
საფეხბურთო კლუბი - დინამო თბილისის XXXXI თემასახელი - ს.კ დინამო თბილისი
დაარსების წელი - 1925
სტადიონი - დინამო არენა
პრეზიდენტი - რომან ფიფია
მწვრთნელი - ალექს გარსია
ფერები - ლურჯი და თეთრი
ფანები - გლადიატორები
საქართველოს ჩემპიონი - 13,
საქართველოს თასი - 9
საქართველოს სუპერთასი - 5
სსრკ-ს ჩემპიონი - 2
სსრკ-ს თასის მფლობელი - 2
თასების მფლობელთა თასის მფლობელი - 1
1:
სკ "დინამო" - თბილისი 19252:
სკ "დინამო" - თბილისი 19253:
თბილისის დინამო4:
დიდი გუნდი!!!5:
დიდი გუნდი!!!6:
გზა ევროპისკენ!!!7:
Made in Tbilisi8:
კვლავ ჩემპიონობისკენ..9:
Just #110:
ევროპის დროა..11:
Mes Que Un Club12:
XII ნაწილი13:
მაგრად დაჰკარით14:
ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ 30-3015:
Pride of Georgia16:
The Rise Of The Fenix17:
დინამო მერებას გარეშე18:
საქართველოს საუკეთესო გუნდი19:
Semper Fidelis 20:
ლურჯ-თეთრი სამყარო21:
საამაყო ლურჯ-თეთრი სამყარო22:
Best in East23:
Tradition, Honour, Power 24:
is comming25:
მზადება ჩემპიონატისთვის26:
The best club of the best city27:
რაც დარჩა უნდა მოვიგოთ...28:
Tradition, Honour, Power29:
www.gladiators.ge30:
www.gladiators.ge31:
gladiators.ge32:
www.gladiators.ge33:
www.gladiators.ge34:
დაუბრუნდი დინამოს35:
ჩვენ შეგვიძლია... ჩვენ შევძლებთ...36:
the best club, of the best city..37:
Tradition, Honour, Power38:
Vamos!Nuestro Apoyo A Alex!!!39:
Vamos!Nuestro Apoyo A Alex!!!40:
Vamos!Nuestro Apoyo A Alex!!! ”დიდი ურუგვაელები” , ”უგვირგვინო ჩემპიონები”, ”ოქროს ბიჭები” და ”დიდი გუნდის დიდებული ფეხბურთელები”....თბილისის ”დინამო” საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი და გამორჩეული გუნდი იყო და მიუხედავად იმისა, რომ
70-იან წლებამდე ”დინამო” საერთაშორისო ოფიციალურ შეხვედრებს არ ატარებდა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაშიც არ აკლდა აღიარება...
1925 წელს სპორტსაზოგადოება ”დინამოს” თბილისის საბჭოსთან შეიქმნა გუნდი, რომელიც მალევე გახდა საქართველოში საუკეთესო,
1936-წლიდან კი საბჭოთა კავშირის უმაღლეს ლიგაში წარმატებით გამოდის...
დინამოელები 20-ჯერ გახდნენ გათამაშების მედალოსნები... 2 ოქრო, 5 ვერცხლი და 13 ბრინჯაო მეოთხე შედეგია
კავშირის პირველობაზე ...
- 1964 , 1978 - ჩემპიონი
- 1939 , 1940 , 1951 , 1953 , 1977 - ვერცხლის პრიზიორი
- 1936, 1946, 1947, 1950, 1959, 1962, 1967, 1969, 1971, 1972, 1976(A), 1976(S), 1981 - ბრინჯაოს პრიზიორი
დინამოს რიგებში 262-მა ფეხბურთელმა ითამაშა, მათ შორის ყველაზე მეტი საჩემპიონატო შეხვედრა ავთანდილ ღოღობერიძემ
ჩაატარა - 341 (300-ზე მეტი შეხვედრა ჩაატარეს ასევე შოთა იამანიძემ, ვლადიმერ გუცაევმა და ალექსანდრე ჩივაძემ )
29 მათგანი გახდა ოქროს მედლების მფლობელი, სულ კი 98-მა დინამოელმა მიიღო სხვადასხვა სინჯის მედალი...
