#29230465 · 16 Jan 2012, 14:49 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
სერიოზულად მაინტერესებს ფორუმელთა აზრი ამასთან დაკავშირებით. მართალია პუტინის მოსვლის შემდეგ რუსეთი საგრძნობლად გაძლიერდა.. ჩეჩნეთის დამორჩილებასაც არ დაუკარგავენ, არც უკრაინის რუსეთისკენ შემოტრიალებას. მაგრამ საბოლოო ჯამში პუტინი ისტორიაში შევა როგორც დიქტატორი. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთში არასოდეს არ ყოფილა დემოკრატია, პუტინს მაინც გაიხსენებენ დაახლოებით ისე, როგორც სტალინს. რაც შეეხება მიშას აქ საქმე სულ სხვაგვარადაა. მიშამ არამარტო ოფიციალურად გადაუფორმა რუსეთს ოკუპირებული ტერიტორიები, არამედ მისი დაბრუნების ყველანაირი გზა მოუჭრა შთამომავლობას. არც რუსეთისთვის შეუშლია რამეში ხელი. დღეს რუსეთს არ აწყობს ჩვენთან ლაპარაკი და მშვენიერი მიზეზიც ყავს მიშას სახით. რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ეს პროცესი მით უფრო მცირდება ტერიტორიების დაბრუნების შანსი. ასე რომ რუსებისგან მადლობის მეტი რა ეთქმის! მე რომ რუსი ვიყო, აფხაზეთში რამდენჯერაც ჩავალ იმდენჯერ პირველი მიშას სადღეგრძელოს ვიტყოდი
|