უბრალოდ ძალიან მაინტერესებს ფორუმელების აზრი, კანდიდატი 4 შევარჩიე : თემურ ქეცბაია, შოთა არველაძე, გიორგი ქინქლაძე და კახა კალაძე
ძალიან ზოგადად თითოეულ მათგანზე
თემური ქეცბაია
თბილისის დინამოს, ანორთოსისის, აეკის, ნიუკასლის, ვულვერჰემპტონის და დანდის ყოფილი მარჯვენა ნახევარმცველი ყოველთვის ბოლომდე იხარჯებოდა მოედანზე და ალბათ გულშემატკივრებში ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობდა. საქართველოს ნაკრებში 1992-2003 წლებში თამაშობდა და 16 გოლის გატანა მოახერხა. 1990 და 1997 წლებში დასახელებული იქნა საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად
შოთა არველაძე
თბილისის დინამოს, ტრაბზონსპორის, აიაქსის, რეინჯერსის, ალკმაარის და ლევანტეს ყოფილ ფორვარდს საქართველოს ნაკრებში ყველაზე მეტჯერ 26 ჯერ გაუტანია. 1994, 1998, 2006 და 2007 წლებში საერთო ჯამში ოთხჯერ დასახელებული იქნა საქართველოს წლის საუკეთესო ფეხბურთელად
გიორგი ქინქლაძე
გამოკითხვა ყველაზე ნიჭიერებში რომ იყოს სავარაუდოდ პირველობას არავის დაუთმობდა, ძალიან ტექნიკური ფეხბურთელი საქართველოში საუკეთესოდ სულ ორჯერ 1993 და 1996 წლებში დაასახელეს. კარიერის განმავლობაში მოასწრო ეთამაშა ინგლისის პრემიერლიგაში, არის მანჩესტერ სიტის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი. ნაკრებში 13 წელი თამაშობდა და გაიტანა რამოდენიმე მნიშვნელოვანი გოლი
კახა კალაძე
საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი და ცნობილი ფეხბურთელი, რომელსაც უთამაშია ისეთ დიდ გუნდებში როგორიცაა კიევის დინამო და მილანი. აქვს პატივი იყოს საქართველოს ნაკრების კაპიტანი, რომლის ღირსებასაც 1996 წლიდაც იცავს. საქართველოში საუკეთესოდ სულ ხუთჯერ დასახელდა (რეკორდი), აქედან 2001, 2002 და 2003 წლებში ზედიზედ სამჯერ