ყოველთვის, როცა სახარებას ვეცნობოდი ერთი უცნაურობას ვაწყდებოდი. მეჩვენებოდა, რომ სახარებაში წარმოჩენილი რომაელი სახეები ყოველთვის დადებითი კუთხით იყვნენ წარმოჩენილები.
კერძოდ –
მათეს სახარება მე–8 თავი – ასისთავის ისტორია – ის სახლშიც კი არ ეპატიჟება ქრისტეს და ეუბნება, შენ მხოლოდ თქვიო და ჩემი მონა განიკურნებაო, ეს რწმენის უმაღლესი დონეა
5. და შე-რაჲ-ვიდა იგი კაპერნაუმდ, მოუჴდა მას ასისთავი, ევედრებოდა მას
6. და ეტყოდა: უფალო, მონაჲ ჩემი დაცემულ არს სახლსა შინა ჩემსა განრღვეული და ფრიად იგუემების.
7. ჰრქუა მას იესუ: მე მოვიდე და განვკურნო იგი.
8. მიუგო ასისთავმან მან და ჰრქუა: უფალო, არა ღირს ვარ მე, რაჲთამცა სართულსა ჩემსა ქუეშე შემოხუედ. არამედ სიტყჳთ ხოლო თქუ, და განიკურნოს მონაჲ იგი ჩემი.
9. რამეთუ მეცა კაცი ვარ ჴელმწიფებასა ქუეშე და მქონან ჩემ ქუეშე ერისაგანნი; და ვჰრქჳ მას: წარვედ! და წარვიდის; და სხუასა: მოვედ! და მოვიდის; და მონასა ჩემსა: ქმენ ესე! და ქმნის. 10. ესმა რაჲ ესე იესუს, დაუკჳრდა და ჰრქუა ერსა მას, რომელნი მისდევდეს მას: ამენ გეტყჳ თქუენ: არცაღა ისრაჱლსა შორის ესოდენი სარწმუნოებაჲ ვპოვე.
11. ხოლო გეტყჳ თქუენ, რამეთუ: მრავალნი მზისა-აღმოსავალით და დასავალით მოვიდოდიან და ინაჴ-იდგმიდენ აბრაჰამის თანა და ისაკის თანა და იაკობის თანა სასუფეველსა ცათასა.
12. ხოლო ძენი იგი სასუფეველისანი განითხინენ ბნელსა მას გარესკნელსა. მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაჲ კბილთაჲ.
13. და ჰრქუა იესუ ასისთავსა მას: წარვედ და, ვითარცა გრწმენა, გეყავნ შენ და განიკურნა მონაჲ იგი მისი მას ჟამსა შინა.
ლუკას სახარება მე–7 თავი – იგივე ასისთავის ისტორია
1. და ვითარცა დაასრულნა იესუ სიტყუანი ესე სასმენელთა მიმართ ერისათა, შევიდა კაპერნაუმს. 2. და ასისთავისა ვისიმე მონაჲ სნეულ იყო და მიახდა აღსრულებად, რომელი იყო მისა პატიოსან. 3. და ესმა მას იესუჲსთჳს და მიავლინნა მისა მოხუცებულნი ჰურიათანი ვედრებად მისა, რაჲთა მოვიდეს და განკურნოს მონაჲ იგი მისი. 4. ხოლო რომელნი იგი მოვიდეს იესუჲსა, ჰლოცვიდეს მას მსწრაფლ და ეტყოდეს, ვითარმედ: ღირს არს, რომელი-ესე ჰყო მისთჳს, 5. რამეთუ უყუარს ნათესავი ჩუენი და შესაკრებელი მან აღმიშენა ჩუენ. 6. და იესუ წარვიდა მათ თანა. ხოლო თავადი ვითარ მიახლებულ იყო სახლსა მას, მიუვლინნა ასისთავმან მან მეგობარნი და ჰრქუა: უფალო, ნუ მოშურები, რამეთუ არა ვარ ღირს, რაჲთა სართულსა სახლისა ჩემისასა შემოხჳდე. 7. რომლისაგან არცა თავით ჩემით ღირს მიჩნდა მისლვად შენდა; არამედ სიტყჳთ ხოლო თქუ, და განიკურნოს მონაჲ ესე ჩემი. 8. რამეთუ მეცა კაცი ვარ ჴელმწიფებასა ქუეშე განწესებული და მქონან ჩემ ქუეშე ერისა-კაცნი; და ვჰრქჳ მას: წარვედ! და წარვიდის; და სხუასა: მოვედ! და მოვიდის; და მონასა ჩემსა: ყავ ესე! და ყვის. 9. ხოლო ვითარცა ესმა ესე იესუს, დაუკჳრდა სარწმუნოებაჲ მისი, მიექცა ერსა მას და ჰრქუა: ამენ გეტყჳ თქუენ, არცაღა ისრაჱლსა შორის ვპოვე ესევითარი სარწმუნოებაჲ. 10. და მიიქცეს, რომელნი-იგი მოსრულ იყვნეს, სახიდ მისა და პოვეს მონაჲ იგი მისი ცოცხალი.
