forever`s_NEVERეს მცენარე საქართველოშიც იშოვება?
დავწერ, რაც მოძებნე.
ზამიოკულკასი ყვავილების მაღაზიების თაროებზე სულ რაღაც რამდენიმე ათეული წლის წინ გაჩნდა და დღემდე ერთ-ერთ ყველაზე იშვიათ და ძვირ მცენარედ მიიჩნევა. პირველად ის 1830-იან წლებში აღმოაჩინეს აღმოსავლეთ აფრიკაში,თუმცა მაგადასკარშიცაა გავრცელებული. ზამიოკულკასი დიფენბახიასა დამონსტერას ახლო ნათესავია. ასეთი სახელწოდება მცენარემ დაიმსახურა იმის გამო, რომ გარეგნულად იშვიათ შიშველთესლოვან მცენარეს_ზამიოს ჰგავს.
როგორც ეგზოტიკური მცენარეების უმრავლესობას, ზამიოკულკასსაც უჩვეულო გარეგნობა აქვს. ღერო,ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, მიწის ზემოთ არ მოჩანს. ის მიწაშია დამალული და მსხვილი გორგლის სახე აქვს. მისი დანიშნულება სინესტის შეწოვაა. მიწის ზემოთ 4-6 მწვანე, ბუმბულისებრი ფოთოლი მოჩანს. ფოთლები მჭიდროდა არიან განლაგებულები მოკლე ჰორიზონტალურ ღეროზე და როზეტის შთაბეჭდილებას ტოვებენ.
ოთახის პირობებში ფაქტიურად არ ყვავილობენ.
ზამიოკულკასი ძალიან ადვილად მოსავლელი მცენარეა: მისთვის სულ ერთია გვალვაა, სუსტი განათებაა, მავნებლები ყავს თუ არა და ა.შ. ის ოთახის იდეალური მცენარეა. ის ნებისმიერ ადგილას შეგიძლიათ დადგათ ოთახში, მაგრამ უკეთესია თუ იქ მოათავსებთ, სადაც მეტი სინათლე მოხვდება. ოთახის ტემპერატურას დიდი მნიშვნელობა არ აქვს,მაგრამ სასურველია, თუ ყინვა არ იქნება. ტემპერატურის ოპტიმალური დიაპაზონი ზაფხულში 20-25 გრადუსია, ზამთარში_16-18°С.
როგორც ჭეშმარით სუკულენტს, ზამიოკულკასსაც არ სჭირდება ხშირი რწყვა. ის მიწის სრული გამოშრობის შემდეგ ჭარბი წყლით ირწყვება. ცოტა ხანს თუ საერთოდ დაივიწყებთ, მაინც არაფერი მოუვა: მას ხომ წყლის მარაგი ბოლქვში აქვს. ზამთარში რწყვა მინიმუმამდე მცირდება. წყლის შესხურება მცენარეს არ სჭირდება. პერიოდულად რეკომენდირებულია ფოთლების მტვრისგან გაწმენდა სველი ტილოთი. აქტიური ვეგეტაციის პერიოდში შესაძლებელია მისცეთ კაკტუსებისა და სუკულენტებისათვის განკუთვნილი სასუქი:გაზაფხულსა და ზაფხულში 3-4 კვირაში ერთჯერ, ზამთარში,თბილ ოთახში ყოფნისას 5-6-ჯერ კვირაში.
ზამიოკულკასს ფხვიერი, წყლისადვილადგამტარი მიწა სჭირდება: თანაბარი წილი ნეშომპალა, ტორფი და მსხვილი ქვიშა. ქოთანში უნდა იყოს დრენაჟის სქელი ფენა და ქოთანს ქონდეს დიდი ხვრელი დრენაჟისთვის. მიწის ზედაპირზე შეგიძლიათ მოაყაროთ კენჭები.
ზამიოკულკასი საკმაოდ ნელა იზრდება, ამიტომ წელიწადში 1-ჯერზე ხშირი გადარგვა მიზანშეწონილი არაა. უკეთესია თუ 5 წელიწადში 1-ჯერ გადარგავთ.
მცენარე ადვილად მრავლდება ვეგეტატიური გზით. ამისათვის უფრო ხშირად იყენებენ ფოთლების ქვედა ფირფიტებს. ფირფიტების ჭრილობას ამუშავებენ აქტივირებული ნახშირის ფხვნილით და აშრობენ 2-3 დღე. შემდეგ ფლავენ დაახლოებით 1,5 სმ.-მდე მშრალ ქვიშაში, რომელსაც დანოტივება არ სჭირდება. დაახლოებით 6 თვის შემდეგ ფირფიტის ქვედა მხარეს ჩნდება გორგლი ფესვებით. მხოლოდ ამის შემდეგ ფირფიტას რგავენ ნიადაგში და ფრთხილად რწყავენ პირველი ნამდვილი ფოთლის გაჩენამდე.
შესაძლებელია გამრავლება ზრდასრული მცენარის დაყოფითაც.
ყურადღება! გაითვალისწინეთ,რომ ზამიოკულკასის ყველა ნაწილი ძალიან შხამიან წვენს შეიცავს!
ფასებს რომ გადავხედე, ლარებში 150-დან იწყებოდა.