1. სტივენ კინგი - მობილური» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

თარგმანი: ეკატერინე სუმბათაშვილი
ყდა: რბილი
გამომცემლობა: პალიტრა L
სერია: TOP თრილერი
გვერდი: 440
გამოცემის წელი: 2015
ფასი მაღაზიაში: GEL 13.99
ჩემი ფასი: 10.50
მდგომარეობა - 10/10 - არ აქვს არანაირი დაზიანება
აღწერა: ახლა თქვენი ჯერია!
მომდევნო ზარი, რომელსაც უპასუხებთ, დასასრულის დასაწყისი იქნება!
სად იყავით პირველი ოქტომბრის 03:03 საათზე?!
მხოლოდ ერთადერთი შემავალი ზარი მობილურ ტელეფონში და აი, ბოსტონის ქუჩებში დაეხეტებიან არა ადამიანები, არამედ დესტრუქციული იმპულსით
ზომბირებული, სისხლს მოწყურებული არსებები და ყველასა და ყველაფერს ანადგურებენ. არც ისე ბევრი აღმოჩნდა იმ იღბლიანთა შორის, რომელთაც
ამ კატასტროფის დროს მობილურები არ ჰქონიათ. სანაცვლოდ მათ საღი გონება შერჩათ.
კომიქსების მხატვარი კლაიტონ რიდელი, კლერკი, გოგონა, მოხუცი მეცნიერი და მისი მოწაფე ბედისწერის ნებით შეხვდებიან ერთმანეთს და
ცდილობენ, გაარკვიონ, რა ხდება... რისი ბრალია ეს „მობილური ქაოსი?“ შეიძლება რაიმეს შეცვლა და თუ შეიძლება, როგორ?! იქნება კი ოდესმე
ადამიანი ისეთი, როგორიც ამ კატასტროფამდე იყო?!
2. სტივენ კინგი - კერი» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

თარგმანი: დავით ახალაძე
ყდა: მაგარი
გამომცემლობა: დიოგენე
სერია: ამერიკელები (დიოგენეს ბიბლიოთეკა), ტომი 13
გვერდი: 278
გამოცემის წელი: 2015
ფასი მაღაზიაში: GEL 14.90
ჩემი ფასი: 11.00
მდგომარეობა - 10/10 - ყდის ძალიან მცირე ცვეთა
აღწერა: კერი” სტივენ კინგის პირველი გამოქვეყნებული რომანია. სწორედ ამ წიგნით დაიწყო ახალი ხანა ჰორორის ჟანრის ლიტერატურაში. ეს გახლავთ ერთი დაჩაგრული (შინ - დედის რელიგიური ფანატიზმისაგან, ხოლო სკოლაში - თანაკლასელების დაუნდობლობისაგან) და ყველასგან გარიყული გოგონას - კერიეტ უაიტის - ტრაგიკული ისტორია. გოგონას ყოველი მცდელობა, როგორმე გაარღვიოს მოჯადოებული წრე და ჩვეულებრივი ამერიკელი მოზარდის ცხოვრებით იცხოვროს, კრახით მთავრდება. თითქოსდა ბედს შეგუებული კერი მოულოდნელად აღმოაჩენს, რომ შეუძლია, მწარედ იძიოს შური...
3. სტივენ კინგი - მისტერ მერსედესი» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

