თუ გსურთ გააკეთოთ კეთილი საქმე, შეიტანეთ წვლილი ხევსურეთის სოფელ ბარისახოს სკოლის ბიბლიოთეკის გამდიდრებაში.
არ დაიზაროთ, მოაგროვეთ წიგნები, რომლებიც არ გჭირდებათ, ან გემეტებათ ამ საქმისთვის, 20 იანვრიდან 25 იანვრამდე, 9:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე თბილისის #1 კლასიკური გიმნაზიის პირველ სართულზე მოიტანეთ ნებისმიერი წიგნი (მხატვრული ლიტერატურა, შემეცნებითი, გასართობი და ა.შ)
ინგლისური ენა წელს პირველად ისწავლება ბარისახოს სკოლაში და ამიტომ ბიბლიოთეკაში არ არის არცერთი ინგლისურენოვანი წიგნი. თუკი გაქვთ თუნდაც ერთი ინგლისურენოვანი წიგნი, მოიტანეთ და ამით ხელს შეუწყობთ ბიბლიოთეკაში ინგლისურის კუთხის გაკეთებას, რაც ბავშვებისთვის დიდი საჩუქარია.
თქვენი აქტიურობა ძალიან, ძალიან ბევრს ნიშნავს და დიდი ხელშეწყობაა ხევსური ბავშვებისთვის, გაიგონ უფრო მეტი და ჰქონდეთ მეტი სტიმული სწავლისთვის, მითუმეტეს, რომ ყოველი სიახლის მიმართ ძალიან დიდ ინტერესს და სიხარულს გამოხატავენ.
თქვენ ძალიან მარტივად შეგიძლიათ სიკეთის გაკეთება, არ დაიზაროთ

წინასწარ გიხდით მადლობას
http://www.facebook.com/events/174451032661723/http://www.facebook.com/khevsureti.ge