირებელი გვექნება !
მაგრამ ეს მოღალატე კარიერისტები და იდიოტები ასე არ ლაპარაკობენ !
პიარი და მითომანიაა ამათი კრედო და არა რეალური გზები აფხაზეთის დაბრუნების საძიებლად !
არის სხვა ტიპის განცხადებები, რომელთა მიზანია
ქართველობის, მთელი ერის ჩათრევა სააკაშვილის ხელისუფლების თავიდან იდიოტურ, მერე კი მოღალატურ აქტებში, კერძოდ ტერიტორიების დაკარგვის საქმეში.
სააკაშვილმა შექმნა მითი, რომ 1801 წლიდან ქართველები აფხაზეთ-სამაჩაბლოში არ ცხოვრობდნენ და 2008 წლის აგვისტოს ომიშ შემდეგ არსებითად არაფერი შეცვლილა : ქართველები იქიდან რუსებმა ჯერ კიდევ 1801 წელს, ანუ თავად სააკაშვილის დაბამდებამდე ბევრად ადრე გამოყარეს !
სააკაშვილმა შექმნა რუსებთან მოულაპარაკებლობის მითი : ვინც არ უნდა ყოფილიყო ჩემს ადგილზე, აგვისტოს ომი მაინც მოხდებოდაო.
რატომ მოხდა რუსეთის ეს ომი, XXI საუკუნეში, მაინცდამაინც საქართველოსთან, აი, ამაზე დუმს !
რატომ გამოსდით შედარებითი მშვიდობა რუსებთან მოლდაველებს, უკრაინელებს, ბელორუსებს, ბალტიისპირლებს, აზერბაიჯანს, და რატომ არ გამოგვდის ჩვენ, აი, ამაზე კრინტს არ ძრავს.
რუსებს არაფერი რჩებოდათ და ყველაფერი გააკეთეს (ამის შესაძლებლობები კი ჩვენზე მეტი აქვთ აბსოლუტურად ყველა დარგში), რათა არც აფხაზეთ-სამაჩაბლო შეგვრჩენოდა, არც ნატოში ოდესმე შევიდეთ !
ცალკე საკითხია, რატომ (რა სამსახურის ფასად), ვინ და ვ ი ს (!) წინააღმდეგ დაარქვა სააკაშვილს "დემოკრატიის ჩირაღდანი" ნაძირალა ბუშმა,
რაში გვჭირდებოდა ეს ჩვენ ?
ეს ჩირაღდნობა ხომ პუტინის წინააღმდეგ იყო ნათქვამი ?
მოხდა კიდეც პუტინის რევანში : სააკაშვილი რომ ვერ დაიჭირა ქართველთა მხარეში, ჩვენ დაგვსაჯა სამაგალითოდ !
რამდენჯერად გამოეპასუხა თბილისიდან რუსებს სააკაშვილი, იმდენჯერ გამოიწიეს კილომეტრ-კილომეტრობით რუსებმა და ჩაატარეს უკვე კუსებრი მცოცავი კი არა, პანტერისებრი ნახტომის ანექსია.
ჩვენ ვიცით, რომ აფხაზეთ-სამაჩაბლო მაშინ დაიკარგა, როცა მოსკოვში სააკაშვილმა პუტინს განუცხადა ბარაკობამას ოპონენტის მაკკეინის გეგმა : ნატოც გვინდა და აფხაზეთ-სამაჩაბლოცო !
რესპუბლიკანელ მაკკეინს ესმოდა, რომ რესპუბლიკანელი ბუშის შემდგომ პრეზიდენტობა დემოკრატებს უნდა რგებოდათ, და ისევ რესპუბლიკანელთა მეფობის გასამართლებლად რესპუბლიკანელთა პროდუქტის - სააკაშვილის საქართველოს საკითხი დაიხვია ხელზე. მაკკეინს და საერთოდ რესპუბლიკანელებს, პენტაგონს და ებრაულ ლობის სჭირდებოდათ "ქართული კარტი", რათა ასე დაერწმუნებინათ ამერიკელი ამომრჩეველი, ხმა მიეცათ ომის პარტიისათვის !