თარგმანი: თამარ წილოსანი, თამარ ხინჩაგაშვილი და ნათია სოყურაშვილი
ყდა: რბილი
გამომცემლობა: დიოგენე
გვერდი: 612
გამოცემის წელი: 2014
ფასი მაღაზიაში: GEL 14.9
ჩემი ფასი: 11.00
მდგომარეობა - 10/10 - ყდის ძალიან მცირე ცვეთა
აღწერა: ტრილოგიის პირველი ნაწილი.
”მისტერ მერსედესი” სტივენ კინგის ბოლო რომანია, რომელიც 2014 წლის ივნისში გამოიცა. ამ ნაწარმოებში მსოფლიო ბესტსელერების ავტორი კლასიკურ დეტექტიურ სიუჟეტს სთვაზობს მკითხველს, რაც ჟანრობრივი სიახლეა მის შემოქმედებაში. ნაწარმოებში მოქმედება 21-ე საუკუნის აშშ-ში ხდება. გადამდგარი დეტექტივი ჰოჯიზი, რომელსაც მოსვენებას არ აძლევს მასობრივი მკვლელობის გაუხსნელი საქმე, ნელ-ნელა იძირება სულიერ დეპრესიაში. მოულოდნელად ფოსტით წერილი მოდის, რომელიც სავარაუდო მკვლელს ეკუთვნის. ეს წერილი ნამდვილი გამოწვევაა ყოფილი პოლიციელისთვის. ჰოჯიზი გადაწყვეტს, რომ ენერგიულად იმოქმედოს და აღარ დაუშვას მორიგი სისხლისღვრა...
4. სტივენ კინგი - ჯოილენდი» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

თარგმანი:ხათუნა ბასილაშვილი
ყდა: რბილი
გამომცემლობა: დიოგენე
გვერდი: 316
გამოცემის წელი: 2015
ფასი მაღაზიაში: GEL 9.90
ჩემი ფასი: 7.00
მდგომარეობა - 10/10 - იდეალური მდგომარეობა
აღწერა: „ჯოილენდი“ სტივენ კინგის 2013 წელს გამოქვეყნებული რომანია. ხანში შესული დევინ ჯონსი ახალგაზრდობის ამბებს იხსენებს: „21 წლის ვიყავი, ჯერ კიდევ ვაჟიშვილი გახლდით და ლიტერატურული მისწრაფებები მქონდა... დანჯღრეული „ფორდიც“ მყავდა (ვერაფერს ვიტყვი, რადიო კარგად უმუშავებდა), შიგადაშიგ თვითმკვლელობაზე ფიქრებს მივეცემოდი ხოლმე, გული კი გაბზარული მქონდა“. მთავარი გმირის ცხოვრება 1973 წლის ზაფხულში სამუდამოდ იცვლება. არდადეგებზე ჯონსი მუშაობას გასართობ პარკ „ჯოილენდში“ იწყებს. „ჯოილენდი“ სხვა მსგავსი პარკებისგან არაფრით გამორჩეული იქნებოდა, რომ არა მის ერთ-ერთ პავილიონში მომხდარი შემზარავი მკვლელობა და მასთან დაკავშირებული უცნაურობები, რომლებიც ჯონსს მოსვენებას არ აძლევს.
5. სტივენ კინგი - ნისლი, მოთხრობები» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

თარგმანი: ნიკა სამუშია
ყდა: რბილი
გამომცემლობა: პალიტრა L
სერია: მისტიკური თრილერი
გვერდი: 644
გამოცემის წელი: 2014
ფასი მაღაზიაში: GEL 13.99
ჩემი ფასი: 10.00
მდგომარეობა - 9/10 - აქვს ყდის ცვეთა
აღწერა: სტივენ კინგი - მისტიკური თრილერის ცოცხალი ლეგენდა, საშინელებათა ჟანრის დიდოსტატი მკითხველს ახალ-ახალ თავგადასავალს სთავაზობს. ათას მახეს დაუგებს, ათას განსაცდელს დაატეხს და წიგნის მთავარ გმირებთან ერთად გრძელ, დაუვიწყარ გზას გაატარებს. ეს გამოცემა განსაკუთრებულია - წიგნს წინასიტყვაობა და ბოლოთქმა ერთვის, რომელიც თავად სტივენ კინგმა დაწერა. თავის მოთხრობას ის სიბნელეში უცნობის ნაჩქარევ კოცნას ადარებს. მაშ, მოემზადეთ ამ კოცნისთვის და ნუ შეგეშინდებათ.
* * *
6. სტივენ კინგი - უიმედოთა ქალაქი» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

