ერთი სიტყვით ეს საწყალი ჩემი როუტერი რას არ უძლებდა და ბოლოს უარს მეუბნება საერთოდ შეშვება დანახვაზე.
ესეთი სიტუაციაა.
ბევრი პრაშივკის ცვლის შემდეგ: dd-wrt, openwrt, tomato და ბოლოს tomatoUSB-მ მოკლა. 26 კერენელის ვერსია გადმოვიწერე არა უსბს მქონე როუტერებისათვის და დავაპრაშივკე ჩაწერე გადაიტვირთა და დამიწერა რომ წარმატებით დაინსტალირდაო. მაგრამ გადატვირთვის შემდეგ მარტო power-ის შუქმა დაიწყო ციმციმი და აღარ იღებს IP მისამართს, რამე გრძნობა რომ იყოს ეგრევე მკვდარი როუტერის გაცოცხლების ხერხს გამოიყენებ კაცი მაგრამ IP საერთოდ არ ანახებს. ყველა ლან პორტი მუშაობს ვანიც ციმციმებს ინტერნეტს რომ ვუერთებ, მაგრამ სხვა საკითხში მკვდარია.
გადავქექე და ვერ ვნახე ვერაფერი სახეირო იქნებ ვინმემ რამე იცოდეთ ამის შესახებ წინასწარ დიდი მადლობელი დაგრჩებით.
* * *
იქნებ ვინმეს JTAG კაბელი მაინც გქონდეთ როუტერისთვის?
თუ ტყუილად ვკითხულობ