"ქართული კარტით" ანუ "რუსული კარტით" დაფინანსებას იდიდებდა პენტაგონიც, ხოლო ისრაელის საკითხში მოსკოვი უფრო მოლაპარაკებადი ხდებოდა : ვაშინგტონი თვალებს ხუჭავს აფხაზეთ-სამაჩაბლოზე, რუსეთი კი ისრაელის ოკუპაციაზე. რესპუბლიკელთა ჯიბრზე ბარაკობამამ წამოიწყო "რესეთის პოლიტიკა" რუსეთთან. სხვა საკითხია, გაამართლა, თუ არა.
ფაქტი კი ისაა, რომ ყველა ახალი ფაქტორი რუსებმა თავიანთ სასარგებლოდ გამოიყენეს, მათ შორის, სააკაშვილის ძმაკაც მაკკეინის დამარცხება და ბარაკობამას გამარჯვება.
ეხლა კი, როცა მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის დაძაბულობა განახლდა, როცა რესპუბლიკანელების საპრეზიდენტო გამარჯვების რისკი კარს მოადგა, როცა შტატებს ირანზე თავდასასხმელად ქართული ტერიტორიები სჭირდება, აფხაზეთ-სამაჩაბლოს საკითხები კი მოძველდა, ბარაკობამამ დაივიწყა პრომაკკეინისტი სააკაშვილისადმი ძველი წყენა და, როგორც იქნა, თეთრ სახლში მიიწვია კიდეც შტატების და დოლარების ეს ყურმოჭრილი მონა !
ჩვენ სხვაგან ისიც დავამტკიცეთ (და აქაც დავათეზისებთ), რომ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს არათუ საქართველო არ შემდგარა, როგორც სახელმწიფო და არათუ არ მოუპოვებია მას რეალური დამოუკიდებლობა, არამედ პირიქით, საქართველო, კერძოდ მისი ნაწილი გაივსო რუსული სამხედრო ბაზებით, რუსი სამხედრო და სამოქალაქო კოლონებით, პოლიტიკით, ენით, კულტურით, ყოველივე ქართულის იქიდან ამოძირკვის და მოსპობის ფონზე.
მაშასადამე, სააკაშვილმა რეალურად დაუმონა საქართველო აშკარა და ფარულ მტრებს, ნაწილი რუსეთს, ნაწილიც შტატებს !
სწორედ ამის მისაჩქმალად ცხადდება ცრუთეზისები, რომ ქვეყანა შედგა და მოიპოვა სრული დამოუკიდებლობა.
აქედანაც ჩანს, რომ ამ ცრუთეზისების ავტორებისთვის აფხაზეთ-სამაჩაბლო არაა საქართველო, თორემ მათ გარეშე არც ნატოში შევიდოდნენ და არც იტყოდნენ, რომ აფხაზეთ-სამაჩაბლოში "შედგა ქართული სახელმწიფო და ქართული დამოუკიდებლობა" !
მაშასადამე, ჩვენ დოკუმენტურად დავუმტკიცეთ ქართველთა მოღალატე და რეგვენ ნაწილს, რომ სააკაშვილს და მის მთავრობას დღეს არჩევანი არ აქვთ და რომ ხელისუფლების დაკარგვას ამჯობინებენ "ნაკლებ უბედურებას" : აფხაზეთ-სამაჩაბლოს დაკარგვას, ამ ვითომ უალტერნატივო აზრთან ქართველთა შეგუების მექანიზმების შექმნისა და პრობლემის აღმშენებლობასა და რეფორმებზე გადატანის ფონზე.
This post has been edited by badriko on 22 Jan 2012, 06:20