რეჯებ ტაიპ ერდოღანმა მიხეილ სააკაშვილს მადლობა გადაუხადა
13:25 13-01-2012
თურქეთის პრემიერ-მინისტრმა, რეჯებ ტაიპ ერდოღანმა საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს სომალელი მეკობრეებისაგან საქართველოსა და თურქეთის მოქალაქეების გათავისუფლებასთან დაკავშირებით მადლობა გადაუხადა. როგორც თურქეთში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ერდოღანმა განაცხადა, საქართველოსა და თურქეთს განსაკუთრებით კარგი ურთიერთობები აქვთ და ეს ურთიერთობები კიდევ უფრო ღრმავდება.
"ვაცნობიერებთ რა, თურქებსა და ქართველებს შორის მეგობრულ ურთიერთობებს, უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან დიდ ფაზაში შედის ეს მეგობრობა. საქართველოსა და თურქეთს კარგი ურთიერთობები აქვს ეკონომიკური, ენერგეტიკული, ტურისტული და სამხედრო მიმართულებით", - განაცხადა ერდოღანმა.
თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. მისივე თქმით, საქართველოს და თურქეთს მნიშვნელოვანი მიღწევები აქვთ კულტურის სფეროშიც.
15 ქართველი და 3 თურქი მეზღვაური სომალელი მეკობრეების ტყვეობაში თითქმის წელიწადნახევრის განმავლობაში იმყოფებოდნენ. ტყვეობიდან მეზღვაურების გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია 8 იანვარს გავრცელდა. ოფიციალური ინფორმაციით, გათავისუფლებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს კენიაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი კარბელაშვილი ხელმძღვანელობდა, რომელიც პრეზიდენტის ოფიციალური წარმომადგენელის სტატუსით სარგებლობდა.
აფრიკიდან მეზღვაურები ჩარტერული რეისით სტამბულში ჩაფრინდნენ, სადაც მათ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ერდოღანი დახვდნენ. მეზღვაურებს საქართველოში უახლოეს საათებში ელოდებიან.
მალტის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი, რომელზეც 15 ქართველი და 3 თურქი მეზღვაური იმყოფებოდნენ, სომალელმა მეკობრეებმა 2010 წლის შემოდგომაზე, ადენის სრუტეში დაატყვევეს. მეკობრეები გემის მფლობელი ბერძნული კომპანიისგან გამოსასყიდის სახით რამდენიმე მილიონ დოლარს ითხოვდნენ. თანხის გადახდაზე გემთმფლობელმა კომპანიამ უარი განაცხადა და მოლაპარაკებები ჩიხში იყო შესული. 2011 წლის ოქტომბერში სომალელმა მეკობრეებმა მეზღვაურების ვიდეოკადრები გაავრცელეს, რომელშიც მძევლები დახმარებას ითხოვდნენ.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/1...gadaukhada.htmlმოკლედ თურქული მედია აჭრელებულია მიშას სურათებით და მთელი ერი მას მადლობას უხდის
ასევე იგივე შეიძლება ითქვას მეზღვაურებსა და მის ოჯახის წევრებზე
გაჩნდა ახალი ტერმინები პრეზიდენტის მიმართ:"მიშა ყოვლიშემძლე" და ა.შ
გამოიღე ბიძიინ
აბა სადაა ოპო სპექტრთა წარმომადგენლები,რომლებიც აქ ფორუმზე გაიძახოდით მეზრავაურები თურქებმა გაანთავისუფლესო,თვითონ ერდოღანი აღნიშნავს უდიდეს წვლილს საქართველოს პრეზიდენტისა ამ წარმატებით დასრულებულ ოპერაციაში და მას უდიდეს მადლობას უხდის
This post has been edited by DIDGORI-GEO on 13 Jan 2012, 16:54