მელომანიაში რომ შემოვიხედა და ეს თემა რომ არ დამხვდა გამიკვირდა, ხოდა ვხსნი...
Michael Buble ბიგ ბენდის, პოპისა და ჯაზის შემსრულებელი კანადელი მომღერალია. არის გრემის ჯილდოს სამგზის და ჯუნო ავარდსის არაერთგზის მფლობელი. მსოფლიო პოპულარობა 2005 წელს მოიპოვა ალბომით It's Time და მას შემდეგ მისი სიმღერები მსოფლიო ჩარტებში ყოველთვის მოწინავე ადგილს იკავებს. ის ცნობილია ისეთი ლეგენდარული მომღერლების სიმღერების შესრულებით, როგორებიც არიან Frank Sinatra, Louis Armstrong, Elvis Presley და ა.შ., თუმცა Buble თავადაც წერს სიმღერებს, რომლებიც საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობენ (Everything, Home, Haven't met you yet, Hollywood..).
ალბომები:
Michael Bublé (2003)
It's Time (2005)
Call Me Irresponsible (2007)
Crazy Love (2009)
და ბოლო საშობაო ალბომი Christmas (2011), სადაც Buble ცნობილი საახალწლო სიმღერების ქავერებს ასრულებს.
გარდა თავისი განსაკუთრებული და ყველასაგან გამორჩეული ხმის ტემბრისა, Michael Buble ცნობილია როგორც არაჩვეულებრივი შოუმენი, რომლის თითოეული კონცერტი ნამდვილი სანახაობაა.
This post has been edited by Rainbows on 16 Jan 2012, 18:25
მიმაგრებული სურათი