რუსეთი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მასშტაბურ სამხედრო სწავლებას "კავკასია 2012" ამზადებს.
როგორც "ნეზავისიამაია გაზეტა" იუწყება, გასული წლის სწავლებასთან შედარებით, წლევანდელი წვრთნები გაცილებით სტრატეგიული და არსებულ პოლიტიკურ რეალიებთან დაახლოებული იქნება.
მანევრები შემოდგომაზეა დაგეგმილი და გაიმართება არა მხოლოდ რუსეთის სამხრეთ რეგიონებში, არამედ აფხაზეთში, ცხინვალის რეგიონში და სომხეთში. მუშავდება სწავლების სცენარი, რომელიც ირან-აშშ-ს და სხვა რიგი ქვეყნების შესაძლო ომს, ასევე კასპიის რაიონსა და სამხრეთ კავკასიაში სხვა შესაძლო კონფლიქტებსაც ითვალისწინებს.
"სწავლება ასეთი სახელით 2008 წლის 16 ივლისიდან 2 აგვისტომდე გაიმართა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საზღვრებთან. ბევრწილად, "კავკასია 2008"-ის წყალობით მოხერხდა საქართველოს მოკლე დროში დამარცხება", - წერს "ნეზავისიმაია გაზეტა".
გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ წლევანდელი სწავლება არა ოპერატიულ-ტაქტიკური, არამედ სტრატეგიული იქნება და ჩართული იქნება არა მხოლოდ შეიარაღებული ძალები, არამედ საზღვარო, საჰაერო, სამხედრო-კოსმოსური თავდაცვის, საჰაერო-სადესანტო ძალები, ასევე შსს, უშიშროების, დაცვის ფედერალური და საგანგებო სიტუაციების სამსახურები.
სწავლებაში გამოყენებული იქნება ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალების მართვის სისტემა "ბარნაულ-ტ".
"ეს სისტემა უკვე აკონტროლებს არა მხოლოდ რუსეთის, არამედ სამხრეთ კავკასიის საჰაერო სივრცეს. ეს მნიშვნელოვანია, რადგან სომხეთში დისლოცირებული 102-ე ბაზა სამხრეთის სამხედრო ოლქის დანარჩენი დაჯგუფებისგან მოწყვეტილია", - წერს "ნეზავისიმაია გაზეტა".
http://www.interpressnews.ge/ge/konfliqteb...s-amzadebs.htmlP.S. ადრე თუ გვიან მაგარი დაგნარი აიწევა მსოფლიოში ია ტაკ დუმაიუ