http://www.facebook.com/FishHouseAquarium ესეც საიტი ამ მაღაზიის, თევზის სახლი "აკვარიუმი" მდებარეობს დოლიძის 46ში, აქ შეგიძლიათ შეიძინოთ 60 სახეობაზე მეტი თევზი გაყინული, შებოლილი, დამარილებული, ცოცხალი და მზა კერძის სახით... ცოცხალი თევზები არის ძირითადად ალაზნიდან მარტო კალმახია ბორჯომის, ცოცხალი თევზის შეძენისას სურვილის შემთხვევაში ადგილზევე გაასუფთავებენ და დაგიჭრიან სასურველ ზომებად, გაყინული თევზების დიდი არჩევანია ალბათ ბევრ თქვენგანს არათუ ნანახი, არამედ გაგონილიც არ იქნება მათი სახელი, ცოცხალი შებოლილი და გამოყვანილი თევზებიც იმაზე მეტია ვიდრე ნებისმიერ ადგილზე თბილისში, ცოცხალი კი არის კობრი, საზანი, ტასტალობიკი, კალმახი, კარასი, ამური, ლოქო, ზუთხი... არის ჩამოსასხმელი ლუდებიც და ბოთლის ლუდების დიდი არჩევანი... და რაც ყველაზე მთავარია ფასები მისაღებია ყველასთვის...
This post has been edited by aka_4444 on 23 Jan 2012, 01:17
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)