sandre545http://magticom.ge/index.php?section=124&lang=geoმონო-კრედიტი
თუ მნიშვნელოვანი საქმე გაქვთ, ამ დროს კი ნომრის ანგარიშზე დარჩენილი გაქვთ თანხა, არაუმეტეს 50 თეთრისა, დაგეხმარებათ მაგთის სერვისი - მონო-კრედიტი.
ერთი ზარით შეგიძლიათ გაააქტიუროთ მონო-კრედიტი, რაც საშუალებას მოგცემთ გააქტიურებიდან 30 დღის განმავლობაში ისარგებლოთ მაგთის სერვისებით, სანამ თქვენი დავალიანება არ მიაღწევს 3 ლარს.
სერვისის გააქტიურება:
აკრიფეთ 5203, OK. მოუსმინეთ ავტომოპასუხეს.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ:
- სერვისი ხელმისაწვდომია მაგთის წინასწარი გადახდის სისტემის იმ აბონენტებისათვის, რომელთა ქსელში ჩართვიდან 30 დღეზე მეტია გასული და უკანასკნელი 3 თვის მანძილზე ანგარიშიდან გახარჯულია მინიმუმ 5 ლარი.
- სერვისი ხელმისაწვდომია მაშინ, როცა ანგარიშზე დარჩენილი თანხა არ აღემატება 50 თეთრს.
- სერვისი ხელმისაწვდომია მაშინ, როცა დავალიანება არ აღემატება 2 ლარს.
- მონო-კრედიტის განმეორებით აღება შესაძლებელია მხოლოდ წინა კრედიტის დაფარვის შემდეგ.
- კრედიტის დაფარვა ხდება ანგარიშის პირველივე შევსებისას.
ტარიფი:
მომსახურების ღირებულებაა 30 თეთრი.