დინამომ 1936-1989 წლებში ჩაატარა 1424 შეხვედრა, საიდანაც მოიგო 621, ფრედ დაასრულა 406 და 397 წააგო. გაიტანა
2176 გოლი და გაუშვა 1677...
დინამოს რეკორდსმენი გატანილი ბურთების მიხედვითაც ავთანდილ ღოღობერიძეა, მან 341 შეხვედრაში 127 ბურთი გაიტანა
მეტოქეთა კარში . მასთან ყველაზე ახლოს რამაზ შენგელიაა 120 გატანილი გოლით, ბორის პაიჭაძე - 98 , ზაურ კალოევი - 95;
(ბორის პაიჭაძეს
საშუალოდ ჩემპიონატის ერთ მატჩში გატანილი გოლებით საუკეთესო მაჩვენებელი აქვს, მას საშუალოდ 0,54 გოლი გაჰქონდა)
დინამომ ყველაზე მეტი შეხვედრა მოსკოვის დინამოსთან, ტორპედოსთან, სპარტაკთან და კიევის დინამოსთან გამართა 95-95,
სულ კი მეტოქედ 60 გუნდი ყავდა, რომელთაგანაც მხოლოდ ხუთთან აქვს უარყოფითი ბალანსი.
დინამოელი რამაზ შენგელია ორჯერ, დავით ყიფიანი და ალექსანდრე ჩივაძე კიდე თითო-თითოჯერ გახდნენ
ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელები...
ზაურ კალოევი ორჯერ, ილია დათუნაშვილი, გოჩა გავაშელი, გივი ნოდია და რამაზ შენგელია კიდე თითო-თითოჯერ
გახდნენ ჩემპიონატის საუკეთესო მეგოლეები...
კავშირში ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი ქონდა ”დინამოს” თასის გათამაშებაში, რომელიც დინამომ 2-ჯერ მოიგო და
6-ჯერ გავიდა ფინალში:
- 1976,1979 - თასის მფლობელი
- 1936,1937,1946,1960,1970,1980 - თასის ფინალისტი
თასზე დინამომ 172 შეხვედრა ჩაატარა ასევე 60 გუნდის წინააღმდეგ...
სულ 194-მა ფეხბურთელმა მოიგო დინამოს მაისური ამ ტუნრირზე
ყველაზე მეტი შეხვედრა მანუჩარ მაჩაიძემ ჩაატარა - 56, ყველაზე მეტი გოლი კი ბორის პაიჭაძემ გაიტანა -
26 (საშუალოდ 0,65 ერთ მატჩში)
სულ 172 ჩატარებული შეხვედრიდან დინამომ 101 მოიგო, 22 ფრედ დაასრულა და 49 წააგო. გაიტანა 331 გოლი და გაუშვა 193...
საბჭოთა კავშირის გუნდები ევროპულ ტურნირებში 70-იან წლებამდე არ იღებდნენ მონაწილეობას, თუმცა
საერთაშორისო ტურნეებზე დინამო თითქმის ყველა კონტინენტზე იყო ნამყოფილი და უამრავი ქვეყნის გუნდთან ჰქონდა ნათამაშები.
დინამოელები 47 ქვეყანაში იყვნენ სტუმრად, სადაც 200-ზე მეტი შეხვედრა გამართეს ... თითქმის ყველა
ევროპული საფეხბურთო ქვეყანა, სამ.ამერიკა, ცენტრ.ამერიკა, აფრიკისა და აზიის რამდენიმე ქვეყანა ..