თარგმანი: ეკატერინე მაჩიტიძე
ყდა: მაგარი, სუპერით
გამომცემლობა: პალიტრა L
სერია: 49 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ, ტომი 7
გვერდი: 558
გამოცემის წელი: 2013
ფასი მაღაზიაში: GEL 11.99
ჩემი ფასი: 9.00
მდგომარეობა - 10/10 - მცირედითაა დაზიანებული სანიშნი თოკი.
აღწერა: მაღაროელთა ერთ გადაკარგულ, პატარა ქალაქში დატრიალებული ფანტასტიკური უბედურება, წარმოუდგენელი განსაცდელი, რომელშიც რომანის გმირები აღმოჩნდებიან, იმდენად რეალისტურად არის გადმოცემული, კლასიკურ მწერლობას რომ ეკადრება. წიგნში მოთხრობილი ამბავი ნამდვილი თავგადასავალია: შიშისმომგვრელ-სულისშემძვრელი, სასტიკი, მისტიკური და... ადამიანური! თუნდაც მხოლოდ იმისთვის ღირს ამ რომანის წაკითხვა, პატარა ბიჭის, დევიდ კარვერისა და მისი მომაკვდავი მეგობრის ამბავი რომ გაიგოთ...
7. სტივენ კინგი - წელიწადის დრონი» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

თარგმანი:
ყდა: რბილი
გამომცემლობა: დიოგენე
გვერდი: 712
გამოცემის წელი: 2013
ფასი მაღაზიაში: GEL 14.90
ჩემი ფასი: 11.50
მდგომარეობა - 10/10 - იდეალურ მდგომარეობაში
აღწერა: ამერიკელი მწერლის, სტივენ კინგის (1947) ”წელიწადის დრონი” ოთხი მცირე რომანისაგან შედგენილი კრებულია, რომელიც პირველად 1982 წელს გამოქვეყნდა.
წიგნის ბოლოსიტყვაობაში კინგი აღნიშნავს: ”...ბოლო დროს მხოლოდ ამას მეკითხებიან: ”საშინელებების გარდა კიდევ რამეს წერთ თუ არა?” ეს კრებული სწორედ ამ შეკითხვის პასუხია - ”რიტა ჰეიუორთი და გაქცევა შოუშენკის საპატიმროდან”, ”ნიჭიერი მოწაფე”, ”გვამი” და ”სუნთქვის მეთოდი” განსხვავდება კინგის სხვა წიგნებისგან და ერთი ჟანრის ფარგლებს სცილდება. ”წელიწადის დრონის” ოთხი რომანიდან სამის მიხედვით ცნობილი ფილმებია გადაღებული.
8. სტივენ კინგი - უძილობა» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

თარგმანი:
ყდა: რბილი
გამომცემლობა: დიოგენე
გვერდი: 924
გამოცემის წელი: 2013
ფასი მაღაზიაში: GEL 15.90
ჩემი ფასი: 11.50
მდგომარეობა - 10/10 - იდეალურ მდგომარეობაში
აღწერა: სტივენ კინგის (1947) რომანი ”უძილობა” პირველად 1994 წელს გამოქვეყნდა. ამავე წელს წიგნი ბრემ სტოკერის პრემიაზე წარადგინეს.
რომანის მოქმედება გამოგონილ ქალაქ დერიში ვითარდება. მთავარი გმირი, რალფ რობერტსი უძილობით იტანჯება. იგი სხვადასხვა საშუალებას მიმართავს, რათა დაძინება შეძლოს, თუმცა ვერაფრით ახერხებს. საბოლოოდ, რალფს უცნაური ხილვები ეწყება. იგი ხედავს იმას, რასაც ჩვეულებრივი ადამიანები ვერ ამჩნევენ.
”უძილობა” სტივენ კინგის თრილერებს შორის ერთ-ერთი გამორჩეულია და დღემდე ამ ჟანრის ბესტსელერების სიაშია.
9. სტივენ კინგი - მწვანე გზა» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

