#29229359 · 16 Jan 2012, 13:19 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ნევროზი სერიოზული ავადმყოფობა ყოფილა არ ვიცოდი მანამ სანამ საკუტარ თავზე არ გამოვცადე... მოდით ვინც ვთვლით, რომ ეს პრობლემა გვაწუხებს, დავწეროთ რა გამოვლინებები/სიმპტომები აქვს ინდივიდულურად და ვინ რა მეთოდებს მიმართეთ ამ დაავადების წინააღმდეგ საბრძოლველად.
რახან ეს ჩემი იდეაა, მე დავწერ რა ფორმებში ვლინდება ჩემს შემთხვევაში:
1. თავიდან მქონდა გულის აჩქარება (უბრალოდ ამან გამიარა, რაღაც წამლები მივიღე და მერე) 2. ჰაერის უკმარისობის განცდა 3. უხასიათობა/უხალისობა 4. შრომის უნარის დაქვეითება 5.მუდმივად ძილის მოთხოვნილება 6. საერთო სისუსტე 7. რო დავდივარ შეგრძნება მაქვს თითქოს მყარად ვერ ვდგავარ 8. უაზრო და ცუდი სიზმრები
მოკლედ ეს არის ის ძირითადი სიმპტომები, რაც მე მაქვს. ტავიდან ექიმთან რო მივედი თითქმის ყველაფერი გამოვიკვლიე, მეგონა რამე ფიზიოლოგიური პრობლემა მქონდა. თუმცა, როგორც გაირკვა, ფიზილოგიურად არაფერი მჭირს, ყოველშემთხვევაში ისეთი არაფერი, არამც შეიძლება ეს ყველაფერი გამოიწვიოს. მერე მითხრეს ეს არის ნევროზიო...
მაინტერესებს სხვები რას ფიქრობთ ანმ საკითხზე და რამდენად ეთანხმებით ამ სიმპტომების კავშირს ნევროზთან..ისე ვინმე ექიმიც თუ შემოუერთდება ამ დისკუსიას, ურიგო არ იქნება...როგორც ვხვდები ეს სენი გლობალური მასშტაბისაა და საქართველოში საკმაოდ პოპულარული დაავადებაა...
|