ილია II ხელისუფლებას მოუწოდებს, ქვეყანაში ფსიქოლოგიისა და ფილოსოფიის განვითარებას ყურადღება მიაქციოს
15:10 15-01-2012
ილია II ხელისუფლებას მოუწოდებს, ქვეყანაში ფსიქოლოგიისა და ფილოსოფიის განვითარებას ყურადღება მიაქციოსსრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II, ხელისუფლებას მოუწოდებს, ქვეყანაში ფსიქოლოგიისა და ფილოსოფიის განვითარებას ყურადღება მიაქციოს. “აუცილებელია ფსიქოლოგები ყველა დაწესებულებაში. ფსიქოლოგები საჭიროა ეკლესიაშიც, სკოლებშიც, ინსტიტუტებშიც. ფსიქოლოგები უნდა ესაუბრონ ადამიანებს. ამიტომ მინდა, ჩვენმა ხელისუფლებამ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს ფსიქოლოგიას და ფილოსოფიას. ბოლო დროს თითქოს დაიხურა ფსიქოლოგიისა და ფილოსოფიის ინსტიტუტი. სინამდვილეში ეს ძალიან საჭიროა, ამიტომ, ვთხოვ ჩვენს ხელისუფლებას, ბატონ პრეზიდენტს, რომ მიაქციოს ამას ყურადღება”, – განაცხადა ილია II-მ საკვირაო ქადაგებისას.
პატრიარქის განცხადებით, ადამიანს სჭირდება ფილოსოფიური და ანალიტიკური აზროვნება, რათა, როცა რაღაცას აკეთებს, გააანალიზოს.
“ჩვენ ამის შესახებ 30 წელია ვლაპარაკობთ, მაგრამ მაინცდამაინც ვერ გაიგეთ, რომ ეს აუცილებელია”, – აღნიშნა უწმინდესმა.
ილია II გამოდის ინიციატივით, რომ სკოლებში პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით ისწავლებოდეს საგნები – ფსიქოლოგია და ფილოსოფია.
“ჩვენ მივიღებთ მოაზროვნე ახალგაზრდობას. ახალგაზრდობას, რომელიც არ დაუშვებს შეცდომას, რომელსაც ექნება უნარი ფილოსოფიური აზროვნებისა. ჩვენმა განათლების სამინისტრომ, ოჯახებმა, მშობლებმა, სამღვდელოებამ, პატრიარქმა, პრეზიდენტმა, ხელისუფლებამ, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ ამ საკითხებს. ჩვენ გვჭირდება მოაზროვნე ახალგაზრდობა და არა მხოლოდ მუშა ხელი, ისეთი რომელიც გაიკვლევს გზას”, – განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.
http://geurasia.org/news/ilia-ii-khelisufl...gheba-miaqcios/--------------------------------
ფორუმში გვყავს ფსიქოლოგები?