თარგმანი: ნიკა სამუშია
ყდა: რბილი
გამომცემლობა: დიოგენე
გვერდი: 468
გამოცემის წელი: 2013
ფასი მაღაზიაში: GEL 11.90
ჩემი ფასი: 7.00
მდგომარეობა - 8/10 - დანასველებია. ყდა და რამდენიმე ფურცლის კიდეები მცირედით შელახულია
აღწერა: რომანი „მწვანე გზა“ მოხუცთა თავშესაფარში მცხოვრები პოლ ეჯკუმის - ციხის სიკვდილმისჯილთა ბლოკის ყოფილი ზედამხედველის მონათხრობია, რომელიც ორმოცდაათი წლის წინათ მომხდარ ამბებს იხსენებს
10. სტივენ კინგი - და ბუა მოვიდა...» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

თარგმანი: პაატა გეგელაშვილი
ყდა: რბილი
გამომცემლობა: პალიტრა L
სერია: მსოფლიოს რჩეული მოთხრობები, ტომი 11
გვერდი: 160
გამოცემის წელი: 2011
ფასი მაღაზიაში: GEL 3.99
ჩემი ფასი: 3.00
მდგომარეობა - 10/10 - ყდის ძალიან მცირე ცვეთა
აღწერა: ”ამერიკელი მწერალი, სცენარების ავტორი, მუსიკოსი, მესვეტე, ფილმების პროდიუსერი და რეჟისორი. გაყიდული აქვს წიგნების 350 მლნ-ზე მეტი ეგზემპლარი და კარგად ცნობილია საშინელებათა ლიტერატურის ჟანრში, რომელშიც ჟანრის ისტორიის საფუძვლიანი ცოდნით გამოირჩევა. მას ასევე დაწერილი აქვს არაერთი სასცენო ტექსტი როგორც ფანტაზიის, ასევე არაფანტაზიის ჟანრში. ავტორია ტელესცენარებისა, მათ შორის, კომიკურ სტილში. მოღვაწეობს როგორც ჟურნალისტი.”
* * *
11. სტივენ კინგი - მიზერი» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

თარგმანი: ლალი გოგაძე
ყდა: რბილი
გამომცემლობა: პალიტრა L
გვერდი: 436
გამოცემის წელი: 2013
ფასი მაღაზიაში: GEL 11.90
ჩემი ფასი: 9.00
მდგომარეობა - 10/10 - ყდის ძალიან მცირე ცვეთა
აღწერა: ავტოავარიაში მოხვედრილ ცნობილ მწერალ პოლ შელდონს ყოფილი მედდა, ენი უილკსი გადაარჩენს. ენი შელდონის თაყვანისმცემელია. მას გონებადაკარგული პოლი თავისთან, გარესამყაროსაგან მოწყვეტილ სახლში მიჰყავს. შელდონი მალევე ხვდება, რომ ტყვეობაშია. ქალი მწერლისგან რომანის დაწერას მოითხოვს. პოლ შელდონი თავს გრძნობს „ათას ერთი ღამის“ პერსონაჟად, რომელმაც სიცოცხლის შესანარჩუნებლად ისტორიები უნდა შეთხზას.
ამ რომანის სათაურს ორმაგი მნიშვნელობა აქვს: ერთი მხრივ, მიზერი პოლ შელდონის წიგნის გმირის სახელია, მეორე მხრივ, ინგლისურად ტანჯვას, უბედურებას, განსაცდელს ნიშნავს.
„მიზერი“ სტივენ კინგის პირველი რომანია, რომელიც ქართულად ითარგმნა.
This post has been edited by MasterJC on 29 Oct 2015, 16:33