
წარმოგიდგენთ ონლაინ მულტიპლეიერ არკადულ ექშენ [MMO] თამაშს World of Tanks - WoT.
წინა თემა:
XIXგადმოსაწერი ბმულები:
http://game.worldoftanks.ru/update* რეგისტრაცია მანდვე, ან თამაშის დაყენების შემდეგ თავად თამაშიდან.
** გადმოწერილი თამაში არ საჭიროებს დამატებით პატჩებს, რადგან საიტზე მისი ბოლო ვერსია დევს.
--------------
აღწერა: თამაში World of Tanks აგერ უკვე წელიწადზე მეტია რაც არსებობს და უკვე მრავალი ჯილდოს მფლობელია. 2010 წლის საუკეთესო MMO თამაში შექმნილია ბელარუსი დეველოპერების მიერ და მართლაც ამართლებს საუკეთესო თამაშის სახელს.
თამაშში თქვენ შეხვდებით მეორე მსოფლიო ომის დროს არსებულ ჯავშნოსან-მუხლუხოიან ტექნიკას, რომელიც წარმოდგენილია ოთხი ქვეყნის სახით - საბჭოთა კავშირი,საფრანგეთი ,გერმანია და ამერიკა. თქვენ კი საშუალება გექნებათ თქვენი ფავორიტი ტექნიკით იბრძოლოთ. მრავალი ონლაინ თამაშის მსგავსად, აქაც შესაძლებელია ტექნიკის გაუმჯობესება და ლეველის მომატება. სატანკო ბრძოლებში ჩართვა მოთამაშეს პირველივე წუთიდან მოუწევს. განსხვავებით RPG -ებისგან, თამაშის პირველივე წუთებში თქვენ ვერ შეეჯახებით თქვენზე 10-ჯერ ძლიერ მოწინააღმდეგეს, რაც ყველა ლეველის ტექნიკით თამაშს სასიამოვნოს ხდის.
თამაშში არის ტექნიკის 10 ლეველი და 5 ტიპი. თითოეული ტიპის ტექნიკას გააჩნია განვითარების საკუთარი ხე, რომლის მიხედვითაც ხდება მისი გაუმჯობესება. ტექნიკის ტიპები, რომლებიც WoT-ში შეგვხვდება, არის -
მსუბუქი ტანკი
საშუალო ტანკი
მძიმე ტანკი
ტანკსაწინააღმდეგო დანადგარი
საარტილერიო დანადგარი
რომლებიც ასევე იყოფა ქვეყნების მიხედვით. ბრძოლა მიმდინარეობს გუნდურად, 15 vs 15. მოწინააღმდეგეები ირჩევა შემთხვევით, ანუ შესაძლებელია გერმანიისა და საბჭოთა კავშირის ტანკებს გვერდიგვერდ მოუწიოთ ბრძოლა.
ბრძოლის შემდეგ იმის მიხედვით, რამდენად გამოიჩენს მოთამაშე თავს, გვეძლევა ფული და გამოცდილება (Credits & Exp). გამოცდილების პოინტებით შესაძლეველია ტანკის ახალი ნაწილების და ახალი ტანკების გამოკვლევა, კრედიტებით კი მათი ყიდვა.
გარდა ამისა თამაშში არსებობს კიდევ ერთი ვალუტა - ოქრო. მისი ყიდვა შესაძლებელია რეალური ფულით. 1$ = 250 ოქროს. შედარებისთვის, ერთთვიანი პრემიუმ აქაუნთის ყიდვა ჯდება 2500 ოქრო. პრემიუმ აქაუნთის მფლობელებს მისდით 1.5-ჯერ მეტი კრედიტი და ექსპა. ეს კარგია, რადგან ჭურვები და დამტვრეული ტანკის რემონტი ფული ღირს.
ტუტორიალები:

1 მენიუ
2 ონლაინ მოთამაშეების რაოდენობა
3 არჩეული ტანკი
4 საბრძოლო მენიუ
5 მოთამაშის სახელი
6 აქაუნთის ტიპი
7 ყიდვა/გახანგრძლივება პრემიუმ აქაუნტის
8 ანგარიშის შევსება
9 ოქროს გაცვლა
10 გამოცდილების გადაყვანა
11 გამოკვლევები მიმდინარე ტანკისთვის
12 მიმდინარე ტანკის მახასიათებლები
13 სისტემური არხი
14 არხი მოსაწვევებისთვის
15 ასეულის ჩატი
16 საერთო ჩატი
17კონტაქტები
18 არხები
19 მოდულების პანელი
20 ტანკის აღჭურვილობის პანელი
21 საბრძოლო მასალის პანელი
22 პირადი აღჭურვილობის პანელი
23 ტანკის მომსახურება
24 მიმდინარე მანქანის სტატუსი
25 მიმდინარე მანქანის ხედი
26 ეკიპაჯის პანელი

1 კადრების სიხშირე
2 პინგი
3 ლაგის ინდიკატორი
4 ანგარიში
5 სათამაშო დრო
6 გუნდის პანელი
7 ტექნიკის მარკერი
8 სამიზნე
9 საბრძოლო ჩატი
10 მანქანის მდგომარეობის პანელი
11 აღჭურვილობის და საბრძოლო მასალის პანელი
12 მინირუქა
პირველი ნაბიჯები:ტექნიკის მოდერნიზება:ტანკების განვითარების სქემა
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ყვავას ბლოგი თამაშის შესახებ:http://wotgeorgia.wordpress.com/ჩემი ბლოგი თამაშის შესახებ:http://kartofilitqobijooo.blogspot.com/ This post has been edited by ვახტანგი on 13 Jan 2012, 22:13