http://shokoladi.ge/content/dagme-da-utvaltvaleპატარაობიდანვე გვარწმუნებენ, რომ ჭვრიტინი – არ შეიძლება.
უკულტურობაა, უზნეობა, სირცხვილი, უზრდელობა.
გაკვეთილს კარგად ვიხსომებთ და თეორიულად გადასარევად გვესმის, რატომ არ შეიძლება სხვის ოთახში დაუკაკუნებლად შესვლა, სხვის ნაწერებში ქექვა, სხვისი მობილურების ინბოქსების დახსნა და სხვისი ინტიმური ცხოვრების განხილვა–განქიქება.
სამაგიეროდ, პრაქტიკაში, მეტწილად, სრულიად საპირისპიროს ვახორციელებთ.
http://shokoladi.ge/content/dagme-da-utvaltvale * * *
http://shokoladi.ge/content/dagme-da-utvaltvaleსირცხვილით ვიწვით, ძალიან ვმუნათდებით, სინდისის მტანჯველ ქენჯნას როგორღაც ვუძლებთ და მობილურშიც ვძვრებით, სხვის დღიურებსაც ვკითხულობთ, „ საეჭვო რეპუტაციის“ ლინკებსა და საიტებზეც დავბოდიალობთ და მოკლედ, არც ერთ ღრიჭოს არ ვუშვებთ ხელიდან ისე, რომ ცხვირი არ შევყოთ. ( რა სიურეალისტური ფრაზა გამოვიდა ისე).
თუ ამ ყველაფერზე ხელს ასავსავებთ და მტკიცედ აცხადებთ – არაფერიც, არაფერიც. არაფერი მაგის მსგავსიო, მაშინ ის რეალითი შოუები გაიხსენეთ, რომლებისთვისაც გიყურებიათ, ჟურნალები და გაზეთები, სადაც ვისიმე პირადი და პრივატული ცხოვრებისთვის თვალყური მიგიდევნებიათ, ბოლოსდაბოლოს, სტრიპტიზი მიანც გექნებათ ნანახი ფილმებში ან იუთუბზე ...
მოკლედ, ფაქტია, რომ ვუაიერიზმი კარგად თუ ავად, მეტად თუ ნაკლებად თითუეულს გვახასიათებს და სანამ ეს ასეა, ტაბუირებული თემების სააშკარაოზე გამოტანა, საკუთარი ემოციების, გამოცდილების, ცხოვრებისეული ეპიზოდების გაშიშვლება, საჯარო აღსარება და ყველა ამ შინაარსის გამომყენებელი ფორმა (სულერთია, პერფორმანსი იქნება ეს თუ ნებისმიერი სხვა გამომსახველობითი საშუალება) იქნება განსჯის, შეფასების, განკითხვის, ანათემაზე გადაცემის, საკუთარი მორალური უბიწოებისა და აღმატებულების დემოსნტრირების მაპროვოცირებელი.