ოფიციალური მონაცემებით დინამომ 338 საერთაშორისო ამხანაგური შეხვედრა გამართა, საიდანაც
194 მოიგო და გაიტანა 774 გოლი
საერთაშორისო შეხვედრებს თავისი ბომბარდირი ჰყავს - ზაურ კალოევი.
რეკორდმაისტერი - დინამო საქართველოს 13 გზის ჩემპიონია და მასვე ეკუთვნის თითქმის ყველა
რეკორდი ეროვნულ ჩემპიონატში...
- საქართველოს ჩემპიონი 1990, 1991, 1992, 1993, 1994, 1995, 1996, 1997, 1998, 1999. 2003 , 2005, 2008
- საქართველოს ვიცე-ჩემპიონი 2007, 2009, 2010, 2011
- საქართველოს ბრინჯაოს მედლების მფლობელი - 2000, 2001, 2002, 2004, 2006
დინამო ერთადერთი გუნდია, რომელსაც სეზონი მესამე ადგილს ქვემოთ არ დაუმთავრებია
ზედიზედ 10 ჩემპიონობით კი დინამო არა მხოლოდ ქართული, არამედ ევროპული ფეხბურთის რეკორდსმენი იყო
-დინამო თბილისს ეკუთვნის საქართველოში ყველაზე გრძელი სერია საშინაო წაუგებელ თამაშებზე...99 მატჩი
1994 წლის 5 ოქტომბრიდან 2000 წლის 27 აგვისტომდე
-ჩემპიონატში ზედიზედ მოგებული მატჩები შეადგენს 23-ს (1995/96 სეზონის 18 ტურიდან 1996/97 სეზონის
მე-11 ტურის ჩათვლით
-შინ ზედიზედ მოიგო 18 მატჩი (1994/95 - 1995/96 სეზონებში)
-სტუმრად ზედიზედ მოიგო 13 მატჩი (1993/94 -1996/97)
-1993-1994 წლებში მოიგო 31 მატჩი ერთი სეზონის განმავლობაში
-ამავე წელს გაიტანა 130 გოლი ერთ სეზონში
-ყველაზე ცოტა გოლი 9 გაუშვა 1991 წლის სეზონში
- წაუგებლად განვლო მთლიანი სეზონი ასევე 1991წლის სეზონში
-ყველაზე დიდი ანგარიშით საშინაო მოგება აქვს ბორჯომთან 12-0 2008-2009 სეზონში
-17 ქულით მოიგო 1996-1997 წლების ჩემპიონატი
დინამოს გამოსვლა ეროვნულ ჩემპიონეტებში 1990-2011 :
ცხრაგზის გამარჯვებული - 1992, 1993, 1994, 1995, 1996, 1997, 2003, 2004, 2009
საქართველოს სუპერთასის მფლობელი - 1996, 1997, 1999, 2005, 2008
დინამომ საქართველოს თასი და სუპერთასი ასევე ყველაზე მეტჯერ მოიგო და არცერთ გუნდს არ აძლევს
მიახლოების საშუალებას.
დინამო და ევროპა - დინამო ევროპულ საკლუბო ტურნირებზე 1972 წლიდან გამოდის და სამივე ტურნირზე
40-მდე ქვეყნის 66 წარმომადგენელთან (2-ჯერ შეხვედრა იტალიურ ნაპოლის და ბელარუსულ ბატეს) 131 შეხვედრა გამართა..
კლუბის უმთავრესი მიღწევა 1981 წელს ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასის მოგება იყო...
უდიდეს მიღწევად უნდა ჩაითვალოს ასევე 1977-1978 სეზონში იტალიური გრანდის, ინტერის გამოთიშვა უეფას თასიდან,
1979 წელს ლივერპული განადგურება 3-0,
1981-1982 სეზონში თასების მფლობელთა თასის ნახევარფინალში გასვლა, 1998-1999 სეზონში ბოლომდე ბრძოლა ჩემპიონთა
ლიგის საგზურისთვის, 2004-2005 წლის სეზონში ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მონაწილეობა....