მათეს სახარება 27–ე თავი – ჯვარცმის დროს მყოფი ასისთავი აღიარებს რომ იესო ძე ღვრთისა იყო
54. ხოლო ასისთავმან მან და მისთანათა, რომელნი სცვიდეს იესუს, იხილეს რაჲ ძრვაჲ იგი რაჲ-იგი იქმნა, შეეშინა ფრიად და იტყოდეს: ჭეშმარიტად ძე ღმრთისაჲ იყო ესე.
მათეს სახარება 22–ე თავი – კეისარს კეისრისა – ეს მესიჯი იყო ყველა რომის პროვინციისთვის
20. ჰრქუა მათ იესუ: ვისი არს ხატი ესე ანუ ზედაწერილი?
21. ჰრქუეს მას: კეისრისაჲ. მაშინ ჰრქუა მათ იესუ: მიეცით კეისრისაჲ კეისარსა და ღმრთისაჲ ღმერთსა.
22. და ესმა რაჲ ესე, დაუკჳრდა და დაუტევეს იგი და წარვიდეს.
ცოტა საკამათოა პილატეს პერსონაჟი. თუ არა რელიგიურ წყაროებს, არამედ ისტორიულ წყაროებს გადავხედავთ იქ პილატე სისხლისმსმელი ადამიანია, რომელიც ყველანაერად ცდილობდა იუდეველური რელიგიური წესჩვეულებების შებღალვას, მისი მართველობის პერიოდი ცნობილია, როგორც იუდეველების მასობრივი ჟლეტის პერიოდი, იმდენად სასტიკი კაცი იყო.
აი ციტატა, მართალია ის მხოლოდ ვიკიპედიიდანაა:
Понтий Пилат построил водопровод в Иерусалиме[1]. Однако в целом его правление ознаменовалось массовым насилием и казнями.[2] Налоговый и политический гнёт, провокационные действия Понтия Пилата, оскорблявшие религиозные верования и обычаи иудеев, вызывали массовые народные выступления, беспощадно подавлявшиеся римлянами. По словам философа Филона Александрийского, жившего в I веке, Пилат несёт ответственность за бесчисленные жестокости и казни, совершённые без всякого суда.
http://ru.wikipedia.org/wiki/Понтий_Пилатგანსხვავებული სურათია სახარებაში, სადაც პილატეს არ გამოაქვს განაჩენი ქრისტესთვის მეტიც იძახის, რომ ქრისტეს ბრალეულობას ვერაფერში ხედავს და გადასცემს მას იუდეველთა მმართველს, რაც უპერცედენტო შემთხვევაა, ისტორიულ წყაროებს ესეთი რამე არ ახსოვს.
ლუკას სახრება თაავი 23–ე – პილატე იძახის, რომ ვერ ხედავს ქრისტეს დანაშაულს
1. და აღდგა ყოველი იგი სიმრავლე მათი და მოიყვანეს იგი პილატესა.
2. და იწყეს შესმენად მისა და იტყოდეს: ესე ვპოეთ, რამეთუ გარდააქცევდა ნათესავსა ჩუენსა და აყენებდა ხარკსაცა მიცემად კეისრისა და იტყოდა თავსა თჳსსა ქრისტედ და მეუფე ყოფად.
3. და ჰკითხა მას პილატე და ჰრქუა: შენ ხარა მეუფე ჰურიათაჲ? ხოლო თავადმან ჰრქუა მას: შენ იტყჳ.
4. ხოლო პილატე ჰრქუა მღდელთ-მოძღუართა და ერსა მას: არარას ბრალსა ვჰპოებ კაცისა ამის თანა.
5. ხოლო იგინი უფროჲს განძლიერდებოდეს და იტყოდეს, ვითარმედ: აღაშფოთებს ერსა და ასწავებს ყოველსა ჰურიასტანსა, უწყიეს გალილეაჲთ ვიდრე აქამომდე.
6. ხოლო პილატეს რაჲ ესმა გალილეაჲ, ჰკითხა მათ: უკუეთუ გალილეაჲთ არს კაცი ესე?
7. და გულისჴმა-ყო, რამეთუ ჴელმწიფებისაგან ჰეროდესისა არს; მიუძღუანა იგი ჰეროდეს, რამეთუ იყო იგიცა მაშინ იერუსალჱმს მათ დღეთა შინა.