მწვრთნელები - დინამოს მრავალწლიან ისტორიაში 30-ზე მეტი მწვრთნელი ყავდა, თუმცა მათ შორის ორი იყო
ყველასგან განსხვავებული და მნიშვნელოვანი - ანდრო ჟორდანია და ნოდარ ახალკაცი; დღეს დინამოს მთავარი მწვრთნელი ესპანელი
ალექს გარსიაა (მეათე უცხოელი მწვრთნელი დინამოს ისტორიაში)
კაპიტნები - 50-მდე კაპიტანი ღირსეული კაპიტანი ყავდა დინამოს... ჟორდანია, შავგულიძე, პაიჭაძე ... ღოღობერიძე ..
იამანიძე ... მეტრეველი ...ხურცილავა... მაჩაიძე ... ჩივაძე... ნემსაძე .. ზოიძე ... შაშიაშვილი ... კაშია, დიღმელაშვილი, ოდიკაძე, ხმალაძე, კაშია -
ალექსანდრე კოშკაძე #7 (ჩვენი გუნდის კაპიტანი)
სტადიონი - დინამო არენა (54000)
ბაზა - ა.ჟორდანიას სახელობის დინამოს სამწვრთნელო ბაზა (რეკონსტრუქცია დასრულდება გაზაფხულზე,გახსნა 13 მაისი)
სპონსორები - პრივატბანკი, გალფი, ჯმჯ, ჰიუნდაი
პრეზიდენტი - რომა ფიფია
მმართველი დირექტორი - ზურაბ პოლოლიკაშვილი
ფანები - გლადიატორები
სპორტული დირექტორი - გიორგი ნემსაძე
სიახლეები : - გუნდი 9 იანვარს შეიკრიბა და
პირველი ვარჯიში გამართა დინამოს საწვრთნელ ბაზაზე
- ცნობილი გახდა, რომ იჯარის წესით სეზონის ბოლომდე გორის ”დილაში” ითამაშებენ შოთა კაშია, ირაკლი
ლექვთაძე და გიორგი გველესიანი, ხოლო ცხინვალის ”სპარტაკში” - გიორგი ნადირაძე
- დინამოსთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და 10 ნომრიანი მაისურით ითამაშებს
გიორგი მერებაშვილი- დინამოსთან
კონტრაქტი გააფორმა ირაკლი ძარიამ, რომელიც 88 ნომრიანი მაისურით ითამაშებს
- თითქმის გადაწყვეტილია გოგიტა გოგუას დამატება
- სავარაუდოდ კლუბი დაიმატებს ერთ ესპანელს, საყრდენ ნახევარმცველს
- გუნდი 15 იანვარს გაემართება ზამთრის შეკრებაზე ბარსელონაში, სადაც 22-28 იანვარს საერთაშორისო ტურნირ
Football Impact Cup-ზე მიიღებს მონაწილეობას.
დინამოს ამჟამინდელი შემადგენლობა :
მეკარეები : გიორგი ლორია , სოსო გრიშიკაშვილი, თორნიკე ზარქუა
მცველები : დავით ოდიკაძე, ლევან კაკუბავა, ლევან ხმალაძე, გულვერდ თომაშვილი, ირჟი ჰომოლა,
მამუკა ლომიძე , გიორგი რეხვიაშვილი
ნახევარმცველები : ალექსანდრე კოშკაძე, ჯაბა ჯიღაური, ალვარო, გიორგი თექთურმანიძე, გოგა ბერაია,
ნიკა კვეკვესკირი
თავდამსხმელები : გიორგი კახელიშვილი, კარლეს კოტო, ჩისკო, რობერტინიო, ალბერტ იაგუე
it is necessary to continue fighting..We are gladiators and we are going to fight for the desire to gain the league.
All together we will obtain it...
I Love Dinamo Tbilisi......
მე მიყვარს თბილისი...
Ribo #1
AC MILAN