ამასთან ერთად პილატე არ აღიარებდა იუდეველურ დღესასწავლებს და როგორც ზემოთ ავღნიშნეთ განსაკუთერბული სისასტიკით გამოირჩეოდა, მაგრამ სასჯელის დადების დროს ხალხს მიმართავს.
ლუკას სახარებაში 23–ე თავში ისიცაა ნათქვამი რომ პილატეს იესოს განთავისუფლება უნდოდა
15. და არცა ჰეროდე, რამეთუ მიუძღუანე მას, და აჰა არარაჲ ღირსი სიკუდილისაჲ საქმე არს მის თანა.
16. ვსწავლო იგი და განუტევო.
17. რამეთუ უნებელად ედებოდა მას განტევებად დღესასწაულსა მას ერთი.
18. ღაღატ-ყვეს ყოველმან მან სიმრავლემან და იტყოდეს: აღიღე ეგე და მოგჳტევე ჩუენ ბარაბა,
19. რომელი შფოთისა ყოფასა ქალაქსა შინა და კაცის-კლვისათჳს შეგდებულ იყო საპყრობილესა.
20. კუალად უკუე მოუწოდა მათ პილატე, რამეთუ უნდა განტევებაჲ იესუჲსი.
21. ხოლო იგინი ღაღადებდეს და იტყოდეს: ჯუარს-აცუ, ჯუარს-აცუ ეგე!
გარდა იმისა, რომ აქ ნამდვილად ავტორი ცდილობს პოლატეს ალიბი შეუქმნას და იგი ბრძენ და კეთილ პიროვნებად გვაჩვენეოს, რამეთუ სიტუაციაა აქრისტეს დასჯაში დამნაშავე და არა თავად პერფექტი პილატე.
აქ კიდევ რამოდენიმე ფაქტორია მნიშვნელოვანი:
1. აქ ნათქვამია, რომ არსებობდა წესი, როცა ებრაულ დღესასწავლზე რომაულ სასამართლოს უნდა გაეთავისუფლებინა ებრაელი დამნაშავე, ეს არნახული ტყუილია, ესეთი რამე ისტორიულ დოკუმენტებში არსად არ ფიგურირებს და საერთოდაც, რა დამოკიდებულებაც ქონდათ რომაელებს ებრაელების მიმართ ეს გამორიცხულია;
2. საერთოდ ფანტასტიკის სცეფოა, როცა ებრაელი ხალხი (ყურადღება მიაქციეთ, რომ არც ებრაელთა მთავარი) წყვეტს რა სასჯელი ფორმით დაისაჯოს დამნაშავე.
მე ძალიან მეეჭვება ასევე, რომ ქრისტემ, რომელმაც ზოგადად ჩაგვრის წინაღმდეგ იქადაგა არაფერი არ თქვა რომაელების ჩაგვრაზე ებრაელების მიმართ, მაგრამ რატომღაც ამ 4 თავში ეს თემა არ ფიგურირებს.
როგორც ცნობილია, რამოდენიმე 10–ული სახარეებაა ნაპოვნი, რომელიც ქრისტეს მოწაფეების ან ცრუმწერლების მიერაა დაწერილი, მაგრამ ქრისტიანული რელიგია უარყოფს ყველა სხვა სახარებას, და აღიარებულია მხოლოდ ის სახარებები, სადაც რომაელი ხალხი დადებითად არის წარმოდგენილი. ნეტა რატომ? იქნებ იმ სახარებებში არის აღწერილი ჭეშმარიტი ქრისტეს მოძღვრება, სადაც პილატეს სახე რეალურია, და რომაელები კარგი ტიპები არ არიან.
მემგონი ფაქტი სახეზეა, ქრისტიანულმა რელიგიამ რომაელების მხრიდან სერიოზული ცენზურა გაიარა, მე ვფიქრობ, რომ ეს 4 სახარება გადაწერილია, ბევრი რამე დამატებულია და ბევრი რამე ამოღებულია.
რელიგიაში კიდევ ერთი რომაული ცენზურის ფაქტი არის წმინდა გიორგი ხატი. ყველას გთხოვთ მიხვიდეთ ოქროს ფონდში და ნახოთ წმინდა გიორგის ყველა ხატი, რაომელიც მე–3 საუკუნემდე თარიღდება. ამ ხატებში წმინდა გიორგი კლავს დიოკლეტიანეს, რომაელ იმპერატორს, ხოლო შემდგომ დაწერილ ხატებში რომაელის იმპერატორის მაგივრად გველეშაპია, არის თუ არა ესეც ცენზურის შედეგი?